№25 რამ შეუშალა ხელი ნათია დუმბაძის „გაფურჩქვნას“ და ვის გამოა ის ყველაფერზე წამსვლელი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერალი ნათია დუმბაძე, ბოლო პერიოდში, საკმაოდ გააქტიურდა – ჩაწერა დუეტები რეპერ „მასტერთან“, ჰქონდა კონცერტები და გასვლითი ტურნეები. თავად ამბობს, რომ „გაფურჩქვნის“ პერიოდში მსოფლიოში ბოლო დროს შექმნილმა ამბებმა შეუშალა ხელი და შეუცვალა გეგმები. ხოლო, რას გეგმავს ის იძულებითი დასვენების შემდეგ და რა „ცხელ“ სიახლეებს გვპირდება ახლო მომავალში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნათია დუმბაძე: სწორედ, „გაფურჩქვნის“ პერიოდში წამომეწია კორონა და რა თქმა უნდა, ხელი შემიშალა. მთელი სამი თვე ვნერვიულობდი, არ იყო სტუდიები, არ მუშაობდა არაფერი. ახლაც არ არის გახსნილი ის კაფე-ბარი და რესტორანი, სადაც მე ვმუშაობდი. ასე რომ, რეპეტიციებსაც ვერ გავდიოდი ჩემს ბენდთან ერთად. თუმცა, მე რა გამაჩერებდა უმოქმედოდ? ახალი სიმღერები მაქვს და ახლა ვიწყებ ჩაწერას.
– ესე იგი, თვითიზოლაციის პერიოდმაც ვერ იმოქმედა შენს ენერგიაზე?
– რა თქმა უნდა! როგორც გითხარით, სამი სიმღერა უკვე მზადაა და მიმდინარეობს სტუდიაში ჩაწერები. ერთი სოლო სიმღერა და ორი დუეტი უკვე მზადაა, თუმცა ვისთან, ამას ჯერ ვერ გაგიმხელთ, მინდა, სიურპრიზად შემოვინახო.
– ანუ, როგორც მივხვდი, რეპერ „მასტერთან“ დუეტი არ არის და რომ ამბობდა: ნათია ჩემი გოგოაო, უღალატე?
– არა, არ მიღალატია (იცინის). ძალიან პოპულარულია ჩვენი დუეტები და აუცილებლად ჩავწერთ კიდევ ბევრს, თან, სიამოვნებით.
– ბოლო დროს, გარდა კარიერული აქტიურობისა, საკმაოდ დაიხვეწე იმიჯი, ვარცხნილობაც შეიცვალე. რამდენად გიყვარს ექსპერიმენტები, სიახლეები
და ცვლილებები საკუთარ გარეგნობაში?
და ცვლილებები საკუთარ გარეგნობაში?
– სიახლეები ვიზუალში დიდად არ მიყვარს, თუმცა, იმიჯის ცვლილელებებს რაც შეეხება, მიყვარს ექსპერიმენტები. თმა შევიჭერი მოკლედ და ძალიან მომწონს, მომიხდა და ალბათ, სულ ასე ვატარებ.
– თუ ჩაგიტარებია ექსპერიმენტი საკუთარ იმიჯში და მერე გინანია?
– დიახ, ყოფილა ასეთიც. მაგალითად, თმა წითლად შევიღებე და ძალიან ვინანე. ამ შეღებვამ ისე დამიზიანა თმა, მას შემდეგ აღარც შემიღებავს და მთელი ერთი წელია, ვმკურნალობ. ახლანდელი „კარე“ კი ძალიან მიხდება.
– თუ გაქვს ისეთი აქსესუარი, რომელსაც სულ ატარებ და ერთგვარი თილისმის დატვირთვა აქვს?
– თილისმის დატვირთვა აქვს ჯვარს, რომელსაც სულ ვატარებ. ყველაზე მეტად მიყვარს გულის ფორმის სამკაულები – საყურე, ყელსაბამი, სამაჯური... ტატუც კი გულის ფორმის მაქვს. ზოგადად ხომ სიყვარულის გოგონა ვარ (იცინის), ძალიან მომწონდა და ფეხზე დავიხატე. ასე რომ, სიყვარული ფეხზეც ამოვისვირინგე. ასევე, საათი მაქვს, რომელსაც სულ ვატარებ.
– ყველამ იცის, რომ შენი ქმარი ამერიკაშია და დიდი მანძილი გაშორებთ. პირად საუბარში მითხარი, რომ წლების მატებამ უშიშარი გაგხადა და მარტო ყოფნამ ჩემი სიძლიერე უფრო გამოკვეთაო.
– მარტოობა ყველას აძლიერებს და მათ შორის, მეც. უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს შვილების მიმართ. დიახ, ცხოვრებამ ძლიერიც გამხადა და უშიშარიც.
– შენი გულისტკენა ადვილია? რამ შეიძლება, წყობიდან გამოგიყვანოს?
– არა, არ არის ადვილი. მარტივად არ ვბრაზდები. ზოგადად, არ ვიცი წყენის გულში ჩადება. ადვილად ვივიწყებ წყენას, არ ვიმახსოვრებ. წყობიდან კი შეიძლება, უსამართლობამ გამომიყვანოს. ვერ ვიტან, როცა მართალი ვარ და რაიმეს უსამართლოდ მაბრალებენ...
– და ამ დროს შეურაცხადი ხარ?
– შეურაცხადი არასდროს ვხდები. უბრალოდ, ვბრაზდები.
– ოჯახი, ორი შვილი, კარიერა, ფორმაში ყოფნა... როგორ ახერხებ ამას ყველაფერს? არ არის რთული?
– რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. თუმცა, არასოდეს მიჭირდა დროის სწორად გადანაწილება. მაგრამ, სამთვიანი იძულებითი დასვენების მერე, ისეთ
ენერგიაზე ვარ, ყველაფერს მოვასწრებ. ზოგადად, ამ პანდემიამ დამაფიქრა იმაზე, რომ არაფერი უნდა გადადო ხვალისთვის, მეორე დღისთვის და ყველაფერი დღეს უნდა გააკეთო. დაგეგმილი ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც აუცილებლად წინასწარ ვგეგმავ. ისე არ გამოდის.
ენერგიაზე ვარ, ყველაფერს მოვასწრებ. ზოგადად, ამ პანდემიამ დამაფიქრა იმაზე, რომ არაფერი უნდა გადადო ხვალისთვის, მეორე დღისთვის და ყველაფერი დღეს უნდა გააკეთო. დაგეგმილი ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც აუცილებლად წინასწარ ვგეგმავ. ისე არ გამოდის.
– ყველას ჰყავს, სტიმული ადამიანი. შენთვის ვინაა ასეთი? და როგორ ვიქრობ, რა არის ქალის და, ზოგადად, შენი წარმატების მთავარი საიდუმლო?
– ასეთია ჩემი შვილები. მათ გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი ცხოვრებაში. ხოლო, რაც შეეხება წარმატებას, ჩემი აზრით, შრომისმყვარეობა და ცოტა გამართლებაა საჭირო. ეს არის ჩემი წარმატების საიდუმლოც.
– ამბობენ, შენთვის აუცილებელია მშვიდი გარემო, რომ ძალები და შრომისუნარიანობა აღიდგინო. ასეა?
– დიახ, ასეა. ყველაზე კომფორტულად ჩემს სახლში ვგრძნობ თავს. ღამეა ის ერთადერთი დრო, როცა ვისვენებ და ძალების აღდგენას ვახერხებ. მე ღამის ადამიანი ვარ (იცინის). სახლი კი ყველაზე კარგი ადგილია დასვენების, თბილად და ტკბილად ყოფნისთვის. მიყვარს ჩემს ოთახში დასვენება, აქ ჩემი პირადი სივრცეა, სადაც უცხო თვალი ვერ ხვდება. თუმცა, ჩემი გოგონა ხშირად „იჭრება“ და მას ყველაფრის უფლება აქვს.
– ბევრმა არ იცის, რომ ძალიან კარგად ხატავ და შენს კედლებს საკუთარი შემოქმეებით აფერადებ. ეს არის შენი სულის ანარეკლი ფერებში, სადაც შენი განწყობა გადაგაქვს?
– დრო არასდროს მაქვს, რომ ჩავუჯდე, თორემ ძალიან მიყვარს ხატვა ფერებში, როგორი ფერადი ცხოვრებაც მიყვარს და როგორიც მაქვს. ჩემი ნახატები ნამდვილად ჩემი სულის ანარეკლებია. სულ 20 ნახატი მექნება სახლში, ბევრი ჩემს საუკეთესო მეგობრებზე გავაჩუქე.
– ცხელი ზაფხულის დღეების გატარებას სად გეგმავ და ვისთან ერთად?
– ზაფხულის ადამიანი ვარ, მიყვარს მზე, გარუჯვა და გემრიელად დასვენება. ჩემი დრო დადგა და წინ ცხელი ზაფხულის ჩემი ცხელი ჰიტებიც გელოდებათ. უცხოეთში ვერ წავალ დასასვენებლად, თუმცა, საქართველოში დავისვენებ შვილებთან ერთად და სავარაუდოდ, ბათუმში. ალბათ, დასასვენებლად წელს ნაკლებად მოვიცლი – მინდა, ამ ზაფხულს მეტი ვიმუშავო.