კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ხანდახან უგულისყუროდ ვლოცულობ და მეტანიასაც მექანიკურად ვასრულებ. შეისმენს უფალი ასეთ ლოცვას?
პასუხი: ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, მთავარი მეტანია და ლოცვა კი არ არის, არამედ უფლის წინაშე გონებისა და გულის ამაღლებაა. შესაძლოა, ყველა ლოცვა წაიკითხო და მეტანიებიც შეასრულო, მაგრამ უფალი არ გახსოვდეს ან ყველაფერი დაფანტული აზრით გააკეთო. ამიტომ ლოცვა რომ ცოდვად არ გვექცეს, ჩვენი ლოცვა უნდა იყოს გულწრფელი.
კითხვა: რამდენნაირი ჯვარი არსებობს და რომელი ჯვარი უნდა ჰქონდეს ქართველ მართლმადიდებელს?
პასუხი: უფლის ჯვარცმის შემდეგ ქრისტიანებმა შექმნეს რამდენიმე ფორმის ჯვარი – ზოგზე მაცხოვარია გამოსახული, ზოგიერთზე კი – არა. ასევე, არსებობს ანდრია პირველწოდებულის სახელობის X-ის ფორმის ჯვარი. ცნობილია, პეტრე მოციქულის გადაბრუნებული ჯვარიც, ამას კი თავისი ისტორია აქვს – პეტრე მოციქულმა თავი არ მიიჩნია ღირსად, ჯვარზე ისეთივე წესით გაეკრათ, როგორც იესო ქრისტე და ამიტომ ჯვარი ამოაბრუნეს და ისე აწამეს. ყოველმა მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ჯვარზე ილოცებს, მთავარია, მას მართლმადიდებლური ეკლესია კანონიკურად აღიარებდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი გეპარებათ, ესა თუ ის ჯვარი მართლმადიდებლურია თუ არა, უნდა მიმართოთ მოძღვარს.
კითხვა: ვიცი, რომ განქორწინება ცოდვაა, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ მისი მეუღლე უღირსად იქცევა და მასთან ცხოვრება გაუსაძლისია?
პასუხი: მეუღლის უღირსი საქციელი ქრისტიანისთვის აღიქმება, როგორც სატარებელი ჯვარი. ჯვრისწერის დროს მეუღლეები ერთმანეთს აძლევენ სიყვარულის ფიცს და ერთმანეთის გვერდში დგომის პირობას არა მხოლოდ ბედნიერების დროს, არამედ მძიმე წუთებშიც. მეუღლეებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ დაეხმარონ და გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს. ამიტომ ყველა ქრისტიანს მოეთხოვება, ილოცოს თავისი მეორე ნახევრისთვის, შეინარჩუნოს სიმშვიდე, რათა არ მოხდეს უკიდურესი რამ – ოჯახის დანგრევა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ორი ადამიანის – მეუღლეების ერთად ყოფნა უფრო დიდ ცოდვებში აგდებს ორივეს, ამიტომ ასეთ დროს ისინი მიმართავენ ეკლესიას, ჯვრის ახსნის თხოვნით.
კითხვა: ვარ მორწმუნე ქრისტიანი, ვცდილობ, დავიცვა ყველა წესი: ვილოცო, ვიმარხულო, ვიარო ტაძარში, ვაკეთო სიკეთე. დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემი შვილიც მორწმუნე ყოფილიყო. პატარაობიდან დამყავდა ტაძარში, ვაზიარებდი, ვასწრებდი წირვა-ლოცვაზე, ვესაუბრებოდი ქრისტიანობაზე. აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ის უკვე მოზარდია და ვატყობ, ბოლო პერიოდში გული აიცრუა ეკლესიაზე, თან ხათრს ვერ მიტეხს, მაგრამ ვამჩნევ, მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებს ყველაფერს. როგორ გავუმკლავდე ამ განსაცდელს?
პასუხი: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და განაგრძეთ ეკლესიური ცხოვრება. რადგან აღნიშნეთ, რომ თქვენს შვილს ისეთი ასაკი აქვს, მის პიროვნებაში მიდის ცვლილებები, ეს ბუნებრივია. ილოცეთ მისთვის გაძლიერებულად, რომ გადალახოს ეს განსაცდელი და დაუბრუნდეს უფლის წიაღს. ღმერთი შეისმენს თქვენს თხოვნას.


скачать dle 11.3