კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 პარაზიტიზმი სეპარატისტულად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

რუსული ფულით - აფხაზური დამოუკიდებლობა

  თუკი მსოფლიოს სახელმწიფოები იმის იმედად არიან, რა თანხას გამოუყოფენ მათ საერთაშორისო ორგანიზაციები და ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანებები, ჩვენებურ აფხაზ სეპარატისტებს მზერა ისევ მოსკოვისკენ აქვთ მიმართული. ახლად არჩეული „პრ.“-ის, ასლან ბჟანიას თქმით, დე-ფაქტო აფხაზეთს 2020 წელს ერთი კაპიკი რაა, ისიც კი არ მიუღია რუსეთიდან.
  უფრო მეტიც, 2020-2022 წლებში რფ-ის მიერ დე-ფაქტო აფხაზეთის დაფინანსება რაღაც ხარისხით გადაიხედებაო, თუმცა ბჟანიამ მაინც დაამშვიდა თანამემამულეები, რომ მოსკოვში ბოლო ვიზიტისას ის დაარწმუნეს, რომ 2020 წელს დაფინანსების ოდენობა არ დაიკლებს (აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს რფ მათ 65 მილიონ აშშ დოლარს დაჰპირდა 2020-2022 წლებისთვის, თუმცა მაშინ კორონა არ ყოფილა და არც ბჟანია იყო „პრ.“-ი).
  რაც ყველაზე საინტერესოა: ბჟანიამ აფხაზ „დეპუტატებს“ აუწყა, რომ მოსკოვში ბოლოჯერ ყოფნისას რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მას რფ-ს მოქალაქეებისთვის მიწისა და სხვა უძრავი ქონების მიყიდვის უფლების მინიჭების შესახებ შეახსენეს (ეს ის თემაა, რომელსაც აფხაზები არ ყაბულდებიან, მოსკოვისთვის კი, სწორედ, ესაა მთავარი სამიზნე).
  აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ 2020-2022 წლების დახმარება, სწორედ, აი, ამ მიზნის მიღწევაზე იქნება დამოკიდებული (სავარაუდოდ, ან რფ მიიღებს ამ უფლებას, ან ბჟანიას ჩამოაგდებენ). აშკარაა, კრემლმა სარფიანი დრო შეარჩია (არა მხოლოდ დე-ფაქტო აფხაზეთია ჩიხში) მათზე ზეწოლისთვის, თუმცა მაინც უცნაურია, რომ აფხაზ სეპარატისტებს რუსული დაფინანსებით რომ სწყურიათ  დამოუკიდებლობა.



скачать dle 11.3