კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 შეაყვარე თავი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


  ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიყვარულის კონტროლი შეგვიძლია. ზოგადად, ეს მხოლოდ ძირითადი ფსიქოლოგიური ემოციაა, როგორიც შიში, მწუხარება, სიხარული, სიბრალული და სხვა, რომელთა დარეგულირებაც შესაძლებელია, თუ კარგად გავაკონტროლებთ.
როგორც აღმოჩნდა, სიყვარული სულაც არ არის „ბედი“. ეს ბიოლოგიური, ქიმიური და ფსიქოლოგიური „მექანიზმების“ სწორად გამოყენებით მიიღწევა, ასე რომ, ადამიანისთვის თავის შეყვარება სავსებით შესაძლებელია სწორი მიდგომით, მოთმინებითა და გონიერებით.
გაითვალისწინეთ, ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმალური გრძნობა მაინც თქვენ მიმართ. შემდეგ კი უკვე საშუალება გეძლევათ, სწორი ქმედებით მარტივად გადააქციოთ ეს გრძნობა ნამდვილ და ღრმა სიყვარულად.
1. იყავით მასთან ახლოს, მაგრამ მიეცით საშუალება, რომ მოენატროთ
ალბათ, ყველას გვიოცნებია ისეთი ადამიანის პოვნაზე, რომელსაც ჩვენს გრძნობებზე მოვუყვებოდით და ბედნიერად ვიცხოვრებდით ერთად. თუმცა, რეალურ სამყაროში ასე მარტივად არ ხდება, ამიტომაც საჭიროა, განსაკუთრებული ტაქტიკა შევიმუშაოთ.
რა თქმა უნდა, დროის ერთად გატარება კარგია, როცა გრძნობები ორმხრივია. ეს საჭიროა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, ყინულის გასადნობად და კავშირის დასამყარებლადაც. მაგრამ ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ რამდენიმე პაემნის შემდეგ შეისვენოთ (მაშინაც კი, თუ ამის საჭიროებას ვერ ხედავთ). ეს ქცევა პარტნიორს მის ცხოვრებაში თქვენი არყოფნის დეფიციტს აგრძნობინებს, გარდა ამისა, ამ ტაქტიკის მეშვეობით:
* ერთმანეთით არ დაიღლებით (დროის გასვლასთან ერთად გრძნობები ახალი აღარ არის და ამიტომ საჭიროა, ძნელად მისაღწევის როლი ითამაშოთ);
* მას საშუალებას მისცემთ, გაიაზროს, რა სასიამოვნო და მნიშვნელოვანია თქვენთან ურთიერთობა (შეზღუდული და იშვიათი რაღაცები ყოველთვის უფრო მიმზიდველია);
* ამ პერიოდში გრძნობების კონტროლს ისწავლით და ცივი გონებით ფიქრს შეძლებთ.
2. პირველ პაემანზე არ შეჭამოთ ნაყინი
სოციალური ფსიქოლოგი ჯონ ბარგი, სოციალურ ქცევაში გაუცნობიერებელი ქმედებების როლს შეისწავლის. მისი კვლევის მიხედვით, ადამიანის სხეულის ტემპერატურასა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის საინტერესო კავშირი არსებობს. აღმოჩნდა, რომ როცა ფიზიკურად სითბოს ვგრძნობთ, უფრო სასიამოვნო და სხვა ადამიანების მიმართ მეგობრულები ვართ. ამ ხრიკის გამოყენება ურთიერთობებშიც შეგიძლიათ. მაგალითად, პირველ პაემანზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოიპოვოთ ადამიანის ნდობა. ამიტომაც, კარგად დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, შემდეგ ჯერზე პაემნისთვის აარჩიეთ თბილი ადგილი, საჭმელი და სასმელი.
3. ყურადღება მიაქციეთ ხანგრძლივ კონტაქტს თვალებით
ჰარვარდის ფსიქოლოგმა ზიკ რუბინმა ჩაატარა კვლევა, რათა გაეგო, შესაძლებელი იყო თუ არა სიყვარულის გაზომვა. მან პასუხი თვალებში იპოვა, უფრო სწორად, სიხშირეზე და ხანგრძლივობაზე, თუ როგორ და რამდენ ხანს უყურებენ წყვილები ერთმანეთს თვალებში. აღმოჩნდა, რომ წყვილები, რომლებსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი, საუბრის 75 პროცენტის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში უყურებენ და სხვა მხარეს უხალისოდ თუ გაიხედავენ. ჩვეულებრივ სიტუაციებში, ადამიანები ერთმანეთს თვალებში დროის 30-60 პროცენტის განმავლობაში უყურებენ. მართალია, თვალებში ყურებით ვერ დაასკვნით, რომ ადამიანს ნამდვილად უყვარხართ, მაგრამ ეს შეგიძლიათ გახადოთ თქვენი შეყვარების მიზეზი. როცა ვიღაცას თვალებში დიდხანს და ხშირად უყურებთ, მისი გონება იმახსოვრებს, როგორია „სიყვარულით შემოხედვა“ და იწყებს თქვენზე რომანტიკულად ფიქრს. ნერვული სისტემა კი ისეთი ნივთიერების გამოყოფს, რომელსაც სიყვარულამდე მივყავართ. ეს შეგრძნება ცნობილია „მუცელში პეპლების ფარფატის“ სახელით, ასევე იზრდება გულისცემის სიხშირე და თბება ხელისგულები.
4. უთხარით მას რამე უცნაური/უხერხული საკუთარ თავზე
აშკარაა, გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანები მეტ სიმპათიას იმსახურებენ გარშემო მყოფთაგან. ამიტომაც თუ უშიშრად უამბობთ ფაქტებს თქვენს ცხოვრებაზე,  ადვილად მოაწონებთ თავს. დაიმახსოვრეთ ეს პატარა ხერხი: როცა ვინმეს საიდუმლოს ანდობთ, თქვენ შორის განსაკუთრებული კავშირი მყარდება და იმ ადამიანს თქვენ მიმართ ნდობა უღრმავდება.
5. არაფერი გააკეთოთ! მიეცით უფლება, მან გააკეთოს რამე თქვენთვის
როცა კარგ რამეს ვაკეთებთ ან ვინმეს ვეხმარებით, თავს კარგად ვგრძნობთ, საკუთარი თავით კმაყოფილი ვართ და იმ ადამიანის მიმართ, ვისაც დავეხმარეთ, თბილად განვეწყობით. როცა ჩვენს საქციელს ვაფასებთ, საკუთარ თავს გულუხვ ადამიანებად მივიჩნევთ და ვარწმუნებთ, რომ ეს ადამიანი იმსახურებდა იმას, რაც გავუკეთეთ. საბოლოოდ კი, ემოციებს იქით მივყავართ, რომ ამ ადამიანის მოწონებას ვიწყებთ.
მეორე მხრივ, როცა ვინმე ჩვენთვის რაღაცას აკეთებს, ესეც მოგვწონს. მაგრამ ეს სიტუაცია სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული და ზოგჯერ სულაც არ არის კარგი. როგორც წესი, თავს ვალში ვგრძნობთ და გვიჩნდება ფიქრები, თითქოს რამით უნდა გადავუხადოთ.
6. შექმენით საიდუმლო ენა მხოლოდ თქვენ ორისთვის
ამაში იგულისხმება ხუმრობები, სპეციალური სიტყვები, ლაპარაკის მანერა, უნიკალური ჟესტები – საიდუმლო ენას ის ადამიანები იგონებენ, რომლებსაც მართლა ესმით ერთმანეთის და ბევრი საერთო აქვთ. შეიძლება, მოგწონდეთ ერთი და იგივე ფილმი, კომედიური შოუ, სიმღერა, წიგნი ან თქვენს პირველ პაემანზე მოხდა რამე სასაცილო შემთხვევა, რისი ხუმრობად გადაქცევაც შეიძლება. არ დაივიწყოთ ასეთი პატარა დეტალები.
როცა „თქვენს“ ფრაზას ყოველდღიურ საუბარში იყენებთ, თქვენი ურთიერთობა უკვე ახალ ეტაპზე გადადის, ხდება უფრო ძლიერი და ინტიმური. ამ დასკვნამდე ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრები მივიდნენ.

скачать dle 11.3