№26 წესრიგში გაქვთ ნერვები?
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ხშირად არ ფეთქდებით და შესაბამისად, არც უსიამოვნო შემთხვევების მონაწილე და მსხვერპლი ხართ თუ მეტისმეტ გაღიზიანებასა და ნერვიულობას ავლენთ? ყველას რომ არ შესწევს სტრესულ სიტუაციაში თვითკონტროლისა და თავშეკავების უნარი – ეს ცხადია. მოცემული ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, რამდენად წესრიგში გაქვთ ნერვები.
პასუხების ვარიანტები:
„ძალიან“ – 0 ქულა;
„არც ისე“ – 1 ქულა;
„არავითარ შემთხვევაში“ – 2 ქულა.
გაღიზიანებთ თუ არა:
1. გაზეთის დაკუჭული გვერდი, რომლის წაკითხვასაც უნდა შეუდგეთ?
2. ახალგაზრდულად, ლამის „თინეიჯერულად“ გამოწყობილი ხანდაზმული ქალბატონი?
3. მოსაუბრის მეტისმეტი სიახლოვე (მაგალითად, ტრანსპორტში პიკის საათის დროს)?
4. ქუჩაში საჯაროდ მწეველი ქალი?
5. როდესაც ვიღაც თქვენი მიმართულებით ახველებს?
6. ვიღაცის ხმამაღალი სიცილ-ხარხარი უადგილო ადგილას?
7. გამუდმებული ჭკუის დარიგება იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა აკეთოთ?
8. როდესაც საყვარელი ადამიანი მუდმივად იგვიანებს?
9. როდესაც კინოსა თუ თეატრში თქვენს წინ მჯდომი წრიალებს და ვერ ისვენებს?
10. როდესაც ცდილობენ, გიამბონ იმ წიგნის სიუჟეტი, რომლის წაკითხვასაც აპირებთ?
11. როდესაც არასაჭირო ნივთებს გჩუქნიან?
12. ვიღაცის ხმამაღალი საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?
13. მეტისმეტად მძაფრი სუნამოს სუნი?
14. როდესაც ვიღაც თქვენ წინ იკვნეტს ფრჩხილებს?
15. ადამიანი, რომელიც მეტისმეტად აქტიური და უადგილო ჟესტიკულაციით გესაუბრებათ?
16. ჟარგონებით ან ბარბარიზმებით მოსაუბრე კოლეგა?
შეაჯამეთ ქულები:
0-დაíნ 8 ქულამდე – არ მიეკუთვნებით მშვიდ და მომთმენ ადამიანთა კატეგორიას. ყველაფერი გაღიზიანებთ, წვრილმანებიც კი! მეტისმეტად ფეთქებადი ხართ, ადვილად კარგავთ წონასწორობას, როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად ურთიერთობებში. თავი ხელში უნდა აიყვანოთ!
9-დან 20 ქულამდე – გაგიმართლათ, რადგან ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც შეუძლია, ყურადღება არ მიაქციოს ბევრ ცხოვრებისეულ უსიამოვნებას და, რაც მთავარია, ტრაგედიად არ აქციოს ყოფითი წვრილმანები. უსიამოვნებებს საკმაოდ ადვილად ივიწყებთ და არ გიძნელდებათ, ადამიანს აპატიოთ.
21-32 ქულა – დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მწყობრიდან გამოყვანა არც ისე ადვილია! ეს კი თქვენს სასიკეთოდ მეტყველებს.