კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ მოვიქცეთ უძილობისას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  უძილობა პლანეტის მცხოვრებთათვის უკვე კარგად ნაცნობი პრობლემაა. მშფოთვარე ფიქრები და მომავალი დღის გეგმები – ის არასასიამოვნო ფაქტორებია, რომლებიც ნებისმიერს დაუფრთხობს ტკბილ ძილს. კონკრეტულად კი, უძილობა შეიძლება, იყოს გამოწვეული როგორც გარემო ფაქტორებით, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ და მის ზედმეტ აღგზნებას იწვევენ, ისე თავად ორგანიზმში მიმდინარე პროცესებით – სხვადასხვა დაავადებითა და ამ დროს განვითარებული ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებით. უძილობას, ასევე, იწვევს გადაღლა, ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა, ხმაური, სინათლე, სიცხე, სიცივე, უჟანგბადობა, მძაფრი სუნები, თამბაქოს კვამლი, ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ასტიმულირებენ ნერვულ სისტემას, მაგალითად – ენერგეტიკული სასმელები, ყავა (ყველაფერი, რაც შეიცავს კოფეინს), ნიკოტინი, რომელსაც შეიცავს თამბაქოს ბოლი, მაშინაც კი გვიშლის დაძინებაში ხელს, როცა პასიური მწეველები ვართ; ცვლილებები ცხოვრების სტილში: მოგზაურობა, ოჯახური მდგომარეობის შეცვლა, რეჟიმის დარღვევა, ზოგი სამედინიცო პრეპარატის მიღება (მაგალითად, ციტრამონი შეიცავს კოფეინს, რომელიც აღაგზნებს ნერვულ სისტემას), ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა.
  მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი – იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა დროს, არეულად დაიძინოთ, შეიმუშავეთ საკუთარი განრიგი, ყური დაუგდეთ თქვენს ბიოლოგიურ საათს, ის ბევრ მინიშნებას მოგცემთ.
  უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებსა და საკვებზე, აგრეთვე, მოერიდეთ ძილის წინ ჭამას, რადგან ეს ორგანიზმს აიძულებს, ენერგია, დაძინების ნაცვლად, საკვების გადამუშავებაზე მიმართოს.
  გამორთეთ ციფრული მოწყობილობები, მობილური ტელეფონები, ლეპტოპები თუ ტელევიზორები, ნათების სპექტრის გამო ისინი აუცილებლად შეგიშლიან ხელს დაძინებაში. დაძინებამდე ღრმად ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, დაეხმარეთ თქვენს ტვინს ჟანგბადის მიწოდებაში, სასურველია, თბილი შხაპის მიღება და ფინჯანი თბილი რძის ან მწვანე ჩაის დალევა.
  ძილის უკმარისობას ადამიანზე მთელი რიგი უარყოფითი გავლენების მოხდენა შეუძლია, აქვეითებს კოორდინაციისა და რეაგირების უნარს და ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. არასაკმარისმა ძილმა შეიძლება, გამოიწვიოს გადაღლილობა, უხასიათობა და გაღიზიანება, დეპრესიის რისკი, მეხსიერების, დასწავლის, კონცენტრაციის პრობლემები, გადაწყვეტილების მიღების უნარის შესუსტება, კანის დაბერება, იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი ინფექციები, გაცივება, წონაში მატება ან პირიქით – კლება, ჰალუცინაციები, მოტორული უნარების დაზიანება, ისეთი სერიოზული დაავადებების რისკი, როგორიცაა: დიაბეტი, მაღალი წნევა, გულის პათოლოგიები.
  დაძინებაში დაგეხმარებათ მშვიდი და მონოტონური სიმღერები. შეგიძლიათ, ჩართოთ მშვიდი მუსიკა დაბალ ხმაზე. ქალები ხშირად სპორტული ტრანსლაციების დროს იძინებენ. არ დალიოთ ძილის წამალი. თითქმის ყველა საძილე საშუალება იწვევს შეჩვევას, მათ გარეშე თქვენ, უბრალოდ, ვეღარ შეძლებთ დაძინებას. ამასთან, ადამიანი თავს ნახევარი დღე შეუძლოდ და უძილოდ გრძნობს. დალიეთ ძილის წამალი მხოლოდ ექიმის დანიშვნულებით, თანაც, იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა საშუალება ვერაფრით გშველით.
  ბანანი ტკბილი ნაყოფია, რომელიც ხასიათდება კალიუმისა და მაგნიუმის მნიშვნელოვანი რაოდენობით, ეს ორი ძირითადი მინერალია, რომელიც აუმჯობესებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯამრთელობას. ზომიერი რაოდენობით, ის ეხმარება ადამიანს თავიდან აიცილოს ჰიპერტენზია, ებრძვის სითხის შეკავებას და ამცირებს ანთებით დაავადებებს. ძილის დროს  კი რელაქსაციას იწვევს.
  დარიჩინი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ევგენოლს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური და ანტიოქსიდანტური მოქმედება. მისი ზომიერი მიღება ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლირებას, როგორც ჩანს, ეფექტურად მოქმედებს გლუკოზის მეტაბოლიზმის პროცესზე. ამდენად, დარიჩინი ამცირებს შფოთვასა და ნერვიულობას – უძილობის გამომწვევ ამ ორ ემოციურ არეულობას.
скачать dle 11.3