კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 განრიდებული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ჯანდაბისკენ

  რაკი სიყვარულნარევი პარტნიორობა ისეთი რამაა, რომ მოყვარულის გული სიყვარულის ობიექტის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს „პრ.“-მა ბიბილოვმა პრ.-ი პუტინი მოინახულა (ჭეშმარიტ გრძნობებს, აბა, რა კორონა დაიჭერს?!), „იუჟნაია ოსეტიაში“ დაბრუნებული კი საზოგადოებას განერიდა (ვაითუ, მოსკოვიდან ვირუსი ჩამოვიტანეო).
  ამასობაში გავარკვიეთ, რომ ოს სეპარატისტთა ზემოხსენებულ ლიდერს რეზიდენციაც ჰქონია და მერე რა, რომ ჯავაში და სწორედ იქიდან ამუშავებს „ონლაინ“ რეჟიმში სეპარატისტული მთავრობის წევრებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მოსკოვში „პრ.“-ი ბიბილოვი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად იმყოფებოდა და, როგორც ყველა კანონმორჩილი მოქალაქე, დაჰყაბულდა 2-კვირიან კარანტინს.
უდიდესი ალბათობით, დიდი არაფერი საქმეები ექნება მოსაგვარებელი ან, ნეტავ, ჯავაში ინტერნეტი – საიდან, თუმცა მეტი უსაფრთხოებისთვის, ურიგო არ იქნებოდა და მეც უარს არ ვიქნებოდი, მის ჯანდაბაში განრიდებისაც.


скачать dle 11.3