კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ ჩაუყარა საფუძველი სტალინმა ვიეტნამის თავისუფლებას 30 წლით ადრე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ ბესარიონის ძე სტალინი რომ სინამდვილეში მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის აღიარებული ლიდერი იყო, ისიც მეტყველებს, რომ მან ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციან წლებში ჩაუყარა საფუძველი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ კი – ვიეტნამში და ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ამ შორეული ქვეყნის პატრიოტებს. ისტორიის დოქტორი იულია სოკოლოვა წერს: „ვიეტნამის აღიარებული ლიდერი, მათი ბელადი ხო ში მინი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მომავალი ლიდერები, იოსებ სტალინის მიერაა დამოძღვრილი. სწორედ საბჭოთა ბელადმა გაუკვალა გზა ახალგაზრდა ვიეტნამელ პატრიოტს დიდ პოლიტიკაში.
  ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „კომინტერნის აქტივისტი, 33 წლის ხო ში მინი 1923 წელს მოსკოვში პირველად ჩამოვიდა და კომინტერნში დაიწყო მუშაობა. იმ წლებში მთელი ინდოჩინეთი (მათ შორის ვიეტნამიც) საფრანგეთის კოლონია იყო. ხო ში მინი კი – საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი. ვიეტნამელი საკმაოდ ჭკვიანი, განათლებული და რაც მთავარია, იდეური ადამიანი იყო. ის ლენინიზმით იყო შეპყრობილი და ძალიან უნდოდა  ილიჩის ნახვა და გაცნობა. თუმცა, იმ პერიოდში ლენინი მძიმედ ავადმყოფობდა და ეს ვერ მოხერხდა. ხო ში მინისთვის  ლენინის გარდაცვალება დიდი ტრაგედია იყო და როდესაც წითელ მოედანზე ლენინის დაკრძალვის (მავზოლეუმში დასვენების) ცერემონია მიმდინარეობდა, ხო ში მინი ცხარე ცრემლებით დასტიროდა ლენინს. იმ პერიოდში მოსკოვში კომინტერნის უამრავი წევრი იმყოფებოდა და მუშაობდა და ნიშანდობლივია, რომ სტალინი ყველა მათგანს კარგად იცნობდა. ზოგიერთს – პირადად, დანარჩენებს კი – საბუთებით. შორიდან იცნობდა სტალინი ხო ში მინსაც და 1924 წლის 2 თებერვალს, ლენინის დაკრძალვიდან (მავზოლეუმში დასვენებიდან) სულ რამდენიმე დღის შემდეგ სტალინმა მიხმო (მე მაშინ სტალინის პირადი მდივანი ვიყავი) და მითხრა:
– ერთი ის აზიელი კომინტერნელი მომიძებნე და მომიყვანე.
მე ვერ მივხვდი ვის გულისხმობდა სტალინი და ვკითხე:
– კობა, ვინ კომინტერნელი აზიელი?
– ილიჩის დაკრძალვაზე რომ ცხარე ცრემლით ტიროდა, – მითხრა სტალინმა.
ლენინის დაკრძალვაზე ბევრი ადამიანი ტიროდა ცხარე ცრემლით. მათ შორის აზიელიც და მეც ვტიროდი. ამიტომ სხვებს არ დავკვირვებივარ და სტალინს ვუთხარი:
–  არ შემიმჩნევია, კობა. მე თვითონაც ვტიროდი.
– მართალი ხარ, – დამიდასტურა სტალინმა და დაამატა – ვიეტნამელი ხო ში მინი, საფრანგეთის კომპარტიიდანაა.
მე კომინტერნს დავუკავშირდი და გავარკვიე, რომ ხო ში მინი ძველ არბატზე ქირაობდა ბინას. შემდგომ პირადად ვესტუმრე სახლში და სტალინის მიწვევა გადავეცი. ხო ში მინი მშვენივრად მეტყველებდა რუსულ ენაზე. ჩემი სიტყვები მშვიდად მოისმინა და მკითხა:
– როდის უნდა გამოვცხადდე ამხანაგ სტალინთან?
– ხვალ დილით, ათ საათზე თქვენს სახელზე საშვი იქნება გამოწერილი და გელოდებით, – ვუთხარი ხო ში მინს. შემდეგ ხელი ჩამოვართვი და წავედი.
ვიეტნამელი ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა კრემლში. სტალინთან პირადად მე შევიყვანე და ისინი პირისპირ დავტოვე. მათი საუბარი სამ საათს გაგრძელდა და სტალინისგან გამოსულ ხო ში მინს რომ დავაკვირდი, მის სახეზე დიდი აღფრთოვანება ამოვიკითხე. და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან არა მხოლოდ სტალინთან პირველად შეხვედრილი უცხოელები, არამედ სტალინის დიდი ხნის ნაცნობებიც კი ასეთი სახით გამოდიოდნენ მისგან – სტალინი ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ხოლმე...“
სტალინთან შეხვედრის შემდეგ ხო ში მინი თითქმის 2 წლის განმავლობაში კომინტერნის სპეციალური სკოლის სტუდენტი გახდა. სინამდვილეში, ეს სკოლა მაღალი კლასის მზვერავებს ამზადებდა, მათ შორის ზოგს იმ მიზნით, რომ შემდეგ ეს ხალხი თავიანთი ქვეყნების ლიდერები გახდებოდნენ და საბჭოთა კავშირის დახმარებით ხელისუფლების სათავეში მოვიდოდნენ. ეს სკოლა ჰქონდათ დამთავრებული ბულგარელ გიორგი დიმიტროვს, ალბანელ ენვერ ხოჯას, იუგოსლაველ იოსიპ ბროზ ტიტოს, გერმანელ ერიხ ჰონეკერს, უნგრელ იანოშ კადარსა და თითქმის ყველა სოციალისტური ქვეყნის ლიდერს.
1924 წლის მიწურულს ხო ში მინი, სტალინის რეკომენდაციით, ჩინეთში გაემგზავრა და ადგილობრივ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება. აქვე გაიცნო და დაუახლოვდა ჩინეთის მომავალ ბელადს მაო ძედუნს. ჩინეთში ხო ში მინმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო, როგორც პარტიზანული, ასევე პოლიტიკური ბრძოლის. დროგამოშვებით კი ხო შიმინი მოსკოვში ჩადიოდა, სტალინს ხვდებოდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და მის მეზობელ რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ იღებდა ამომწურავ ინფორმაციებს. სტალინის დავალებით, ხო ში მინმა ვიეტნამის დამოუკიდებელი კომუნისტური პარტია ჩამოაყალიბა, ამასთანათვე შექმნა არალეგალური იატაკქვეშა ორგანიზაცია, სახელწოდებით – „ვიეტნამი“, რომელიც იაპონელ ოკუპანიტებსა და ფრანგ კოლონიზატორებს ებრძოდა. ამ მოძრაობას კი სტალინის ბრძანებით საბჭოეთი აფინანსებდა. 1945 წლის აგვისტოში, სტალინთან ფარული შეხვედრის შემდეგ ხო ში მინი სამშობლოში დაბრუნდა. რევოლუცია მოაწყო და ჩრდილოეთ ვიეტნამს ჩაუდგა სათავეში.
ხო ში მინი თავის დღიურებში წერდა: „1924 წლის იანვრის ყინვიან დღეს ცხარე ცრემლებით დავტიროდი ლენინს და ყველა იმედი მქონდა გადაწურული, რომ ინდოჩინეთში თავისუფლების მოპოვებაში ვინმე დაგვეხმარებოდა. თუმცა, სულ მალე გამოჩნდა ადამიანი, მიწიერი ღმერთი, რომელმაც ჩვენი ოცნებები რეალობად აქცია და ამ კაცის სახელია სტალინი!“
1953 წლის მარტში ხო ში მინი უკვე სტალინის ცხედარს დასტიროდა ცხარე ცრემლებით“.

скачать dle 11.3