კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 უსაფრთხოები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ თბილისს მზიანს და ბათუმს ქათქათას

  მართალია, ჩვენმა მთავრობამ მოგვიწოდა, რომ ზაფხულის სეზონი საქართველოში გავატაროთ (უცნობია, იმავე მოწოდებით გამოვიდნენ თუ არა სხვა ქვეყნების პირველი პირებიც), თუმცა „ფორბსმა“ მოგზაურობისა და ტურიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილების სია გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილას ჩვენი თბილისია, ხოლო მეშვიდეზე - ბათუმი, მათ შორის კი ადგილებს ინაწილებენ:
კორფუ (საბერძნეთი), კავთათი (ხორვატია),  აზორის კუნძულები (პორტუგალია), პრევეზა (საბერძნეთი), ალენტეჯო (პორტუგალია);
  ხოლო ბათუმის შემდეგ რიგში დგანან:  ზაგრები (ხორვატია), ალგარვე (პორტუგალია), სიბიუ (რუმინეთი), კოტორი (მონტენეგრო), რიეკა (ხორვატია), ვარშავა (პოლონეთი), ვენა (ავსტრია), ბოინჯი (სლოვენია).
  ამასობაში კი, შესაძლოა, იმიტომაც, რომ პირბადეები ნიკაპებზე გვიკეთია, დეზობარიერები კი უმეტესწილად გამომშრალია, ოფიციალურად გვაუწყებენ, რომ დამატებითი შემთხვევებია და რამდენიმეს პირველწყაროს ვერ აგნებენ.
  მართალია, მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, რომელთა აზრითაც, რასაც არ მიიზიდავ ანუ რისიც არ გეშინია, ის არც გემართება და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აზრებისა და შიშების შედეგია, მაგრამ, რაკი ისიც ვიცი, რომ საერთო დედამიწური პოლიტიკაა, თითქოს სასიკვდილო პანდემიაა გავრცელებული (რის შედეგადაც ადამიანების ფსიქიკაც ზიანდება და ეკონომიკაც) და, შესაბამისად, მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც ამ პოლიტიკის დამგეგმავ-განმხორციელებლებზეა დამოკიდებული, ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ მათ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, პირაკრულებსა და ეკონომიკაგაჩერებულებს კიდევ დიდხანს დაგვტოვებენ.
  აქედან გამომდინარე (ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო), ვფიქრობ, პირბადეებიდან და იზოლაციიდან სწრაფად გათავისუფლების მიზნით, უპრიანი იქნება, თუ გარეგნულად მაინც დავყვებით მათ ნებას (ბოლოს და ბოლოს, დეზობარიერი მისწრებაა ჩვენს მტვრიან ქალაქებში), ვინაიდან ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.
  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დედამიწაზე ისეთი დროებაა, ანდაზებითა და უკვდავი კლასიკიდან ციტატებით თუ შემოვუძახებთ საკუთარ თავებს.


скачать dle 11.3