კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ დახვრიტეს დიმიტრი შევარდნაძე და როგორ უნდოდა მას გარდაცვალების შემდეგ მთელ ოჯახს ერთად განესვენა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „... საქმით გატაცებულს საკუთარი თავი არ ახსოვდა ხოლმე. უბრალო და შავი საქმის კეთებას არ თაკილობდა. ჩაცმასაც ყურადღებას არ აქცევდა...“ – ასე იგონებდა გიორგი ერისთავი დიმიტრი შევარდნაძეს, რომლის ძალისხმევითაც 1920 წელს თბილისში საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა დაარსდა. დეკრეტსა და დებულებას ხელს ექვთიმე თაყაიშვილი და ნოე ჟორდანია აწერდნენ... გალერეის შტატები შეზღუდული იყო: დირექტორი დიმიტრი შევარდნაძე, მისი მდივანი გიორგი ნათიბაძე, იქვე მუშაობს მეეზოვე იარალოვი, დარაჯი და ამავე დროს, სადურგლო სამუშაოების მწარმოებელი, ხეზე კვეთის ოსტატი კოტე ბოტკოველი. მალე გალერეის ფონდების მუდმივი მეთვალყურეობის მიზნით, დიმიტრი სამხატვრო გალერეის სარდაფში იდებს ბინას. ეხმარება მეეზოვეს და იმავდროულად, დურგალსაც.
    ... დიმიტრი შევარდნაძე გურიის სოფელ ბახვში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა და-ძმა – მიხეილი და ნინო. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჭიათურის მარგანეცის გადამამუშავებელი შავი ქვის საბჭოს მეურვეობითა და ფინანსური მხარდაჭერით საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა. მცირე ხანს ძმასთან ცხოვრობდა ციურიხში. 1907-1912 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. საქართველოში დანიშნული სტიპენდია კი ჰქონდა, მაგრამ დამატებითი შემოსავალიც იყო საჭირო. რადგან დიმიტრის თანხები არ ჰყოფნიდა ატელიეს, მოდელის, საღებავების და სხვა ხარჯების დასაფარად, ამიტომ იგი ერთ-ერთ ფოტოატელიეს ფოტოგრაფთან რეტუშორად მუშაობდა და მალე თავადაც მიჰყო ხელი ფოტოსაქმეს. პარალელურად, დიმიტრი აქტიურად თანამშრომლობს იმ დროის ჟურნალ-გაზეთებთან, რომლებისთვისაც სხვადასხვა სახის ნახატებსა და კარიკატურებს ასრულებს (ავტორი – ა. კალანდაძე). მიუნხენში სწავლისას დიმიტრის აკაკი წერეთლის პორტრეტი დაუხატავს. 1915 წლის თებერვალში, როცა აკაკი წერეთელი მთაწმინდაზე დაკრძალეს, დამკრძალავი საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრის, პაოლო იაშვილის თხოვნით, დიმიტრი შევარდნაძეს მეორედ დაუხატავს მწერლის პორტრეტი და მინდვრის ყვავილებით მხატვრულად გაუფორმებია აკაკის ნეშტის საჩხერიდან თბილისში გადმოსასვენებელი საგანგებოდ გამოყოფილი მატარებლის ვაგონი. ასევე, მის მიერ იყო შესრულებული ცხედრის თავთან მოთავსებული მარიამ ღვთისმშობლის ფერწერული გამოსახულება მეთორმეტე საუკუნის ჭედური ხატის მიხედვით. დიმიტრი შევარდნაძე 1916 წელს საქართველოში დაბრუნდა და ამ დროიდან საქართველოში ყველა კულტურული მოვლენის მოთავე თუ არა, მონაწილე მაინც იყო... ფერმწერი კინოს მხატვარიც გახლდათ. სწორედ ის იყო ალექსანდრე წუწუნავას პირველი ქართული მხატვრული სურათის „ქრისტინეს“ და სხვა ფილმების მხატვარი. ის, ასევე, აფორმებდა სპექტაკლებს და კოსტიუმის ესკიზებსაც ქმნიდა. დიმიტრი შევარდნაძემ ივანე ჯავახიშვილის დაკვეთით შეასრულა ახალგახსნილი ქართული უნივერსიტეტისათვის ბეჭდისა და გერბის ესკიზები. ასევე, იყო ავტორი ეროვნული ფულის ნიშნების საფოსტო ესკიზებისა. დიდი მუშაობა გასწია თბილისის სამხატვრო აკადემიის გახსნაშიც. შევარდნაძეს ფიროსმანი მიაჩნდა ეროვნულ მხატვრად, რომელსაც ყველაზე მეტად ჰქონდა შენარჩუნებული კავშირი ძველი ქართული კედლის მხატვრობასთან. 1916 წელს მან ფიროსმანის ერთდღიანი გამოფენაც მოაწყო. მიუხედავად სურვილისა, ვერ შეძლო გამოფენის გატანა საზღვარგარეთ. მოგვიანებით შევარდნაძემ სამხატვრო გალერეას გადასცა სხვადასხვა დროს შეძენილი ფიროსმანის
11 სურათი, რომლებიც მისი დამსახურებით, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად იქცა... გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ დიმიტრი თავის მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ვაკეში, ღუნიბის, შემდეგში ვასილ ბარნოვის ქუჩის ¹23-ში ცხოვრობდა. მხატვრის საცხოვრებელ გარემოს ტიციან ტაბიძის მეუღლე, ნინო ასე აღწერდა: „... დიტო უცნაურად, ლამაზად და არაჩვეულებრივად ცხოვრობდა. ეწვეოდით თუ არა ბარნოვის ქუჩაზე, მაშინვე სახლის სახურავზე მიგიპატიჟებდა, სადაც შეზლონგები იდგა, შავ ყავას მოგართმევდათ და იწყებოდა საუბარი სურათებსა და ახალ ლექსებზე... დიტოს ბინა პატარა მუზეუმს ჰგავდა, იქიდან ყველა.“ მასპინძელზე შეყვარებული გამოდიოდა. მიუნხენიდან დაბრუნებული დიმიტრი შევარდნაძე, დაახლოებით, ერთ-ორ წელიწადში ქეთევან მაღალაშვილს ხვდება. ქალი ახალი ჩამოსულია მოსკოვიდან, ის რუსეთის დედაქალაქში სასწავლებლად იყო წასული. მხატვრები დაახლოვდნენ და მალე ქალაქში მათი სიყვარულის შესახებ ლეგენდების მოყოლა დაიწყეს. დიმიტრიმ, საქმიანობიდან გამომდინარე, რუსთაველზე გალერეაში ცხოვრება რომ დაიწყო, ქეთოს თავისი სახლი-სახელოსნო დაუთმო, სადაც ქალმა 30 წელზე მეტი იცხოვრა. ეს არ იყო მოკლე რომანი, ფაქტობრივად, ისინი არაოფიციალური ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ 1937 წელს მათი ურთიერთობა იძულებით შეწყდა, როცა დიმიტრი შევარდნაძე დააპატიმრეს. ამბობენ, რომ მშვიდი ხასიათით გამორჩეული ქალი, ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც დიმიტრი ჩამოაშორეს. გულჩათხრობილი, სევდიანი გახდა და ყველაზე მეტს ტილოსთან და საღებავებთან აქტიურობდა. არ გათხოვილა. ბოლო 20 წელი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სახლში გაატარა... ქეთევან მაღალაშვილი იხსენებდა: „დიტოს ჩაფიქრებული ჰქონდა, მეტეხის ტერიტორიაზე ახალი შენობა აეგო მუზეუმისთვის. რუსთაველის იუბილე ახლოვდებოდა. ბერიას უნდოდა, დაენგრიათ მეტეხის ეკლესია და იქ რუსთაველის ძეგლი დაედგათ. ამ მიზნით ერთ დღეს ამფეთქებელთა ბრიგადაც კი გაგზავნეს. დიტომ შეკრიბა ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები და ბერიასთან მივიდნენ. ეს ამბავი გახმაურდა, რაიონებსაც მისწვდა, ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა (რუსთაველი აქ არაფერ შუაში იყო – გამოინახებოდა მისთვის ქალაქში სხვა ადგილი). ბერიამ თითქოს უკან წაიღო თავისი ნათქვამი, გამოისტუმრა დელეგაციის წევრები, მაგრამ დიტო დატოვა: „თქვენ მეტეხის ციხეს დაანგრევთ, ოღონდ თქვენივე ხელით, მე კი დაგეხმარებით მუზეუმის ახალი შენობის აგებაში“... ამგვარ წინადადებას დიმიტრი არ დათანხმდა. მოსკოვში გაემგზავრა და იქ მიაღწია შეთანხმებას – 5 მილიონი მანეთი გამოეყოთ საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ასაგებად, მაგრამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა აღარ დასცალდა... ძნელი სათქმელია, რამ იმოქმედა ბერიას გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ფაქტია, ჩანაფიქრი სისრულეში არ მოიყვანა. ძეგლი კი გადარჩა, მაგრამ დაბრუნებული შევარდნაძე ჯერ მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, პრესაში კი მის წინააღმდეგ მიმართული „ხალხის მტრების“ მამხილებელთა გამანადგურებელი სტატია გამოქვეყნდა. „ერთ ღამეს დიტომ ჩემს კარზე დააკაკუნა, მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. მან დამიბრუნა ძმის სამკურნალოდ გადადებული ორი ათასი მანეთი, სეიფში შესანახად რომ მივაბარე. გადმომცა, აგრეთვე, თავის ჯიბის საათი. ეს საათი მის ბიძაშვილს გადავეცი, მაგრამ ქალმა მალევე უკან დამიბრუნა, მისი ადგილი შენთანააო... დიტო მალე დააპატიმრეს“ – ესეც ნაწყვეტია ქეთევან მაღალაშვილის მოგონებებიდან. მუზეუმის ახალმა დირექტორმა შევარდნაძის არასამუზეუმო ექსპონატებად მიჩნეული ნივთები დააწვევინა. ნელ-ნელა განადგურდა და მიმოიფანტა მისი პირადი არქივის დიდი ნაწილი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და ასე შემდეგ. 1937 წლის ზაფხულში დიმიტრი შევარდნაძე დააპატიმრეს. ბრალად დაედო, თითქოს ის ეწეოდა საბჭოთა კავშირის სიძლიერის შესუსტებისკენ მიმართულ საქმიანობას. პირადი ქონების კონფისკაციის შემდეგ, მხატვარი დაკავებიდან რამდენიმე თვეში დახვრიტეს და მისი საფლავიც ყველასათვის უცნობი დარჩა. დიმიტრი შევარდნაძის სურვილი ყოფილა, გარდაცვალების შემდეგ მთელ ოჯახს ერთად განესვენა, მაგრამ...“


скачать dle 11.3