№25 გიორგი გილიგაშვილის ოჯახი დიდი უბედურებისგან წუთ-ნახევარმა იხსნა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ბოლო პერიოდი ყველასთვის განსაკუთრებულად რთული იყო, თუმცა ბევრმა მასში დადებითის დანახვა შეძლო და ეს დრო საკუთარი თავისთვის ახლის სწავლისთვის თუ საკუთარი სიღრმეების უკეთ გასაცნობად გამოიყენა.
გიორგი გილიგაშვილი: „არასოდეს მტოვებს ღმერთი, უნახავი, არ არსებობს ჩემთვის გადაულახავი“ – ეს პერიოდი შეიძლება, რთული იყო, მაგრამ ადამიანს არცერთი განსაცდელი არ ეძლევა უფლისგან, თუ იგი ამ განსაცდელის დამთრგუნავი არ არის. უბრალოდ, საღვთო ძალმოსილება საკუთარ თავში, ხშირ შემთხვევაში, ვერ გვიპოვია ხოლმე და განსაცდელი გვამარცხებს. ასეთ დროს კი გვგონია, რომ ეს განსაცდელი უსამართლოდ მოგვევლინა. დიდება უფალს, იმდენი კარგი რამ მოხდა ამ პერიოდში, პატარა სიმღერაც კი დამეწერა: „ყველა განსაცდელს მძიმედ განვიცდი,/ მწამს, რომ ყოველი არს უფლის ნება,/ჩვენ შევიყვაროთ, ნუღა დავიცდით;/ მწამს, რომ იქნება ხვალ გათენება“. თუ ერთმანეთს შევიყვარებთ, თუ აღარ დაველოდებით, როდის შეგვიყვარებს სხვა, მართლა ლაღი იქნება გათენება. არცერთი განსაცდელი არ დარჩება გადაულახავი. სიმართლე გითხრათ, ამ პერიოდში საკუთარ თავში ბევრი ნაკლი აღმოვაჩინე. რაზე ფიქრის დროც შეიძლება, აქამდე არ მქონდა. სამადლობელი მეთქმის უფლისთვის ამის გამო. პანდემიის პერიოდი დიდმარხვას მოუწია. დიდმარხვაში ხან მონასტერში მიდის ადამიანი და ხან შინ მარტოვდება. ამჯერად უფალმა ინება, რომ მთელი ქვეყნიერება სახლებში გამოგვკეტა, როგორც კელიებში. საკუთარ თავში მეტად ჩაგვახედა და საკუთარ ცოდვებზე დაგვაფიქრა. სიკვდილის შიში, ხშირ შემთხვევაში, აახლოებს ადამიანს უფალთან. ჰაერიც კი გასუფთავდა. თავისი დადებითი მხარეები აქვს ამ ყველაფერს და მე მირჩევნია, მათზე ვისაუბრო. ნაწინასწარმეტყველებია, მეორედ მოსვლის ჟამს, ოქრო ეყრება დაბლა, მაგრამ აღარავინ აიღებსო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბიბლიურ სიბრძნესთან პარალელების გავლება. საკუთარ თავში განმტკიცება და საკუთარი გრძნობების უკეთ გაცნობა.
– სად გაატარეთ მთელი ეს პერიოდი?
– მე არ ვარ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული. ჩემი სამსახური მოყვასის სიყვარული და მსახურებაა, ასევე მსახურება პოეზიისა. ეს სიტუაცია ხელს ვერ შემიშლიდა ჩემი მოყვასის გულში ჩაკვრაში, ისევე, როგორც, მუზათა კონის გულში ჩაკვრაში. იმ პერიოდში ქალაქიდან არ გავსულვარ. თუმცა ახლა პაპისეულ სოფელში ვარ. მთებს გავცქერი ხოლმე ჩემს ძმებსა და მეგობრებთან ერთად. სანამ დალაგდება სიტუაცია, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შორიდან მოვეფერები ჩემს ქალაქს.
– რთული პერიოდების გამკლავებაზე მინდა, ვისაუბროთ. ცოტა ხნის წინ, დიდი საფრთხე გადაიტანეთ, სახლი დაგეწვათ. ასეთ დროს განსკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანმა ძალა მოიკრიბოს.
– პირველ რიგში, ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ის ღვთის შვილია. ამ დაუსაბამო გალაქტიკის შემოქმედი ჩვენი ღმერთია. აქედან გამომდინარე, არც სახლი, არც სასახლე და არც არაფერი ამ წუთისოფელში, რაც შეიძლება, ადამიანის თვალს ერთი შეხედვით, „დიდად“ მოეჩვენოს, უფალთან შედარებით, არაფერია, პირიქით, ეს ყველაფერი ძალიან მომცროა. არ არსებობს გადაულახავი მდგომარეობა, თუ კაცი ღმერთს არ მიატოვებს. რწმენა არ ნიშნავს, რომ აქ სასახლეები უნდა გვქონდეს და განძეულობა ვაგროვოთ, წარმოუდგენელია, ამით სასუფეველი მოვიპოვოთ. ასე, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვსაუბრობ, არ იფიქროთ, რომ სხვაზე. სამწუხაროდ, იმდენად გაფაციცებული ვეძებთ ბრწყვინვალებასა და ნივთიერ ფასეულობებს, გვავიწყდება, ტაძარში რომ მივდივართ, უფალს,
პირველ რიგში, შეწყალება და ცხონება ვთხოვოთ. სასუფეველში ადგილის დამკვიდრების გარდა ყველაფერს ვთხოვთ. არადა, ეს არის ჩვენი პირველი სავედრებელი. მადლობა უფალს, რომ ჩემი და-ძმა გადარჩა. რაც ყველაზე მთავარია, არცერთი ოჯახის წევრი არ დაშავებულა. განსაცდელი, რომელიც ჩვენ მოგვევლინა, გონივრულად შეხედვას მოითხოვს. მე ექვსი პაპისეული ჩოხა დამეწვა, ქამარ-ხანჯალი და ისეთი რაღაცები, რაც ჩემთვის ნივთიერ ღირებულებაზე გაცილებით მეტს მოიცავდა. მაგრამ ჩემს თავს რომ ჩავუფიქრდი, მნიშვნელოვან რამეს მივხვდი – რა ფერის თვალიც ჰქონდა მშვენიერს, იმ ფერის ჩოხით რომ ვიმოსებოდი ხოლმე, შეიძლება, არშიყით ვიყავი გულის სიღრმეში გამსჭვალული, ისე, რომ თავსაც არ ვუტყდებოდი და ეს ცოდვაში მაგდებდა. უფალთან მისაახლებელ გზაზე, ეგ ჩოხებიც მამძიმებდა, შეიძლება და რომ არ დამწვოდა, ვერც ვიფიქრებდი ამაზე. მანამდე მეგონა, რომ რაღაც გამაჩნდა, როცა მეორე დღეს, ჩემმა მეგობრებმა თავიანთი მაისურები და ქურთუკები მომიტანეს – გილიგ, ჩაიცვი, სანამ შეიძენ, ჩვენი შენი იყოსო, მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი დედიშობილა იბადება და დედიშობილა მიეახლება უფალს. ზედმეტია ყოველგვარი მატერიალური. ვაჟა-ფშაველა დახეული ჩოხით დადიოდა, ადამიანი სულიერად უნდა იყო მილიარდერი და არა მატერიალურად.
პირველ რიგში, შეწყალება და ცხონება ვთხოვოთ. სასუფეველში ადგილის დამკვიდრების გარდა ყველაფერს ვთხოვთ. არადა, ეს არის ჩვენი პირველი სავედრებელი. მადლობა უფალს, რომ ჩემი და-ძმა გადარჩა. რაც ყველაზე მთავარია, არცერთი ოჯახის წევრი არ დაშავებულა. განსაცდელი, რომელიც ჩვენ მოგვევლინა, გონივრულად შეხედვას მოითხოვს. მე ექვსი პაპისეული ჩოხა დამეწვა, ქამარ-ხანჯალი და ისეთი რაღაცები, რაც ჩემთვის ნივთიერ ღირებულებაზე გაცილებით მეტს მოიცავდა. მაგრამ ჩემს თავს რომ ჩავუფიქრდი, მნიშვნელოვან რამეს მივხვდი – რა ფერის თვალიც ჰქონდა მშვენიერს, იმ ფერის ჩოხით რომ ვიმოსებოდი ხოლმე, შეიძლება, არშიყით ვიყავი გულის სიღრმეში გამსჭვალული, ისე, რომ თავსაც არ ვუტყდებოდი და ეს ცოდვაში მაგდებდა. უფალთან მისაახლებელ გზაზე, ეგ ჩოხებიც მამძიმებდა, შეიძლება და რომ არ დამწვოდა, ვერც ვიფიქრებდი ამაზე. მანამდე მეგონა, რომ რაღაც გამაჩნდა, როცა მეორე დღეს, ჩემმა მეგობრებმა თავიანთი მაისურები და ქურთუკები მომიტანეს – გილიგ, ჩაიცვი, სანამ შეიძენ, ჩვენი შენი იყოსო, მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი დედიშობილა იბადება და დედიშობილა მიეახლება უფალს. ზედმეტია ყოველგვარი მატერიალური. ვაჟა-ფშაველა დახეული ჩოხით დადიოდა, ადამიანი სულიერად უნდა იყო მილიარდერი და არა მატერიალურად.
– როცა ეს ამბავი მოხდა, ოჯახის წევრები სახლში იყვნენ, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მათი სიცოცხლე?
– ძალიან დიდი საფრთხე იყო. დაახლოებით წუთ–ნახევარი რომ დამეგვიანა, შეიძლება, საშინელება დაგვმართოდა. დიდება ქრისტეს! წარმოიდგინეთ, მე ლოს-ანჯელესში მივფრინავდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვეღარ გავფრინდი. სახლში აღმოვჩნდი, არადა მაგ დღეს, წესით, საერთოდ არ უნდა მივსულიყავი. რომ მივედი, ჩემს დაიკოს ეძინა, ძმა საშხაპეში იყო. ცეცხლი შუაში, ერთ-ერთ ოთახში მძვინვარებდა. ორივეს ისე ჩაუღობავდა გზას, გარეთ ვერცერთი გამოვიდოდა. წუთ-ნახევარმა გადაწყვიტა, უფლის დიდებით, ყველაფერი რომ ასე კარგად დასრულდა. ჩემს დაბადების დღედ უნდა ვაქციო ეს დღე-მეთქი, ვამბობ. იმიტომ, რომ ახლიდან დავიბადე. ჩემი და-ძმა რეალური საფრთხის წინ იდგნენ, როგორც მე. უფალო, რატომ მიმატოვეო, ბევრი წმიდა მამისგან გაგვიგია. ბერებს თუ განსაცდელი არ ეძლევათ, თავს უფლისგან მიტოვებულად გრძნობენ. დიდება უფალს ამ განსაცდელისთვის, რომელსაც ისევ ღვთის წყალობით გადავურჩით ღვთის სადიდებლად. რომ გგონია, რაღაცას წარმოადგენ, უფალი წამებში გახვედრებს, რომ არარაობა ხარ მის გარეშე. ადამიანს ეს უფრო მეტად გაფიქრებს, მართლა ვინ გგონია საკუთარი თავი, როდესაც თეთრი თმის ღერის გაშავებაც კი არ შეგიძლია. საკუთარ თავსა და ჩემნაირებს, ვინც საზოგადოებისთვის ცნობილები არიან, ვეძახი „ცნობილ ცოდვილებს“. რაღაც შემთხვევაში, ჩვენ გვგონია ხოლმე, რაღაცას წარმოვადგენთ, ვიღაცაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია, არადა, ღვთის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ და უბრალოდ, აბსურდია, რომ ღვთის გარეშე რამე შეგვიძლია.
– რაც შეეხებათ, მშვენიერებს. ვინც გიცნობთ, ალბათ, მოლოდინი აქვთ, რა და როგორ იქნება გიორგისთან გოგონებთან მიმართებაში.
– ნეტავ ვიცოდე და ხმამაღლა განვაცხადებდი. სამწუხაროდ, კვლავ მზეს ველოდები. ასე ვარ მიგდებული კუთხეში მარტო და არავის მოვწონვარ.
– თავმდაბლური დამოკიდებულებაა...
– მე სხვა მოწონებას ვგულისხმობ, სხვა სიღრმეებს, რომელიც სულს შემიძრავს, გულს ამიფორიაქებს და გამიხეთქავს. შენს თვალწინ არის, გილიგო, მეუბნებიან, შენ, უბრალოდ, შეფასების თუ მოთხოვნილებათა სისტემის მაღალი სკალა გაქვსო. მე არანაირი სკალა არ გამაჩნია. ის, უბრალოდ, თავის თავს უნდა ჰგავდეს, თავისუფალი სული უნდა იყოს, რომელიც ჩემ გარეშე თავს მარტო იგრძნობს. შეიძლება, ძალიან მარტივია ასეთი ადამიანის პოვნა და მე ვართულებ?! ფაქტია, რომ 31 წლის გახლავართ და მშვენიერისთვის „მე შენ მიყვარხარ“ არ მითქვამს.
– ოჯახი არ გაჩქარებთ ხოლმე?
– რა თქმა უნდა, უნდათ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გააქტიურდა ეს თემა, რატომღაც. დედაჩემმა ხომ არ დაგირეკათ? (იცინის) რამდენჯერმე მითხრა, შვილო, არ აპირებო? იფიქრეო, მითხრა და ფიქრიც არ შველის. ეს უნდა მოხდეს ჩემში და მასში, უფლის ნება უნდა აღსრულდეს, ორივემ გონი დავკარგოთ ან, პირიქით, ორივემ ვარდისფერი სათვალეები ჩამოვიხსნათ, ან გავიკეთოთ. ხომ გეუბნებით, ვერ ვხვდები, ეს სხვა სიმაღლის მოცემულობა და განცდაა. ასე უბრალოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კაცობრიობა გამრავლდეს, არ მიმაჩნია, რომ ადამიანები უნდა ქორწინდებოდნენ. ეს უზენაესი გრძნობაა, რომელიც უნდა გავსებდეს შენ და შენს გარშემო ყველას. შრომისა და მსახურების უნარს გიზრდიდეს. თორემ, ისეთი მშვენიერები არიან ჩემ გარშემო, უბრალოდ, უნდა დადგე კაცი და უყურო, ხატო და დატკბე.
– როცა მათ უჩნდებათ სიმპათიები და გრძნობები, ამ დროს როგორია გიორგი?
– მე იგივე ვარ მარად და მარად. ერთმა მშვენიერმა რამდენიმე წერილი მომწერა და მეც მივწერე ასეთი ლექსი: „არ გინდა, ნუ მეტრფი, ქალაუ,/ ავყია, ავი ზნისა ვარ,/ხან ვით ბადრი ვარ მთვარისა,/დილით ცისკარი მზისა ვარ,/ ხან ოკეანე რითმების,/ ხან დაუთვლელი ქვისა ვარ,/ ხან ქრისტეს მეგობარი ვარ,/ ხანაც იუდას ქისა ვარ,/ ხან გაქონილი ლამპარი, ხან თაფლის კელაპტრისა ვარ...“ ამით ვუთხარი, არც ისეთი კარგი ვარ, მშვენიერო, რომ მეტრფი-მეთქი. მე ყველას ჩემს გულწრფელ აზრს ვეუბნები. როდესაც ადამიანი მეუბნება, მე შენ მიყვარხარ, რადგან შენ ასეთი კარგი ხარ, ეს უკვე მიზეზზე დაყრდნობილი სიმპათიაა. მე უმიზეზო სიყვარულის მოტრფიალე ვარ. მამაჩემს ვკითხე, დედა რატომ შეგიყვარდა-მეთქი? შვილო, რომ ვიცოდე, რატომ მიყვარს დედაშენი, მაშინ არ მეყვარებაო. ვერ უნდა ხვდებოდე, რატომ. თუ ლამაზი თვალების, ტან-ფეხისა და სხვა მიზეზის გამო გიყვარს, ეს ის სრულყოფილი გრძნობა არაა, სიყვარული აუხსნელი და უკიდეგანოა. შეიძლება, ცოტა უხეშად განვაცხადე ამ ლექსში საკუთარი თავი, იმ გოგონამაც, ალბათ, თქვა, ეს ცოტა ვერ არისო. მაგრამ მე პატივისცემითა და სიყვარულით ვეკიდები ყველას, თუმცა, ვუხსნი ხოლმე: რაც უნდა თამამი იყო შენ, მშვენიერო, ჩემს სითამამეს, მაინც ვერ აღემატები. გილიგას ცხოვრებაში ეგრეა. ჯერ გილიგა ამბობს ქალის მიმართ სიტყვას და შემდეგ – მშვენიერები.