№26 ბროკოლის ოთხდღიანი „მწვანე დიეტა“ და მინუს 3 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ანი რევია
„მწვანე დიეტის“ მთავარ ინგრედიენტში – ბროკოლში ისეთი ნივთიერებები შედის, რომლებიც სწრაფ გახდომას უწყობს ხელს. მთავარია, არ დაარღვიოთ კვების რეჟიმი, შუალედებში სვით წყალი და თუ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მიირთვით 1 ჭიქა დაბალკალორიული კეფირი.
პირველი დღე
საუზმე: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი:100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 200 გრამი ქათმის ფილე.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, უშაქრო მწვანე ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა მწვანე ვაშლის ან ანანასის წვენი.
სადილი: 1 ცალი კიტრი, 150 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა ახლადგამოწურული მწვანე ვაშლის ან ალუბლის წვენი.
ვახშამი: 200 გრამი ზეითუნის ზეთში მოშუშული ბროკოლი, 1 ჭიქა მინერალური წყალი.
მესამე დღე
საუზმე: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 100 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ცალი კიტრი და 1 ცალი მწვანე ვაშლი.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ცოცხალი, დაჭრილი მწვანილით, პიტნის უშაქრო ჩაი.
მეოთხე დღე
საუზმე: 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ცალი კიტრი.
ვახშამი: 200 გრამი ორთქლზე დამზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა პიტნის უშაქრო ჩაი.