კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რის გამო დათანხმდა ნინო თოლორდავა შვილთან განშორებას და ვინ უგვარებს მას ნებისმიერ პრობლემას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სამწლიანი პაუზის შემდეგ ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, რაც განსაკუთრებულ ემოციებთან იყო დაკავშირებული. მასთან საუბარი ბოლო პერიოდის სირთულეებით დავიწყეთ.
  ნინო თოლორდავა: ბოლო პერიოდში საგანგებო რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. სამ კლასტერად ვიყავით დაყოფილი. ერთი კვირა ერთი კლასტერი მუშაობდა და ორი კვირა ისვენებდა, რა დროსაც მათ მეორე და მესამე კლასტერი ანაცვლებდა. ძალიან შრომატევადი იყო ის შვიდი დღე. დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვსამდე, საათში ერთხელ, ვიყავი ეთერში და ზოგჯერ ეთერიდან გამოსვლიდან 15 წუთში ისევ ეთერში შევდიოდი სპეციალური გამოშვებით.
– ცხადია, ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული ტელევიზიაში დაბრუნების გადაწყვეტილებაც. თუმცა, აქ უკვე დადებითი ემოციები იგულისხმება.
– ნამდვილად იყო ემოციებთან დაკავშირებული, რადგან მე, ფაქტობრივად, სამი წელი არ ვყოფილვარ ეთერში. ეს პერიოდი თავდაცვის სამინისტროში გავატარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტარატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. გადაწყვეტილება 2016 წელს მივიღე. რაც საკმაოდ რთული იყო. თუმცა ის, რომ ჩემი ქვეყნის თავდაცვას ვემსახურებოდი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო.
– შემოთავაზება აქამდეც არაერთი იქნებოდა. საბოლოოდ როგორ გადაწყვიტეთ კვლავ ტელევიზიაში დაბრუნება?
– დიახ, შემოთავაზებები იყო, თუმცა მე არ მქონდა უფლება, უკან დაბრუნების გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში მიმეღო. ეს, ჩემი მხრიდან, რთული და არასერიოზულიც იქნებოდა. ცხადია, ნოსტალგია მქონდა. ჩემს საქმეებში შედიოდა, აქტიურად მედევნებინა თვალ-ყური სატელევიზიო გადაცემებისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მქონოდა, თუმცა, ვხვდებოდი, რომ საინფორმაციო გამოშვებების ყურება ძალიან მიჭირდა. ვფიქრობდი, რომ მე იქ უნდა ვყოფილიყავი. შინაგანად ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევდი, ეს შეგრძნებები გარეთ გამომეშვა. როდესაც იქამდე მივედი, რომ თითქმის, გაუსაძლისი გახდა ტელევიზიის გარეშე ყოფნა, ეს გადაწყვეტილებაც მივიღე (იცინის). 2016 წელს, ტელევიზიიდან რომ მივდიოდი,
მაშინაც ზუსტად ვიცოდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი. ბოლო ეთერშიც დროებით დავემშვიდობე მაყურებელს. დაბრუნების შემდეგ, პირველ ეთერში ისე ვღელავდი, თითქოს სულ პირველად ვაკეთებდი ამას. თუმცა, ეს პატარა ბარიერი, მგონი, ადვილად დავძლიე.
– ამ პერიოდში, როცა ეკრანს მიღმა იყავით, ძალიან კარგი ამბავი მოხდა, დაქორწინდით. გავაცნოთ მეუღლე მკითხველს. როგორია ოჯახური იდილია?
– მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიცანით და მალევე გადავწყვიტეთ, რომ ერთად ყოფნა და ოჯახის შექმნა გვინდოდა. ჩემი მეუღლეა გიორგი დავითაია, ბიზნესმენი. მე მისმა ადამიანობამ მომხიბლა, ძალიან ყურადღებიანია. ჩემთვის ძალიან დიდი დასაყრდენია, მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მანებივრებს ყურადღებით. ქალების იმ ტიპს მივეკუთვნები, რომლებზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მეუღლე კი ძალიან მზრუნველი, კეთილი და ღირსეული ადამიანია. ვიცი, რომ ნებისმიერ საკითხს მოაგვარებს, რაც უნდა დამჭირდეს. ის ჩემთვის იმედია, დაცულობის განცდა მაქვს, რაც შეუფასებელია. ოჯახში ჩემთვის მთავარი ჰარმონიაა. ამწუთას მე და ჩემი მეუღლე ვზივართ სახლში, აივანზე, ვწრუპავთ ღვინოს და თავს ყველაზე ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობთ. ჩვენ ერთმანეთი გვყოფნის და ეს ჩვენი ბედნიერების წყაროა.
– ის რას ამბობს ნინოზე, რამ მოხიბლა თქვენში?
– ცოტა ხნის წინ მითხრა, როცა დაგინახე, მაშინვე ვიფიქრე, ესაა ის, ვინც ჩემი ცოლი იქნებაო. როცა ის რამეს ჩაიფიქრებს, აუცილებლად აიხდენს, დღეს თუ არა ხვალ. ასეთი ადამიანია. ჩვენს ურთიერთობაში, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი – მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩემს შვილთან – ამიკოსთან. ისევე, როგორც მე მაქვს გიორგის შვილებთან – ნიკასთან და ელენესთან, ჩვენ ვმეგობრობთ. სხვანაირად, წარმოუდგენელიცაა. ეს ძალიან გვეხმარება ჰარმონიულ ურთიერთობაში.
– რაც შეეხება შვილს, ძალიან საამაყო ამბები გაქვთ მასთან დაკავშირებით და დედისთვის, ალბათ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
– ნამდვილად.  ჩემი შვილი 2014 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს. 15 წლის რომ გახდა, მაშინ წავიდა, სრულიად მარტო. პირველ ეტაპზე სკოლამ გააგზავნა ექვსი თვით პენსილვანიის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც, სწავლის პარალელურად, კალათბურთსაც თამაშობდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან მოეწონა მწვრთნელს, დაგვიკავშირდა და გვითხრა: სწავლის ღირებულების 80 პროცენტს ჩვენ დავუფინანსებთ და დაგვიტოვეთ ეს ბიჭიო. ამიკო ჩემი ერთადერთი შვილია და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მის ასე შორს გაშვებას შევძლებდი. როცა საქმე მასთან დიდი ხნით განშორებას ეხებოდა, ამერიკის ხსენებაც არ მინდოდა. მაგრამ მწვრთნელისგან რომ მოვისმინე, ამ ბიჭს ძალიან დიდი ნიჭი აქვს და მისგან სერიოზული კალათბურთელი გამოვაო, იმავდროულად, ვიცოდი ამიკოს ოცნების შესახებ, გადავწყვიტე, დავთანხმებოდი და ჩემი შვილი ამერიკაში დარჩა. დაამთავრა „ჰაი სქული“ და იმავე წელს ჩააბარა კოლეჯში, რომელსაც უძლიერესი გუნდი ჰყავდა. სკოლაშიც წარმატებულად თამაშობდა და კოლეჯშიც. ახლა რამდენიმე შემოთავაზება აქვს ევროპის კლუბებიდან და მალე
გააკეთებს არჩევანს. მიაჩნია, რომ ამერიკული გამოცდილების შემდეგ მზადაა ევროპისთვის. თუმცა, ახლა ველოდებით, როდის დალაგდება პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა.
– ბოლოს, ქალბატონებისთვის განსაკუთრებით საყვარელ, თავის მოვლის პროცედურებზეც მინდა, გკითხოთ. როგორ ცდილობთ ფორმის შენარჩუნებას? თან, როცა საყვარელი ადამიანი გყავს გვერდით ეს ხომ დამატებითი სტიმულია.
– წლების განმავლობაში აუზი იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი – წელიწადის ყველა დროს, თუმცა, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი რეალობა შეიცვალა. ამიტომ ველოტრენაჟორი შევიძინეთ და ახლა ჩემი დილა მასზე ვარჯიშით იწყება. დროის ნაკლებობის გამო იშვიათად, მაგრამ მაინც ვცდილობ, მასაჟები გავიკეთო. სხვა მხრივ, თავის მოსავლელად გამორჩეულს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ რადგან საეთეროდ მძიმე მაკიაჟის გამოყენება მიწევს, სახის კანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ. ვცდილობ, ვიკვებო ჯანმრთელად. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი რაოდენობით წყლის მიღება დავიწყე. თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში წონაში ცოტა მოვიმატე და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში ზუსტად ბევრი სითხე დამეხმარა. ბოლო პერიოდში ლიმონიანი წყალიც მსიამოვნებს. დღის პირველ ნახევარში ვიღებ ბევრ სითხეს, ვჭამ იმას, რაც მინდა, თუმცა აქ არ ვგულისხმობ არაჯანსაღ პროდუქტს, მაგრამ აღარ ვიმატებ და მგონია, რომ ეს ამბავი წყალმა დაარეგულირა. ჩემი მეუღლე ვეგეტარიანელია და ორი წელია, სახლში ხორცი არ მომიმზადებია. ზოგჯერ სხვაგან მივირთმევ, მაგრამ სახლში რომ მოვამზადო ამ დოზით მოთხოვნილება მეც არ მიჩნდება. მსიამოვნებს ბალახეულობის მიღება. სატაცური, ბროკოლი, ავოკადო, ყველი – ესაა ჩვენი ყოველდღიური რაციონი და უამრავი ხილი, რაც ძალიან მიყვარს. დასასრულს, ქალბატონებს ვეტყოდი, რომ ბევრი დრო დაუთმონ საკუთარ თავზე ზრუნვას, რადგან ეს აბედნიერებთ მათ და ეს ბედნიერება გადამდებია გარშემო მყოფებისთვის. ამიტომ არ გადადონ ხვალისთვის და ნუ იფიქრებენ, რომ დღეს ამისთვის არ სცალიათ. რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ კეთილები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჰარმონიული და ბედნიერი ცხოვრებისთვის.


скачать dle 11.3