კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ აძლევს უშვილოებს შვილს ოქროს ჯვარი, რომლის მოლოცვა წელიწადში ორჯერაა შესაძლებელი და როგორ კურნავს ის დაავადებულებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  „მთიულეთში თითოეულ საგვარეულოს თავის სამლოცველო ხატი აქვს, რომლის ყმადაც ის ითვლება. წლის განსაზღვრულ დროში ამ ხატში გვარი სალოცავად თავს იყრის და გვარის გაძლიერება-გამრავლებაზე ლოცულობს... მათ შორის ყველაზე გავრცელებული წმინდა გიორგის თაყვანისცემის კულტია და მთიულეთის ხატების უმრავლესობა ამ წმინდანის სახელის მატარებელია. წმინდა გიორგის მთიულეთის რწმენაში უპირველესი ადგილი უკავია. მას აქ ღმერთად იხსენიებენ და მასზე ძლიერი ღვთაება ვერც კი წარმოუდგენიათ...
  სოფელ ქავთარაანიდან 4-5 კილომეტრზე, სოფელ ჟიჟიანსა და წიფორს შორის არის წიფორის წმინდა გიორგის ხატი, რომლის სახელობაზე აგებულია ეკლესია და ნიში ხატის ტყით დაფარულ ერთ გორაკზე. ნიში სავსეა ხატის უღლებით, ზანზალაკებითა და სხვა შარნებით. ეკლესიის გარშემო ჩამწკრივებულია გრძელი ჭოკები, რომლებზეც ფრიალებენ თეთრ-წითელი ქსოვილის ნაჭრები. ხატს ამ დროშებს უცოლო ბიჭები სწირავენ – ტყეში ჭრიან წიფლის ან ნაძვის რაც შეიძლება გრძელ და სწორ ჯოხებს, რომლებსაც წვერზე ფერად ნაჭრებს შეაბამენ. აღდგომა დილას ვაჟები ამ დროშებით წიფორის წმინდა გიორგის ეკლესიას სამჯერ შემოუვლიან, ჯოხებს გალავანში ჩაასობენ. დროშას ხელს არავინ ახლებს, სანამ თავად არ წაიქცევა და არ დაიშლება.
  ხალხის რწმენით, ამ დროშის შემწირველს ხატი ცოლ-შვილის ღირსად გახდის. წიფორის წმინდა გიორგის განსაკუთრებით ვაჟიანობას შესთხოვენ.
  ამ მიზნით მას ვერცხლის თასებსა და დროშას (ბავრიყს) სწირავენ. თუ ამან არ გასჭრა, მაშინ უძეონი ხუთწლიან კურატს მიჰგვრიან დეკანოზს (ხატის მსახური, რომელიც სახატო რიტუალს, დროშებისა და ხატების გამოსვენებას, დალოცვას, მსხვერპლის შეწირვის წესს ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა), დაამწყალობინებენ და იქვე დაჰკლავენ. ამის შემდეგ თუ ვაჟი შეეძინებათ, მას წიფორის წმინდა გიორგის ყმად ზრდიან, თეთრებს აცმევენ და რამდენიმე წელიწადი ხატობაზე ატარებენ. სამსახურის გასვლის შემდეგ ვაჟს თეთრებს გახდიან და იქვე, ხატში დასტოვებენ“ („მთიულეთი“ სერგი მაკალათია 1930).
  კოლია კედელაშვილი (დეკანოზი): ოდითგანვე კედელაშვილები იყვნენ ამ ეკლესიის დეკანოზები. ომი რომ დაიწყო, უფროსი კედელაშვილები, ყველა ჯარში წავიდა და რამდენიმე წელი ქავთარაძეები მართავდნენ მას. 1993 წლიდან კი ისევ კედელაშვილები ვმართავთ. 27 წელია, რაც ამ ეკლესიის დეკანოზი ვარ. მე 83 წლის ვარ და ჩემ შემდეგ ამ საქმეს ჩვენი გვარის ბიჭები გააგრძელებენ.
ოქროს ჯვარი, რომელშიც წმიდა გიორგის გულის ნაწილია დაცული, საიდუმლოდ ინახება. ბევრჯერ ყოფილა მისი პოვნის მცდელობა, ეკლესიის კარიც გატეხეს, მაგრამ ვერ იპოვეს, იმიტომ, რომ მიუსვლელ ადგილას მქონდა შენახული. აღდგომასა და გიორგობას შეუძლიათ მომლოცველებს მისი მოლოცვა. 23 ნოემბერს უამრავი ადამიანი მოდის მთელი საქართველოდან, აღდგომას კი – უფრო აქაურები. მხოლოდ ქალწულებსა და მამაკაცებს შეუძლიათ მისი მოლოცვა.
მოილოცავენ და მომავალი მიეცემათ უშვილო წყვილებს. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა: ამოუყვანიათ ადამიანი მანქანით, ულოცია და აქედან თავის ფეხით წასულა.
  ზურა კედელაშვილი: გადმოცემით ვიცით, რომ ეს ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა. იმ პერიოდისთვის პატარა ერთნავიანი, გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა. საუკუნეების განმავლობაში, წინა მხარეს კიდევ მიუშენებიათ და გაცილებით დიდი ტაძარი გამხდარა. მაშინ მღვდლები იყვნენ მსახურად ამ ტაძარში. მე-14 საუკენეში, თემურ ლენგის შემოსევების პერიოდში, რომელიც ეკლესიებს ანგრევდა, მსახურებს კი ხოცავდა, ეკლესია რომ გადარჩენილიყო, მოსახლეობამ ღვთის სამსახურში სოფლის უხუცესი, სამოქალაქო პირი  დააყენა დეკანოზად და დღემდე ასეა.
აქ სამი დღეობა გვაქვს: უფლის აღდგომა და გიორგობა, 6 მაისსა და 23 ნოემბერს. ამ დროს მოდიან მომლოცველები. დანარჩენ დროს თუ ვინმე მოვა და შესაწირი ჰყავს, ბიძაჩემს ეძახიან, რომელიც დღეს დეკანოზია და ის უღებს ეკლესიის კარს.
– როგორ აღმოჩნდა ამ ეკლესიაში ოქროს ჯვარი, რომელშიც წმიდა გიორგის გულის ნაწილი ინახება?
– ეკლესიის აშენების დროიდან, ეს ჯვარი იქაა, თუმცა როგორ – არავინ იცის. ჯვარზე ძველბერძნული წარწერაა, მაგრამ ჯერ ვერ გაშიფრეს. ჯვარი იხსნება და შიგ წმიდა გიორგის გულის ნაწილია. ეს ცოდნა ჩვენი წინაპრებისგან გვაქვს. ეს ჯვარი საგულდაგულოდ არის შენახული და მისი ადგილდებარეობის შესახებ, მხოლოდ დეკანოზმა იცის.
– ეკლესიის შენების დროს ახალგაზრდები დაღუპულან, რომლებიც ეზოში დაუკრძალავთ.
– დიახ, ცხრა ახალგაზრდა. ეკლესიის შენების დროს დაღუპულა და იქვე დაუკრძალავთ, ეკლესიის წინ, აკლდამაში. ვიღაცებს გაუგიათ ამის შესახებ და განძის ძებნა დაუწყიათ, თითქოს, თამარის განძს ეძებდნენ. ამოთხარეს და მიანებეს თავი. შემდეგ სოფელმა ისევ ჩავასვენეთ ძვლები და მიწა დავაყარეთ.
– როგორია რიტუალი, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება?
– აღდგომას ჯვარზე ოქროს ძეწკვით ეკიდება ის პატარა ჯვარი, რომელშიც წმიდა გიორგის გულის ნაწილია და რიტუალი ტარდება. ეკლესიის დაბლა, ხუთას მეტრში ჯვარია აღმართული, იქ ჩამოაბრძანებენ, მოვილოცავთ და შემდეგ ისევ ტაძარში ავაბრძანებთ.
– რა სასწაულები უკავშირდება ამ ადგილს, ჯვარს?
– ეკლესიის ეზოში სამფეროვანი დროშაა, ზედ ზარი ჰკიდია. რიტუალის დროს ეს დროშა უნდა ჩამოიტანოს დასაოჯახებელმა ბიჭმა და ამბობენ, რომ ცოლ-შვილი მიეცემა. ცოლიანმა ხელი არ უნდა მოჰკიდოს.
რაც შეეხება მოლოცვას, ამის უფლება ნებისმიერ მამაკაცს აქვს, ქალბატონებს მხოლოდ სამოცი წლის შემდეგ და ბავშვობის ასაკში. თუმცა, დაბლა, სადაც შესაწირს წირავენ, იქ ყველას შეუძლია მისვლა.  
  ერთი მოჭიდავე ბიჭი ამოიყვანეს ეტლით, რამდენიმე წლის შემდეგ უკვე საკუთარი ფეხით ამოვიდა. არის შემთხვევები, როდესაც უშვილო წყვილი მოსულა და შემდეგ შვილი შესძენია. მსგავსი რამ ბევრჯერ მომხდარა და ამას სალოცავს უკავშირებენ.
  სოფელი წიფორი ფასანაურის სადაბო თემია მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მთიულეთის არაგვის ხეობაში.  დაბა ფასანაურიდან დაშორებულია 6 კილომეტრით.

скачать dle 11.3