კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რა სქემა შესთავაზა ბერიამ სტალინს ევროპის „გასაწითლებლად“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერია ყველა ღირსებასთან ერთად (მეურნე, დიდი ორგანიზატორი, კრეატიული პიროვნება), დიდი პოლიტიკოსიც იყო და შესანიშნავად ერკვეოდა მაშინდელ საერთაშორისო ვითარებაში... ისტორიკოს-პუბლიცისტი ეგორ მიშკინი წერს: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლავრენტი ბერია შესანიშნავად ერკვეოდა პოლიტიკაში და ზუსტად იცოდა, თუ სად და როგორ მოქცეულიყო, რომ გამარჯვება ეზეიმა. ამ საქმისთვის  კი მოხერხებულად იყენებდა თავის პოსტსა და იმ შესაძლებლობებს, რაც მის ქვემდებარე უწყებას ჰქონდა. ასევე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ბერია იყო სტალინის ინფორმატორი და მრჩევველი პოლიტიკურ საკითხებში. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ლავრენტი ბერიას უმძლავრესი სტრატეგიული დაზვერვა ჰყავდა მსოფლიოში და უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს უშუალოდ პირველწყაროებიდან იღებდა, თანაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აგენტებისგან. ანალიზის უნარს კი ლავრენტი პავლოვიჩისთვის არასოდეს უღალატია და ხშირად ბერია სტალინს უკვე მოფიქრებულ, გამზადებულ სქემებსაც კი აწვდიდა... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „უკვე 1943 წლის მიწურულისთვის ნათელი იყო, რომ ჰიტლერული გერმანია კრახს განიცდიდა. ისიც ნათელი იყო, რომ მოკავშირეები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეეცდებოდნენ, საბჭოთა კავშირი შეეჩერებინათ, მთავრობაში არ შეეშვათ და თუ საჭირო იქნებოდა, ამისთვის მოწინააღმდეგე გერმანიასაც კი შეკვროდნენ. ერთი სიტყვით, ძალიან ჩახლართული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა და საჭირო იყო სწორი გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისი მოქმედება გამარჯვების მისაღწევად. ამიტომ თეირანის კონფერენციის წინ ბერიამ სტალინს კარგად გაანალიზებული გეგმა დაუდო მაგიდაზე და უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, ჩვენი მოკავშირეები შეეცდებიან, თეირანში ისეთ პირობებზე დაგვითანხმონ, რომლის მიხედვითაც ევროპაში ვერ შევალთ და მხოლოდ საზღვრების აღდგენის უფლება გვექნება. ამიტომ, მთელი რიგი ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ჩვენი მოკავშირეები ჩვენი უარის შემთხვევაში მოიმოქმედებენ.
  სტალინი იქვე გაეცნო ბერიას მიერ მიწოდებულ გეგმა-რეკომენდაციებს, რომლებიც იმდენად დაემთხვა მის მოსაზრებებს, რომ ერთი შესწორებაც არ შეუტანია, მოიწონა და სწორედ ბერიას მიერ შემოთავაზებული სქემით ვმოქმედებდით თეირანში მიმდინარე მოლაპარაკებებზე...“
  საბჭოთა ხელმძღვანელობა არა მარტო თეირანის მოლაპარაკებებზე ხელმძღვანელობდა ბერიას მიერ შედგენილი (სტალინის მოწონებული) სქემებით, არამედ მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაშიც. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ სტალინის მიერ „ევროპის გაწითლება“, ბერიას სქემით განხორციელდა... ანუ, საბჭოთა დაზვერვამ და დიპლომატიამ თავიანთი მოღვაწეობა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე გაშალეს და გაააქტიურეს. ეს ყველაფერი კი წითელი არმიის უაქტიურესი საბრძოლო-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფონზე მიმდინარეობდა. პირველი – საბჭოთა დაზვერვამ მიიღო ყველა ზომა, რომ ანგლო-ამერიკელებს ჰიტლერი არ მოეკლათ და 1944 წლის 20 ივლისიდან მოყოლებული საბჭოთა უშიშროების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო ჰიტლერის უსაფრთხოების დაცვა. ფიურერის მოკვლა ომს შეაჩერებდა, რაც სეპარატიულ ზავსა და საბჭოეთის გაჩერებასაც ნიშნავდა, რაც დიდი საფრთხის შემცველი იყო, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, „ვერმახტი“ თავის საბრძოლო სიძლიერეს შეინარჩუნებდა, მთლიანად დასავლეთის კონტროლის ქვეშ მოექცეოდა და ისევ საბჭოეთის წინააღმდეგ შემოაბრუნებდნენ. ამიტომ, საჭირო იყო მისი განადგურება. მეორე მხრივ კი, ევროპაში შესვლა საბჭოეთისთვის მისი სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერის გაფართოება-განმტკიცებას ნიშნავდა და სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენდა. ევროპაში შესვლა და იქ დამკვიდრება კი პოლონეთის გარეშე აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა. პოლონეთი საბჭოთა კავშირისთვის „ევროპის გასაღები“, მთავარი „ქვაკუთხედი“ იყო. ამიტომ პოლონეთი უნდა მოეპოვებინათ. ამის გაკეთება კი ურთულესი საქმე იყო. ურთულესი იმიტომ, რომ პოლონეთი უფრო დასავლეთისკენ იხრებოდა. თანაც, მათ ლონდონში, ეგრეთ წოდებული, დევნილი მთავრობა ჰყავდათ, რომელსაც პოლონელ პარტიზანთა („არმია კრაიოვა“) კარგად ორგანიზებული და გაწვრთნილ-შეიარაღებული 350-ათასიანი არმია ემორჩილებოდა. ამგვარად, ისეთი სიტუაცია იქმნებოდა, რომ თუკი ამ ძალებს ვერ მოელაპარაკებოდნენ, მაშინ მათთან შეტაკება მოუწევდათ, რაც ყოველმხრივ წამგებიანი იყო. ეს „კომბინაცია“ მშვენივრად იცოდნენ მოკავშირე ბრიტანელებმაც და ჩერჩილი, ფაქტობრივად, წინასწარ ზეიმობდა „წითლების“ (საბჭოეთის) ევროპაში არდაშვებას... თუმცა, ბერიას ეს მომენტი ოსტატურად ჰქონდა გათვლილი და მოკავშირეებს, სწორედაც რომ, გროსმაისტერული კომბინაცია გაუთამაშა. „არმია კრაიოვა“ პოლონელი ნაციონალისტებისგან შედგებოდა და ისინი ვერ იტანდნენ კომუნისტებსა და ებრაელებს. ამიტომ ებრაელებს ანადგურებდნენ. ბერიას პატრონაჟით კი 1944 წლიდან საგრძნობლად გაძლიერდა ებრაელ პარტიზანთა შენაერთები. მათ საბჭოეთიდან დიდძალი იარაღი მიაწოდეს, სამხედრო ინსტრუქტორები მოახმარეს და სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ „არმია კრაიოვას“, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდა ებრაელ პარტიზანებსა და ხშირად ფაშისტებთანაც კი შედიოდა ალიანსში. ამგვარად, ამ პოლონურ დაპირისპირებაში ებრაულმა შენაერთებმა გაიმარჯვეს და სწორედ, მათმა ძალებმა მოახერხეს 1947 წელს პოლონეთში ძალაუფლების მოპოვება, მთელი ქვეყნის კონტროლი და პროსაბჭოური რეჟიმის დამყარება. ეს კი ცალსახად ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ძალისხმევის შედეგი იყო.“

скачать dle 11.3