კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რამდენჯერ გადაურჩა სიკვდილს რუსკა ქარქაშაძე და როგორ გაეპარა ის დედას სახლიდან შიშველი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  17 წლის მსახიობი, ჩოგბურთელი, მოცეკვავე და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე საკმაოდ ენერგიული და მიზანდასახული ადამიანია. ფაქტია, მის ასაკში, ბევრს შრომობს და შედეგებსაც აღწევს. მომავალ წელს ამერიკაში გეგმავს სიმაღლეების დაპყრობას. თუმცა, მანამდე, სულ მალე, მას ერთ-ერთ ტელევიზიაში წამყვანად ვიხილავთ.
  რუსკა ქარქაშაძე: ძალიან ცელქი, ცნობისმოყვარე და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ცოტა ბიჭური. ბევრჯერ გავპარულვარ სახლიდან.  მაგალითად, ორი წლის ასაკში, სულ ტიტველი გავეპარე დედას სახლიდან და ჩავედი მეტროში. იქ მეზობელმა შემამჩნია და დედას დაურეკა (იცინის). თუმცა ყველა დეტალს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, ბევრი მცოდნოდა. ეს ბევრის ცოდნა კი, რაღაცებში ხელს მიშლიდა, რადგან ფიქრით ღამეები არ მეძინა.
– ცელქობისა და გაპარვების გამო არ გსჯიდნენ?
– ორი წლის ასაკში როგორ დამსაჯეს, არ მახსოვს. მკაცრი მშობლები არ მყავს და თუ ცუდად ვიქცეოდი, ჩემი დასჯა იყო ტელეფონის ჩამორთმევა და კომპიუტერთან არ დაჯდომა. ველოსიპედი მიყვარდა, ხშირად ვარდებოდი და მუხლები სულ გადატყაული მქონდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებამდე“ ორი კვირით ადრე ზებრაზე გადავდიოდი და მანქანა დამეჯახა, მაგრამ ღმერთის წყალობით, გადავრჩი. ათი დღე ვიწექი, ოთხ დღეში ცეკვა ვისწავლე და პარკეტზე გამოვედი. სამჯერ ვარ ავარიაში მოყოლილი.
– ესე იგი, ხიფათი სულ თან დაგდევს?
– სხვათა შორის, სერიოზულ ავარიაში მოვყევი, მაგრამ იღბლიანი გოგო ვარ (იცინის). ნათესავებთან
ერთად ვიყავი, უკან ვიჯექი მანქანაში, მოცურდა მანქანა, დავეჯახეთ შუქნიშნის ბოძს, ჩამოვარდა და დაგვეცა, ვიტრიალეთ, გადავყირავდით.... მოკლედ, ყველაფერი დაგვემართა, მაგრამ რომ გადმოვედით, ნაკაწრიც კი არ გვქონდა. თან, ეს ახალ წლამდე მოხდა და გადარჩენა დამებედა (იცინის). ერთხელ კი, გადაღებიდან მოვდიოდი, მძღოლს ჩაეძინა, მანქანა მოცურდა და ბეწვზე გადავრჩით. ჩემს მხარეს შუშები ჩაიმსხვრა, მაგრამ მაშინაც გადავრჩი.
– ჩოგბურთს თამაშობ და სპორტული ტრავმა თუ გაქვს მიღებული?
– როცა სპორტსმენი ხარ, ტრავმები სულ არის. თან, ვცეკვავ და ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ. ვფიქრობ, ის დადებითი ენერგიები და ემოციები, რასაც
კოსმოსში ვუშვებ, ჩემზე  კარგად მოქმედებს. ბედისწერისაც მჯერა და იმისიც, რომ რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება. თუმცა, ბედისწერის შეცვლაც შეიძლება.
– თუ გიცდია ბედისწერის შეცვლა?
– გამიზნულად არ მიცდია, მაგრამ მგონია, ყველა კარგი და ცუდი საქციელი, ადამიანის ცხოვრებას ცვლის. თუმცა, ზოგადად, თუ რამეა მოსახდენი, აუცილებლად მოხდება. მე  ვცდილობ, დადებითი ემოციებით შევცვალო ჩემი ბედისწერა. ასე რომ, ჩემი ცხოვრების კალაპოტი ბევრჯერ შევცვალე. როცა რაიმე ცუდი ხდება, მისი კარგი მიმართულებით წაყვანა ჩემთვის ცხოვრების კალაპოტის შეცვლაა. შესაბამისად, თუ რაიმე ცუდი ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვცდილობ, დადებითად შევხედო და დადებით მხარეს წავიყვანო.  ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი დადგა, როცა ბებია გარდაიცვალა. ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, დავითრგუნე. როცა სახლში ვამბობდი, მსახიობობა  მინდა-მეთქი, მხოლოდ ბებო მიჭერდა მხარს. მის გარდაცვალებას ვერასდროს მოვინელებ, სულ მენატრება. სხვათა შორის, ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს, ბევრჯერ ასრულებულა ჩემი ნათქვამი და სიზმრებსაც ვაკონტროლებ. ბებოს გარდაცვალებაც ვიგრძენი. არასდროს ვაცდენ გაკვეთილებს. ბებია შორს ცხოვრობდა და მაშინ პირველად გავაცდინე ინგლისური და მასთან წავედი.  დიდი ხნის უნახავი მყავდა. ვნახე, მოვისიყვარულე და წამოვედი. იმ საღამოს გარდაიცვალა.
ორი თვის უნახავი მყავდა და შინაგანად ისე ავფორიაქდი, მივხვდი, იმ დღეს აუცილებლად უნდა მენახა. იქიდან რომ წამოვედი, გზაში დამირეკეს და მითხრეს, ცუდად არისო. ყველაზე პოზიტიური ადამიანი იყო, თანამედროვე, გამგები, ნებისმიერ თემაზე თამამად ვესაუბრებოდი. ძალიან დამაკლდა, თუმცა სიზმრად ხშირად მოდის. სულ მეუბნებოდა: რაც შეიძლება მეტი ისწავლეო. მისი სიზმრად ნახვის მერე კი გრძნობები მიორმაგდება და ვხვდები, რა უნდა გავაკეთო.  მომავალ წელს ამერიკაში მივდივარ და ჩემი მიზანია, წითელ ხალიჩაზე გავიარო და  „ოსკარი“ ავიღო. თუ ეს მოხდა და შევძელი, სცენიდან პირველი მადლობა ბებოსთვის იქნება.
– წინათგრძნობა გასაგებია, მაგრამ სიზმრების კონტროლი როგორ ხდება?
- რაც მინდა, ყოველთვის ის მესიმზრება. ალბათ, ამაზე ბევრს ვფიქრობ.  
– სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამ ფოტოებს დებ. ზოგი ამბობს, რომ შენს ასაკში ეს ადრეა, ზოგსაც მოსწონს შენი ასეთი სითამამე. ამაზე რას მეტყვი?
– ვფიქრობ, არ მაცვია ისე, რომ ვიღაც გავაღიზიანო. თუმცა, სანამ ახალგაზრდა ვარ და შემიძლია, ის, რაც კარგი მაქვს, გამოვაჩინო, ზომიერების ფარგლებში უნდა გამოვაჩინო. ყოველთვის ვიცავ ოქროს შუალედს და არ ვფიქრობ, რომ მუცლის ან ფეხის გამოჩენა კატასტროფაა. სხვათა შორის, პატარა რომ ვიყავი, მამა მიშლიდა მოკლეს ჩაცმას, ახლა კი მიხვდა, ისე არ ჩავიცამ, ცუდად ჩანდეს და აღარაფერს მეუბნება. ჩემი ოჯახის წევრებს უკვირთ ხოლმე, როგორ ხარ ასეთი მშვიდი კრიტიკის მიმართო. არ ვთვლი საჭიროდ უაზრო კომენტარების კითხვაში დრო დავხარჯო. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ თუ შურს ვხედავ, არც კი მიმაქვს სმენის აპარატამდე. ნერვებს ვუფრთხილდები და არ ვიშლი.
– უარმავი თაყვანისმცემელი გყავს და მათთან როგორ ურთიერთობ?
– მყოლია „გაგიჟებული“ თაყვანისმცემლებიც, მაგრამ ყველა ადამიანს თავისებურად უნდა მიუდგე და მათთან დღემდე ვმეგობრობ. ნერვების აშლა კი არა, სწორი მიდგომა უნდა შეგვეძლოს.
– გავიგე, სულ მალე ტელეეკრანზეც გამოჩნდები. ეს სიმართლეა?
– დიახ, ერთ-ერთ ტელევიზიაში მიმიწვიეს და სულ მალე გამოვჩნდები ტელეწამყვანის ამპლუაში. თუმცა, დეტალებს ჯერ ვერ გავაჟღერებ. ბევრს უკვირს, ამდენს როგორ ახერხებ – ჩოგბურთი, სწავლა, ცეკვა, გადაღებებიო... სულ დაკავებული ვარ, სახლიდან ადრე გასული გვიან ვბრუნდები და დედაჩემი მეხუმრება: ჩვეულებრივი „დვარნიაშკა“ ხარო (იცინის).
P.s სტატიაში გამოყენებული ფოტოს ავტორია მარიამ კალანდაძეს

скачать dle 11.3