კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 მამაკაცის რომელი ქცევა შეიძლება, იყოს ღალატზე უარესი და რა არ უნდა აპატიოს მას ქალმა

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  წყვილის ურთიერთობა საკმაოდ რთულია, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს. იმის მიუხედავად, რომ ქალს და მამაკაცს წლების განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი, როგორც კი ცხოვრებას ერთ სივრცეში იწყებენ, ხშირად მათ შორის ურთიერთობა სხვა ფაზაში გადადის. საქმე ისაა, რომ მანამდე ისინი ერთმანეთს რამდენიმე საათით ხვდებოდნენ, თავიანთი უარყოფითი თვისებების შენიღბვას ადვილად ახერხებდნენ, რადგანაც მხოლოდ იმაზე იყვნენ ორიენტირებული, როგორ მოეწონებინათ ერთმანეთისთვის თავი. ასეთ დროს ხომ ადამიანები, თავისდაუნებურად, მოტივირებულები არიან, დადებითი ემოცია და ენერგია გამოხატონ. მოკლედ, პირველ ეტაპზე ეს ეფექტურად გამოსდით, მაგრამ, როგორც კი ერთობლივ თანაცხოვრებას იწყებენ, მაშინ უკვე თავს იჩენს ერთმანეთთან შეუთავსებლობა თუ შეთავსება. ელემენტარული, ყოფითი უნარები, ნებისმიერი რამ (კვების მანერით დაწყებული, ჰიგიენით დასრულებული) შესაძლოა, „განხეთქილების ვაშლი“ აღმოჩნდეს. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია მათი შემდგომი მყარი ურთიერთობებისთვის.
  მარიკა (35 წლის): დიდხანს ვიფიქრე, მესაუბრა, თუ არა საჯაროდ ასეთ ინტიმურ თემებზე. ბოლოს გადავწყვიტე, რომ აუცილებელია. იმიტომ, რომ მე მარტო არ ვარ. ბევრი  ქალია ჩემს მდგომარეობაში. ჩვენ არასწორად ვუყურებთ მოვლენებს და ვფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ურთიერთობაში ღალატია.
– არ არის ღალატი პრობლემა?
– როგორ არ არის. მაგრამ მხოლოდ ღალატის გამო ურთიერთობის დანგრევა დიდი შეცდომაა.  მამაკაცს შეიძლება, ძალიან უყვარდე, ქვეყანას ერჩივნო, არავინ უნდოდეს შენ გარდა და მაინც გიღალატოს.
– ასეთი რაღაც როგორ წარმოგიდგენიათ.
– როგორ და გეტყვით. ჩვენი, ქალების შეცდომა სწორედ ისაა, რომ არ ვიცით, რა უნდა ვაპატიოთ კაცს და რა არა. გაცილებით ცუდ საქციელს ისე ვიღებთ და ვატარებთ, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია და უნებლიეთ დაშვებულ შედომაზე ქვეყანას ვანგრევთ.
– ანუ, ღალატია უნებლიეთ დაშვებული შეცდომა?
– ზოგჯერ – კი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ საზოგადოებაში უაზროდ გავრცელებულ და გამყარებულ აზრს, რომ ღალატი ყველაზე საშინელი რაღაცაა, რაც შეიძლება, კაცმა გაკადროს. ზოგადად,  ქალები სწორედ შეურაცხმყოფელ საქციელს უთმენენ ქმარს და ღალატზე ჭედავენ, კარგად  რომ დაფიქრდე, სრული აბსურდია.  ამ ყველაფერზე სერიოზული არგუმენტები მაქვს. ზერელედ და ზედაპირულად არ ვლაპარაკობ. მაგალითებსაც მოგიყვანთ.  ღალატზე გაცილებით უარესია,  როცა თქვენ ზურგს უკან მიწერ-მოწერა აქვს სხვა ქალებთან და როდესაც გაუგებთ, დაბეჯითებით უარყოფს. ამას ცოლების უმრავლესობა „ატარებს“. არ ვამბობ, რომ არ ნერვიულობენ, მაგრამ სკანდალს არ აწყობენ და ფიქრობენ, რომ ღალატთან შედარებით ეს არაფერია. სინამდვილეში, ესაა კატასტროფულად დამანგრეველი ურთიერთობისთვის.
– ამაში მეც დაგეთანხმებით. მიწერ-მოწერიდან იწყება ურთიერთობის ნგრევა... ესეც ღალატია.
– ეს უფრო ღალატია, ვიდრე ერთხელ შემთხვევითი სიახლოვე. ალბათ, არ დამეთანხმებით, მაგრამ ღალატი არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცი პატივს არ გცემთ ან არ უყვარხართ. სამაგიეროდ, უნდა დაფიქრდეთ, რეალურად რა დამოკიდებულება აქვს მას თქვენ მიმართ. როცა პატივს არ სცემს თქვენს სამსახურს, კარიერას, ჰობის და ასე შემდეგ, არასერიოზულად გიყურებთ და ირონიულია, როცა რამე საქმეს ხელს ჰკიდებთ, უნდა შეშფოთდეთ. როცა საყვარელი მამაკაცი საკუთარ წარუმატებლობებს თქვენ გაბრალებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მეორე ნახევარი არასაკმარისად მოწიფულია, რომ პასუხი აგოს საკუთარ საქციელზე. ყოველთვის თქვენ დაგადანაშაულებთ და განტევების ვაცად ეყოლებით. მე მქონდა მეუღლესთან პრობლემები. ვიცი, რომ ასეთივე რაღაც ხდება სხვა წყვილებთანაც. თუმცა, იშვიათად ლაპარაკობენ. რეალურად, სწორედ, ამ ყველაფერზე თვალების დახუჭვას მივყავართ კატასტროფამდე. თუ თქვენს საყვარელ მამაკაცს უხეში და უპატივცემულო დამოკიდებულება აქვს თქვენი მეგობრებისა და ახლობლების მიმართ, უნდა მიხვდეთ, რომ არაფრად უღირხართ. ეს აუცილებლად გააჩენს დაძაბულობას ურთიერთობებში. როცა გაიძულებთ, აკეთოთ ის, რაც თქვენ არ მოგწონთ, ესე იგი, პატივს არ გცემთ. კიდევ ბევრი დასკვნა გავაკეთე. ცოლები იშვიათად უღრმავდებიან ამ ნიუანსებს. დაუჩემებიათ, რომ ღალატია მხოლოდ  შეურაცხმყოფელი და ურთიერთობის დამღუპველი.  რატომ არ აწუხებთ ცოლებს, რომ ქმარი მათ იყენებთ. ცოლი არც მისი მოსამსახურეა, არც მისი დედიკო, არც მისი საკრედიტო ბარათი და არც პირადი მოახლე. ახლა იტყვიან, რა სისულელეებს ლაპარაკობსო, მაგრამ პრობლემაც სწორედ ესაა. უნდა დაფიქრდე – როცა გულს გტკენს შენც და სხვა ადამიანებსაც, ფიზიკურ ტკივილს აყენებს ცხოველებს – თუნდაც, ერთხელ სცემა უპატრონო კატას – ეს მისი არაადამიანობის მაჩვენებელია. ქმარში ამ ტიპის სისასტიკე უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ  ხვალ თქვენც ზუსტად ასე მოგექცევათ. შეიძლება, მერე ბოდიში მოიხადოს, მაგრამ  უნდა დაფიქრდეთ – ღირს პატიება? ღალატის პატიება უფრო ადვილად შეიძლება, ვიდრე ძალადობის.
– კიდევ რისი პატიება არ შეიძლება?
– მე კი გეტყვით, მაგრამ  ბევრისთვის ეს ყველაფერი საერთოდ არ არის პრობლემა, მაგალითად, თუ ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან სხვა ნივთიერებებს და ვერ ხვდება, რომ ამ ჩვევას უნდა ებრძოლოს, ეს ტაბუა ურთიერთობებისთვის. როცა გატყუებთ, თუნდაც წვრილმანებში, უნდა გაიაზროთ, რომ ცრუპენტელობიდან დიდ ტყუილამდე ნახევარი ნაბიჯია. სერიოზული პრობლემაა, როცა არ გენდობათ, როცა კითხულობს თქვენს პირად შეტყობინებებს, ცდილობს, ყველაფერი გააკონტროლოს. ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა. კიდევ  – როცა გამცირებთ, განსაკუთრებით სხვების წინაშე. შეიძლება, ეს ვითომ ხუმრობის სახით გააკეთოს, მაგრამ არ არის საპატიებელი. როცა იგნორირებას უკეთებს თქვენს პრობლემებს, ყველაფერს, რაც გაწუხებთ და უკვე ზუსტად ხვდებით, მისი იმედი არ უნდა გქონდეთ; როცა მხარში არ გიდგათ, როცა ის თქვენზე მაღლა აყენებს რაღაცას ან ვიღაცას. არასოდეს გიცავთ თავისი ნათესავების, სხვა ადამიანების  შემოტევებისგან. როცა მუდმივად გახსენებთ წარსულს ან რაღაც შეცდომას. მან ეს ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენოს, როდესაც ცუდად ხართ, არ უნდა გაიძულოთ, თავი უარესად იგრძნოთ. ქმარი ხომ თქვენი საყრდენი უნდა იყოს. მოკლედ, ნამდვილად ღირს ამ ყველაფერზე დაფიქრება.

скачать dle 11.3