კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ უნდა დაიმახსოვროთ დასიზმრებული რიცხვები და რისი კვალი უნდა წაშალოთ რეალურ ცხოვრებაში, თუ სიზმარში ციფრებს შლიდით

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

რატომ გვესიზმრება ციფრები? - ჩვენთვის მნიშვნელოვან თარიღზე ან ნომერზე მიგვანიშნებს, თუ დაღლილობის სიგნალია?! პასუხი ამჯერადაც ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებში უნდა ვეძებოთ, რომელიც გვასწავლის, რომ სიზმრად ნანახი ზებუნებრივ ძალთა გზავნილია და მისი იგნორირება არ შეიძლება. რიცხვი კი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი თარიღი უნდა იყოს. თუმცა, რის მანიშნებელია ზოგადად რიცხობრივი გზავნილი სიზმარში, ან რას გვატყობინებს ცალკეული მათგანი, ამის შესახებ უამრავი ახსნა არსებობს და თანაც, რამდენიმე ვერსიით. ამიტომ, რომ არ დავიბნეთ, ყველაფერს თანმიმდევრულად აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლალი თ.
- გაიხსენეთ კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამდით საკუთარ თავს ბოლო დროს: შემოსავალს ელით ან გჯერათ, რომ უიღბლობის ხანა დასრულდება? ჰოდა, თუ სიზმრად ნანახი ხსენებულ თარიღს გახსენებთ, ესე იგი, სწორედ ის არის თქვენი „X საათი“; ან მინიშნებაა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე; ანდა სულ სხვა, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. მაგალითად, ნომერი: მომგებიანი ლატარიის ბილეთის ან იმ ორგანიზაციის კაბინეტისა, სადაც დახმარებას მიიღებთ. ციფრების მინიშნებათა ამოცნობა საკმაოდ რთულია, ამიტომ, უპირველესად, გაიხსენეთ, რაზე ფიქრობდით ძილის წინ. იცოდეთ, ზეციურ ძალთა მინიშნებების ამოხსნა გვარიანი თავსატეხია.
- მინიშნება რომ ავხსნათ, სიზმარში ნანახი ციფრი უნდა გვახსოვდეს...
- თუ სიზმარში ციფრებს ხშირად ხედავთ, უნდა დაიმახსოვროთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ, თორემ მნიშვნელოვან მოვლენას გამოტოვებთ, ან სულაც, ბედის საჩუქარს დაკარგავთ. თუ სიზმარში ციფრებს იწერთ, ეს თქვენში მაგიური მონაცემების გაღვიძებაა, მაგრამ, თუ მათ ვიღაცის კარნახით წერთ, - სწორედ ისაა თქვენი მასწავლებელი და გზის გამკვლევი მაგიის სამყაროში. როგორც ცნობილია, ის მოდის მაშინ, როცა მოწაფე ამისთვის მზადაა. თუმცა, ზოგჯერ  სიზმარში ციფრების ჩაწერა, ცხადში ადამიანის პედანტობაზე მიანიშნებს, რაც სერიოზულად გიშლით ხელს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. სიტუაციის დასალაგებლად ეცადეთ, ეს თვისება დროებით მაინც დაივიწყოთ და ახლობელთა რჩევებს ენდოთ. თუ ციფრებს არა მხოლოდ იწერთ, არამედ რაღაც გათვლასაც აკეთებთ, სიზმარი გეუბნებათ, რომ მალე მოგიწევთ, სერიოზულად დაფიქრდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს არჩევანი შეცვლის თქვენს ცხოვრებას და ჯობია, არ აჩქარდეთ: საქმის მცოდნეს ჰკითხოთ რჩევა. მაგრამ, თუ სიზმარში დაწერილ ციფრებს შლით, ეს გაფრთხილებაა, რომ რეალურად, რაც შეიძლება სწრაფად წაშალოთ თქვენი საქციელის კვალი. თუ ადვილად წაშლით ციფრს სიზმარში, საქმე ცხადშიც გაგიიოლდებათ. მაგრამ, თუ მიუხედავად მონდომებისა, ციფრი ბოლომდე მაინც არ წაიშალა, ვერც თქვენ მოახერხებთ არსებული კვალის სრულ ლიკვიდირებას. შეიძლება სიზმარში თვალს ადევნებთ, როგორ იწერს ციფრებს სხვა. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც თქვენს წრეში აღგაფრთოვანებთ ან პირიქით, გშურთ მისი და თუ დაიმახსოვრეთ ვინ შლიდა ციფრებს სიზმარში, სწორედ ამ პიროვნებაზეა ლაპარაკი. ნუ გშურთ მისი მიღწევების, დაიტოვეთ მხოლოდ დადებითი ემოციები და შეინარჩუნეთ მასთან მეგობრობა.
– მაგრამ, თუ ძილში ციფრებს კი არ ვწერთ, არამედ ვისმენთ?
 - თუ ხმა სასიამოვნოა, ეს კარგის ნიშანია, ხოლო თუ - უსიამოვნო, გაფრთხილებაა მოსალოდნელი ნეგატიური მოვლენის შესახებ. გაგონილი რიცხვი კი შეიძლება იყოს: დრო, თარიღი, რაღაცის რაოდენობა ან რაიმე სხვა. არის ვერსია, რომ ციფრები სიზმარში ძლიერი დაღლილობის ნიშანია, რასაც შეუძლია, გავლენა იქონიოს თქვენს საქციელზე: ჩააგდოთ ან გამოტოვოთ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თუ მოვლენა. სიზმარი კი მიგანიშნებთ, რომ, სანამ მნიშვნელოვან საქმეს შეუდგებით, აუცილებელია, თავს დასვენების საშუალება მისცეთ. გადაამოწმეთ ყველა საქმე, რაც სულიერი დაძაბვის დროს შეასრულეთ, რადგან აშკარაა, შეცდომა დაუშვით. დაიმახსოვრეთ ეს მარცხი და მეტად აღარ გაიმეოროთ. გარდა ამისა, ციფრები შეიძლება მომავალი ზენორმატიული სამუშაოს შესახებ გაცნობებთ და თან, გაფრთხილებთ, სიძნელეებისთვის შეემზადოთ. ეცადეთ, ჩამოშორდეთ ყველა საქმეს, რომელიც კი ხელს გიშლით პრობლემის მოგვარებაში.
- სიზმარში ყველა რიცხვს თავისი მნიშვნელობა აქვს?
- დიახ და თან, რამდენიმე ვერსია არსებობს. მოგაწვდით ყველაზე გავრცელებულს. პირველის ჩამონათვალი ასეთია: 1 - საზოგადოების თავშეყრა; 2 - ჭორები;  3 - საქმიანი საუბარი; 4 - მონდომება, რომელიც ფუჭად ჩაივლის; 6  და ყველა დანარჩენი 9-ის ჩათვლით - მოტყუებაა. მეორე ვერსიით: 0 - სიცარიელე, არყოფნა; 1 - მოხერხებულობა და წინსვლა; 2 - გაგება და ბედის მფარველობა; 3 - სიხარული და შემოქმედებითი ენთუზიაზმი; 4 - სტაბილურობა; 5 - ცვლილებები: სერიოზული ცვლილებები ან მხოლოდ ამის სურვილი; 6 - გარდაუვალი არჩევანი ზებუნებრივ ძალთა რჩევის გათვალისწინებით; 7 - ხელმძღვანელობა; 8 - გაწონასწორება და ჰარმონია; 9 - დასრულება; 10 - ახალი ციკლი ან სამუშაო, ძველი შეცდომების გათვალისწინებით; 11 - ძალა, რომელსაც რეალურად გამოავლენთ ან სურვილად დარჩება; 12 - ამტანობა, მოთმინება; 13 - ძველზე უარის თქმა ან რაიმეს ამოშლა ცხოვრებიდან; 14 - ცოდნა; 15 - ზეციურ ძალთა შემწეობა საკუთარი ნების გამოსავლენად; 16 - ზეციურ ძალთა შემწეობა ერთი შეხედვით კატასტროფული სიტუაციის დროსაც კი; 17 - განსხვავების ძიება, შედარება; 18 - სითამამე; 19 - ცხოვრების ძალა ან პირადი ენერგია; 20 - ღირსება და პატივი; 21 - ახალი წამოწყება; 22 - ეგოიზმი; 23 - დესტრუქციული ქმედება, ნგრევა; 24 - შიში; 25 - ცდუნება; 26 - ილუზიები; 27 - წინააღმდეგობა; 28 - ზეციურ ძალთა შემწეობის ბოროტად გამოყენება; 29 - ბოროტება; 30 - მანიპულაცია; 31 - გონებისა და ლოგიკური აზროვნებიდან მომდინარე საფრთხე; 32 - დისჰარმონია; 33 - თავისუფლება.  33-ის ზევით კი ყოველი რიცხვი უმცირეს ნიშნულამდე დაიყვანება, შემადგენელი ციფრების შეკრებით: მაგალითად 352=3+5+2=10.
- თუ სიზმრად ნანახ-მოსმენილი რიცხვი არ დაგვამახსოვრდა?..
- ეს ცუდის ნიშანია - მსხვილმასშტაბიანი ფინანსური პრობლემები გელით, რაც თქვენივე დაუდევრობის ბრალია. ახლო წარსულში სერიოზული შეცდომა დაუშვით, რაც მალევე შეგიქმნით პრობლემებს. დავიწყებული ციფრები ასევე, დაკარგული შესაძლებლობებია ცხოვრებაში. თქვენ გქონდათ შანსი, რაღაც უკეთესობისკენ შეგეცვალათ, მაგრამ არასწორად მოიქეცით. ზებუნებრივი ძალა კი მიგანიშნებდათ ამის შესახებ, მაგრამ ვერ შეამჩნიეთ. სხვა ვერსიით კი, სიზმრისეული ციფრები, რომლებიც არ დაგამახსოვრდათ, პირიქით, სასიამოვნო სიურპრიზია, თუმცა მის მისაღებად გარჯა მოგიწევთ. უფრო სწორად, მოულოდნელ საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, რომელიც მოგებას მოგიტანთ.

скачать dle 11.3