კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ჭეშმარიტების გზაზე

აბების ნაცვლად – ავტომობილი
მამა ეპიფანეს ნეტარხსენებულმა მამამ, იოანემ, პენსიაზე გასვლისას ერთდროულად ფულადი დახმარებაც მიიღო და პატარა მანქანის ყიდვა მოისურვა, რათა სოფელში სიარული გაადვილებოდა.
მამა ეპიფანემ ეს გადაწყვეტილება არ მოუწონა, რადგანაც იმ დროს ავტომობილები მხოლოდ მდიდრებს ჰქონდათ და ფუფუნებად მიიჩნეოდა. მამა კი მანქანის ყიდვის გასამართლებლად ჯიუტად პოულობდა ახალ-ახალ მიზეზს, რომელთაც მისი ვაჟი წარმატებით აცამტვერებდა.
ბოლოს იოანემ, მისი აზრით, მოძებნა არგუმენტი, რომელიც შვილის წინააღმდეგობას უეჭველად გატეხდა. გახარებულმა აცნობა, რომ როცა იოანეს მკურნალმა ექიმმა გაიგო მისი გულისნადები, ურჩია ავტომობილის ყიდვა, რადგან ეს ფსიქოლოგიურად განტვირთავდა და დადებითად იმოქმედებდა მის სნეულ გულზე.
როდესაც მამა ეპიფანემ ეს ბოლო დასაბუთება მოისმინა, მახვილგონივრულად შენიშნა.
– მამა, გინდა თქვა, რომ ექიმმა რეცეპტით აბების მაგიერ ავტომობილი გამოგიწერა?
ხილვები და სასწაულები
– გერონდა, ოდესმე რაიმე ხილვა ხომ არ გქონიათ?
– არა, შვილო ჩემო, არც მქონია და არც ნახვის სურვილი მაქვს. მე მხოლოდ საკუთარი ცოდვების ხილვა მსურს.
თავაზიანობა და წინდახედულება
ერთხელ მამა ეპიფანე ათენის ერთ-ერთ ტაძარში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც დაუჯდომელს კითხულობდნენ. საუბედუროდ, იგი წინამძღვარმა შეამჩნია და მასთან საუბარი გააბა. მამა ეპიფანე მოგვიანებით გვიყვებოდა: „ეს მღვდელი ენას არ აჩერებდა, საერთოდ ვერ შევძელი მსახურებისთვის ყური დამეგდო. მაგრამ, რომ არ სწყენოდა, არაფერი მითქვამს. ამიტრომაც სახლში დაბრუნებისას ეპიტრაქილი გავიკეთე და თავად წავიკითხე დაუჯდომელი“.
***
როდესაც მამა ეპიფანეს მოუხდებოდა ისეთი ოჯახის მონახულება, სადაც მისი ახლობელი სულიერი შვილები არ ცხოვრობდნენ, იგი არასოდეს იწყებდა შთაგონებულ მისიონერობას ან სწავლებას. მათთან მარტო უბრალო, ყოფით პრობლემებზე მსჯელობდა. მხოლოდ მაშინ იძლეოდა რჩევებს ან ეხებოდა სულიერების საკითხებს, როცა შეეკითხებოდნენ.
***
ავადმყოფობის დროს მამა ეპიფანეს ბევრი სთავაზობდა ნაირგვარ ტკივილგამაყუჩებელ მალამოს. ისიც ყველას ართმევდა, რათა ადამიანებს არ სწყენოდათ. მკურნალი ექიმი ურჩევდა, უსარგებლო წამლებზე უარი ეთქვა. ის კი უპასუხებდა:
– შვილო ჩემო, ხალხს ისინი სიყვარულით მოაქვს. უარი ვუთხრა და ამით გული ვატკინო – ეს არ იქნება კარგი.
***
მამა ეპიფანეს სულიერი შვილი, ღვთისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი, ერთხელ მასთან სახლში მივიდა. იგი შეესწრო ბერის სატელეფონო საუბარს უნივერსიტეტის მასწავლებელთან. როდესაც მოძღვარმა ყურმილი დაკიდა, მისი ჭკუითა და ცოდნით დატყვევებულმა სტუდენტმა უთხრა:
– გერონდი, აზრად მომივიდა, რომ არ ვარ ღირსი, მე, უბრალო მოკვდავს, სულიერ მამად ისეთი ადამიანი მყავდეს, როგორიც თქვენ ხართ. იქნებ საჭიროა, სულიერი მამა შევიცვალო?
მამა ეპიფანეს ამ სიტყვებმა გული აუჩუყა, ცრემლი მოადგა. მხარზე ხელი მამობრივად დაარტყა და წარმოთქვა:
– შვილო ჩემო, ასე აღარასოდეს ილაპარაკო! პირიქით, ეს მე მმართებს, გკითხო: ღირსი ვარ თუ არა, მყავდეს ისეთი სულიერი შვილები, როგორებიც თქვენ ხართ? აქ ჯვარცმის წინაშე გეუბნები, რომ თითოეული თქვენგანი ჩემთვის უფრო ახლობელია, ვიდრე უნივერსიტეტის ათი პროფესორი.
„არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი და ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან“
скачать dle 11.3