კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რა უნდა გაითვალისწინოთ მოწამვლის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ზაფხულის დადგომისთანავე საგრძნობლად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების – საკვებისმიერი და წყლისმიერი ინტოქსიკაციების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, სწორედ, ზაფხულის სეზონზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებული შემთხვევების 50 პროცენტზე მეტი, რისი მიზეზიც, უმეტესად, დაავადების გამომწვევი მიკრობების გარემოს მაღალ ტემპერატურაზე ცხოველმყოფელობის გაძლიერებაა.
  ყველაზე მეტად გავრცელებულია საკვებით – ძველი პროდუქტებით, უხარისხო სასმლით, შხამიანი სოკოთი  –  მოწამვლა. შედეგები სხვადასხვაგვარი შეიძლება, იყოს – მსუბუქი დისკომფორტით დაწყებული, ინვალიდობითა და სიკვდილით დამთავრებული (უპირატესად – ბოტულიზმისა და მეთილის სპირტით მოწამვლის შემთხვევაში).
  უქეიფობის პირველი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვების ან სასმლის მიღებიდან 5-6 ან 12-14 საათის შემდეგ. ისინი ყველასთვის ნაცნობია: ღებინება, ფაღარათი, ძლიერი საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში.
ვიქცევით ასე:
  დალიეთ 5-6 ჩაის ჭიქა გადადუღებული თბილი წყალი, შემდეგ ენის ძირზე ზეწოლით შეეცადეთ, გამოიწვიოთ ღებინება. ეს პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ. შემდეგ მოამზადეთ ნარევი ასეთი პროპორციით: 1 აბი აქტივირებული ნახშირი მეოთხედ ჩაის ჭიქა გადადუღებულ თბილ წყალზე და მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ. იმავდროულად, ეცადეთ, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე: ჩაი, წყალი, გვირილის ნაყენი. ამით აღადგენთ ორგანიზმის წყალმარილოვან ბალანსს. სვით ნელა, პატარა ყლუპებით, თორემ თავს ისევ ცუდად იგრძნობთ. მოწამვლის პირველ დღეს ჯობია, არაფერი ჭამოთ, მომდევნო რამდენიმე დღეს, ეცადეთ, დამზოგველი დიეტა დაიცვათ. რაციონიდან ამოიღეთ კონსერვები, შოკოლადი, გაზიანი სასმელი, ცხარე, ცხიმიანი, მლაშე, შემწვარი პროდუქტი. უპირატესობა მიანიჭეთ წყალზე დამზადებულ ფაფებს, მოხარშულ ბოსტნეულს, მოხარშულ უცხიმო ხორცს, თევზს, კისელს. წამლები საჭირო არ არის – ორგანიზმი თავად გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს.
 მედიკამენტებით უმეტესად პატარა ბავშვები იწამლებიან, რომლებსაც ძალიან მოსწონთ კანფეტის მსგავსი ფერადი ბურთულები, მაგრამ ტაბლეტებით შესაძლოა, უფროსებიც მოიწამლონ, როდესაც წამალს ექიმის დანიშნულების გარეშე იღებენ ან თვითნებურად ზრდიან მის დოზას. ყველაზე მეტად გავრცელებულია საძილე და დამამშვიდებელი საშუალებებით მოწამვლა. დამახასიათებელი ნიშნებია: ძილიანობა, მოთენთილობა, მოძრაობის შენელება და კოორდინაციის დარღვევა. მსუბუქი ზედოზირების შემთხვევაში სიმპტომები რამდენიმე საათში ქრება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებებით მოწამვლისას აღინიშნება გულის რიტმის დარღვევა, ზოგჯერ – გულის გაჩერებაც კი, ამიტომ ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი. ასეთი მოწამვლის ტიპურ ნიშნად მიიჩნევენ გუგების გაფართოებას ან შევიწროებას. სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მოწამვლას შესაძლოა, დაერთოს თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანება. აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მანამდე დალიეთ 3-4 ჭიქა წყალი და გამოიწვიეთ ღებინება. კუჭის ამორეცხვა საჭიროა 2-3-ჯერ. მოძრაობის კოორდინაციის დარღვევისას ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა დავაწვინოთ. თუ მან უცებ დაკარგა გონება, თავი გვერდზე უნდა გადავუწიოთ, რათა პირნაღები მასა სასუნთქ გზებში არ გადასცდეს.

скачать dle 11.3