№25 ბრძნული აზრები
ნიცშე: არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება.
ოთარ ჭილაძე: ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი.
დოსტოევსკი: მე ვარ ოსტატი მდუმარედ საუბრის.
გიბონი: თუ წინსვლას არ განიცდის, ყოველგვარი ადამიანური უკან უნდა წავიდეს.
კაფკა: არა მგონია, ამ სამყაროში იმდენი მოთმინება არსებობდეს, რაც მე მჭირდება.
ყაზბეგი: ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ შეცდომა მისი წესია, უამისოდ კაცი ღმერთი იქნებოდა.
კონსტანტინე: ეს ცხოვრება ბალღის ნიფხავსა ჰგავს, მასავით მოკლე და დასვრილია.
ჰესე: სიტყვები ზუსტად ვერ გადმოსცემენ ჩვენს ფიქრებს. წარმოთქმისას ისინი ოდნავ მახინჯდება და ცოტათი სულელური ხდება.
პოლ ვალერი: ყველაფერი მეორდება, ყველაფერი, რის გამოც არ გაქვს მწუხარება გადატანილი, რაც არ არის გამოსყიდული.
სახარება: თუ იმას, რაც თქვენშია, გარეთ გამოიტანთ, ის, რაც თქვენშია, გიხსნით თქვენ, თუ იმას, რაც თქვენშია, გარეთ არ გამოიტანთ, ის რაც თქვენშია, თქვენვე გაგანადგურებთ.
გოლზუორთი: ფულის არტახები უფრო და უფრო მაგრად ეჭირება, ზნეობა კი უკიდურესად დუნდება.
ჯიბრანი: და ბრძანა ღმერთმა: „გიყვარდეს მტერი შენი“. მე დავუჯერე და საკუთარი თავი შევიყვარე.
გოეთე: კარგი, ვინა ხარ, მაშ, შენ ნეტავ? – მე ვარ ნაწილი იმ დიდი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის.
ოშო: საკითხავი ის კი არ არის, არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, საკითხავია, ხარ თუ არა შენ ცოცხალი სიკვდილამდე.
უაილდი: ქორწინება ისეთივე დამღუპველია, როგორიც სიგარეტი, ოღონდ გაცილებით ძვირი.
ჟვანეცკი: არასოდეს დაქორწინდეთ ქალზე, რომელთანაც ცხოვრება შეიძლება. დაქორწინდით მასზე, ვის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლიათ.