№25 ხაჭოს დიეტა და 3 დღეში მინუს 2 კილოგრამი
ხაჭოში დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტები და ფერმენტებია, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. მასში შემავალი კალციუმი კი ამაგრებს ძვლებს, ფრჩხილებს, კბილებს. თმა უფრო სქელი და მოცულობითი ხდება.
თუ ხაჭოს დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ბევრი წყლის მიღება, რათა ჰიდრობალანსი დაცული იყოს. დღეში – მინიმუმ 2 ლიტრი. ასევე, უნდა მიიღოთ საშუალო ცხიმიანობის ხაჭო. ამ დიეტით დიდი შანსია, 3 დღეში 2 კილოგრამი დაკლოთ.
პირველი დღე
500 გრამი ხაჭო და 500 მილილიტრი კეფირი გაყავით 5 ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში. შუალედებში დალიეთ ბევრი წყალი, მწვანე ჩაი, კენკროვანი ხილის ნაყენი.
მეორე დღე
დღეში ხუთჯერ, მიირთვით 100 გრამი ხაჭო თხილთან, ნიგოზთან, კენკროვან ხილთან ან თაფლთან ერთად.
მესამე დღე
დილით მიირთვით 1 ულუფა შვრიის ფაფა და ჩაი თაფლით. სადილზე – 100 გრამი ხაჭო. ხოლო ვახშმად კი – 100 გრამი ხაჭო და ხილი.