კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ შევივსოთ იოდის დეფიციტი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

იოდი ადამიანის ორგანიზმში  პირველადი მნიშვნელობის ნივთიერებაა. ამ ელემენტზე უამრავი რამ არის დამოკიდებული: ხასიათიდან და კარგი ძილიდან დაწყებული – ჯანმრთელი ორსულობითა და დაბადებით დამთავრებული. ინტელექტის მონაცემები კი პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში იოდის არსებობასთან.
* იოდი არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას;
* აღადგენს ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს;
* ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტაბილიზაციას;
* აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის ნებისმიერი რგოლის წარმართვას, ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას;
* დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოსექსუალურ სფეროზე;
* ვინაიდან იოდი ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის სინთეზში მონაწილეობს, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციათა განსახორციელებლად, რომელთა წყალობითაც ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები;
* მოქმედებს ზრდა-განვითარებაზე – იოდი მონაწილეობს ძვალ-ხრტილოვან ქსოვილთა უჯრედების პროლიფერაცია-გამრავლებაში, უზრუნველყოფს სხეულის ნორმალურ ზრდას;
* ასტიმულირებს ცილების სინთეზს და აუმჯობესებს კუნთებში კრეატინფოსფატის ცვლას, საბოლოოდ კი ხელს უწყობს კუნთების უკეთ შეკუმშვა-მოდუნებას;
* ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით, ლიპიდებისა და ნახშირწყლების;
* ზრდის ადამიანის ფიზიკური შრომის უნარს, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ხელს უშლის გადაღლას.
*  ხელს უწყობს ნერვული სისტემის ორგანიზებას – იოდი უზრუნველყოფს ნერვული სისტემის უჯრედთა ზრდას, აუმჯობესებს ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას, განსაკუთრებით – ბავშვებში, აწესრიგებს ადამიანის ემოციურ ფონს და აღკვეთს ზედმეტ გაღიზიანებას;
როგორ დავადგინოთ, არის თუ არა ორგანიზმში იოდის ნაკლებობა? იოდდეფიციტური დაავადების გამოვლინება მრავალმხრივია, შესაბამისად, სიმპტომებიც ძალზედ მრავალფეროვანია. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: უმადობა, სწრაფი დაღლა, ცუდი განწყობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, კბილების დაშლა, სმენის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, ხშირი თავის ტკივილები, დაქვეითებული იმუნიტეტი, ხშირი გაციებები და ინფექციური დაავადებები, ტკივილი გულის არეში, ქოშინი.
  ყველა ადამიანმა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში უნდა მიიღოს მისი ორგანიზმისთვის საჭირო იოდის რაოდენობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, იოდის დღიური ნორმებია: 90 მიკროგრამი – ბავშვებისთვის დაბადებიდან 5 წლამდე, 120 მიკროგრამი – 5-დან 12 წლამდე, 150 – მოზარდები (12 წლიდან) და ზრდასრულები, 250 მიკროგრამი – ფეხმძიმე და მეძუძური დედები.
  ქლორირებული წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ფარისებრი ჯირკვლიდან აძევებს იოდს, ამიტომ ასეთი წყლის მიღების დროს საკვებში იოდის დამატებაა საჭირო. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მიიღეთ იოდშემცველი პროდუქტები: თევზი (კამბალა, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა) და ზღვის პროდუქტები, თევზის ქონი, ზღვის კომბოსტო; რძის პროდუქტები; ბურღულეული (წიწიბურა, ფეტვი); თაფლი, ლიმონი, ნიგოზი; იოდიზირებული მარილი. ის ერთადერთი მინერალია, რომელიც საკვებს სპეციალური ქიმიური დამუშავების გარეშე ემატება. ამასთანავე, მას მოიხმარს მოსახლეობის ყველა ფენა, განურჩევლად სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსისა. მისი დღიური ნორმის დიაპაზონი (საშუალოდ 5-10 გრამი) მცირეა და არ არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, სეზონზე. იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის მარილის მოხმარების გაზრდა არ არის საჭირო, მაგრამ იოდდეფიციტის სიმძიმის კვალობაზე შეიძლება, ადეკვატურად გაიზარდოს მარილის იოდირების პროცენტი. მარილის იმ დოზით იოდირება, რომელიც ყოველდღიურად 150-250 მიკროგრამი იოდის მიღებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა, მათ შორის, მათთვისაც, ვისაც იოდდეფიციტი არ აღენიშნება.
скачать dle 11.3