კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ ახარხარდნენ შუა კონცერტის დროს ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ანზორ ერქომაიშვილი ასეთ ისტორიას იხსენებს: „გერმანია-ავსტრია–შვეიცარიაში საგასტროლო ტურნე გვქონდა. სიმღერებთან ერთად, საგალობლებიც ჩავრთეთ.
  სანამ მოყოლას გავაგრძელებ, ვიტყვი, რომ როგორც ქართველებს, ასევე, თითქმის ყველა ხალხს აქვს ჩვევა – როდესაც ვინმე დააცემინებს, ვეუბნებით – იცოცხლეო.
  მოკლედ, დიუსელდორფში ვიმყოფებით და უზარმაზარ ეკლესიაში ვატარებთ კონცერტს. დარბაზი ხალხითაა გადაჭედილი. ვმღერით მიცვალებულის ტროპარს. კუპლეტს რომ წარმოვთქვამთ, რა ჟამს გულის ხმაი ავყოთ... კეთდება პაუზა და ვაგრძელებთ სიტყვებით – „სიკვდილი“.
  ვიმღერეთ კუპლეტი, პაუზაა... ამ დროს დარბაზში ვიღაცამ დააცემინა და ჩვენ კი გავაგრძელეთ – „სიკვდილი...“ ხომ წარმოგიდგენიათ, რა სასაცილო მომენტი შეიქმნა. დარბაზში მყოფ ქართველებს სიცილი აუტყდათ და ჩვენც ძლივს ვიკავებდით თავს. იმპრესარიოს ვერაფერი გაეგო (ის გერმანელი იყო) და კონცერტის დასრულების შემდეგ გვკითხა, რატომ ვიცინოდით, როდესაც ყველაფერი ავუხსენით, მასაც გაეცინა და გვითხრა:
– არა უშავს, ვისაც სიკვდილი უსურვეთ, ჩემი სიდედრი იყოო.“

скачать dle 11.3