№24 დალი ჩიტალაძე: მე სულ ასეთი ვარ – არც გაჭირვებას შვუცვლივარ, არც ტრაგედიას
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ყველასთვის კარგად ცნობილ, სილამაზით, ორიგინალური სტილითა და პოზიტიური განწყობით გამორჩეულ ქალბატონს – დალი ჩიტალაძეს ცხოვრებაში არაერთი ტრაგედიისა და სტრესის გადატანა მოუხდა, თუმცა, მოახერხა, ისეთად დარჩენილიყო, როგორსაც ბავშვობიდან იცნობენ.
დალი ჩიტალაძე: არავის სჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაშიც შეიძლება, რამე პრობლემა არსებობდეს. ჰგონიათ, რომ ყოველთვის ყველაფერი გადასარევად მაქვს. იმიტომ, რომ პრობლემების არსებობას არც არასოდეს ვიმჩნევ. ტრაგედიაც ბევრი მქონია ცხოვრებაში, ჩემი დაც და ძმაც მოულოდნელად გარდაიცვალნენ. ამით გამოწვეული შოკიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის. მგლოვიარე და ცუდ განწყობაზე მყოფი ადამიანი არავის უნდა. უფრო სწორად, ძალიან რთულია, როცა შენს სიმძიმესა და პრობლემას სხვას ახვევ. ყველას ჩვენ-ჩვენი პრობლემა გვაქვს და ერთმანეთს როგორღაც უნდა შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. აბა, რისთვის ვარსებობთ ადამიანები?!
– როცა ყოფით პრობლემებს ეხება საქმე, გაცილებით მარტივია „გადაგორება“. მაგრამ დისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ რა დაგეხმარათ ცხოვრებისადმი კეთილგანწყობისა და სილაღის დაბრუნებაში?
– დიდი რწმენა მაქვს, რომ სადაც წავიდნენ, იქ ძალიან კარგად არიან. მოხუცი მშობლებისთვის როგორი ტკივილია ორი შვილის დაკარგვა, მათსა და ჩემი ოჯახის წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მთელი ცხოვრება მეგობრებისა და ახლობლებისთვის იმედი ვარ. საბედნიეროდ, მეგობრებიც ასეთები მყავს. ამიტომაც ყოველთვის ახალ საქმეს ვიგონებ, სულ სიახლის სურვილი მაქვს, რომ ჩემი ფიქრები პოზიტივისკენ წავიდეს. მინდა, ადამიანებს ვასიამოვნო და სიკეთე გავუკეთო. სამყარო ყოველთვის გაჯილდოებს პოზიტივით.
– როგორც ამბობენ, უკან გიბრუნებს იმ ენერგიას, რასაც გასცემ.
– აუცილებლად, მე ამის მჯერა. მე ასეთი ვარ. ზოგს ჰგონია, რომ ჩემი სიცილი არაბუნებრივია, ზოგს აღიზიანებს. მაგრამ, როცა ადამიანი თამაშობს, ეს ძალიან მალე იშიფრება. მე კი სულ ასეთი ვარ. ვინც მიცნობს, მით უმეტეს ბავშვობიდან, იცის, რომ არ შევცვლილვარ. არც გაჭირვებას შვუცვლივარ, არც ტრაგედიას. თუ ადამიანი ბოროტებას მიკეთებს, უბრალოდ, ვცდილობ, რომ ის ჩემგან შორს „გავწიო“ და ცხოვრება მასზე ფიქრის გარეშე გავაგრძელო. ბოროტებას ყოველთვის სიკეთით უნდა უპასუხო. თუ ბოროტებას გააკეთებ, ბოროტებავე დაგიბრუნდება და რატომ, როდესაც ისედაც რთულია ჩვენი ცხოვრება, იმდენი პრობლემაა გარშემო. მე არც ვიცი, რა არის შური და ბოროტება. ღმერთი ამქვეყნად ყველას ჩვენ-ჩვენი მისიით გვავლენს, ალბათ, ეს ჩემი
მისიაა. რა ვქნა, ვერ შევიცვლები (იცინის).
მისიაა. რა ვქნა, ვერ შევიცვლები (იცინის).
– ნათქვამი გაქვთ, დის ამბავი ჩემთვის გახდა ნიშანი, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შემეცვალაო.
– რა თქმა უნდა. ჩემი დის მაგალითზე ვთქვი, რომ არ უნდა ინერვიულო ისეთ რამეზე, რომელსაც იცი, რომ არ ეშველება. ან, თუ ეშველება, რაღა გაქვს სანერვიულო. ზედმეტი განცდა და ემოცია არ არის გამოსავალი. პირიქით უნდა იმოქმედო. გამოსავალს ყოველთვის გამოძებნი. თუ ხედავ, მაინც არაფერი გამოდის, მიიღე ეს მოცემულობად, ისე, როგორც განგებამ მოგივლინა და ეცადე, უკეთესობისკენ შეცვალო. ჩემს დაზე ძალიან ცუდად იმოქმედა ემოციებმა. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ეს ნერვიულობისა და სტრესის ფონზე მოხდა. სულ ვეხვეწებოდი, დიანა, ნუ ნერვიულობ, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ბოლომდე ისეთ განცდებში იყო, რომ არ ვიცი... ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა შენი ოჯახის წევრი უდროოდ მიდის ამქვეყნიდან.
– როგორც ჩანს, ძალიან ძლიერიც ხართ. ასეთი ტრაგედიის შემდეგ დიდი დროა საჭირო ფეხზე წამოსადგომად და კიდევ მეორე დედმაშივილსაც რომ ასე ემართება, ძალიან რთულია.
– დიანას გარდაცვალების შემდეგ ძალიან სერიოზულად მივხედე ჩემს პროფესიას. მეგობრები დამიდგენენ ძალიან მხარში. არ ვიცი, როგორ გითხრათ, რა იყო ჩემი და ჩემთვის. ცხრა წელიწადი იყო ჩვენს შორის განსხვავება, მე უფროსი ვარ. მისი დაბადება ძალიან კარგად მახსოვს. მე ძალიან ადრე გავთხოვდი, ჩემს შვილსა და მას შორის სხვაობა რვა წელი იყო. ჩათვალეთ, რომ როგორც შვილი, ისე გავზარდე. ძმა მანამდე დაიღუპა. ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც მე ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად. ჩემი ძმა გარდაცვლილი არ მინახავს. დამიმალეს ჩემმა მშობლებმა მისი გარდაცვალება და მხოლოდ დაკრძალვის დღეს მითხრეს. ეს იყო ჩემი პირველი შოკი, დიანა კი სულ ახლახან, ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. ღმერთის წყალობით, ვიპოვე ძალა, რომ გამეძლო. ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს და თავს უფლებას ვერ მივცემ, ზედმეტად ვინერვიულო. ადამიანმა ყველაფერი ზომიერი უნდა იცოდე. გადამეტებული არც გლოვა ღირს, არც ნერვიულობა. ცხოვრება გრძელდება და უკან ყურების უფლება არ გვაქვს, მხოლოდ
წინ. დიანას ვერაფერი დამავიწყებს. ჩემი ყოველი დილა მასზე ფიქრში იწყება, როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, მაშინ ყველაზე მეტად მაკლია. ეს ყველაზე საშინელი მომენტია. ამიტომ ვცდილობ, სულ საქმით ვიყო დაკავებული.
წინ. დიანას ვერაფერი დამავიწყებს. ჩემი ყოველი დილა მასზე ფიქრში იწყება, როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, მაშინ ყველაზე მეტად მაკლია. ეს ყველაზე საშინელი მომენტია. ამიტომ ვცდილობ, სულ საქმით ვიყო დაკავებული.
პირველი ორმოცი დღე ძალიან მძიმე იყო და მე მაშინ ლოცვამ მიშველა, რწმენამ გამომიყვანა მდგომარეობიდან. შემდეგ მაქსიმალურად დავიტვირთე თავი საქმით, რომ ბევრი ფიქრის დრო არ მქონოდა და ცხოვრება გამეგრძელებინა. მაშინ გავხსენი ჩემი „ფეისბუქ-გვერდი“ ჩემი მეგობრების დაძალებით, მანამდე სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობდი და მერე აღარ გავრჩერებულვარ.
– რაც შეეხება ჯანსაღ ცხოვრებას, რაც როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გვეხმარება, რა ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?
– აუცილებლად უნდა გამოვძებნოთ დრო, ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც და ვივარჯიშოთ. ვსვათ წყალი, დღეში მინიმუმ ორი ლიტრი და ვეცადოთ, ჯანსაღად ვიკვებოთ. ძალიან გურმანი ვარ, ყოველთვის მეუბნებიან, ამდენს აცხობ, აკეთებ და არაფერი გეტყობაო. შეიძლება, ერთ დღეს ძალიან გემრიელად და კალორიულად მივირთვა, მაგრამ მეორე დღეს აუცილებლად მინიმალურ დონეზე დავიყვან ამ ყველაფერს. ამიტომაც არ მეტყობა. აუცილებლად უნდა მივიღოთ ხილი, ბოსტნეული, ცილა. ვჭამოთ ყველაფერი, მაგრამ დოზირებულად. მე მხოლოდ და მხოლოდ ეს მშველის.
– დიეტა არასდროს დაგჭირვებიათ, არა?
– დიახ, გენეტიკისა და ჯანმრთელობის წყალობით. როცა ჰორმონული ბალანსი დარღვეულია, მეტაბოლიზმი ნორმალური არაა, ეს წონაზეც აისახება. მე ერთადერთხელ მოვიმატე, მაშინ, როცა სიგარეტს დავანებე თავი. ეს იყო ექვსი წლის წინ. უცებ ავკრიბე რვა კილოგრამი. მაგრამ ნელ-ნელა ისევ ჩემს წონას დავუბრუნდი. ძალიან გვიან დავიწყე მოწევა და დიდი ხანი მინდოდა თავის დანებება. ამერიკაში ცხოვრების დროს ძალიან ცოტას ვეწეოდი, რადგან იქ მარტო გარეთ ეწეოდნენ, შენობაში – არა. სახლში ჩემი შვილი ვერ იტანდა სუნს და ისე გამოდიოდა, რომ ზოგჯერ დღე ისე გადიოდა, საერთოდ არ ვეწეოდი და ეს მხოლოდ მეგობრების შეკრების დროს ხდებოდა. აქ რომ დავბრუნდი, ყველა ეწეოდა, ყველგან შეიძლებოდა მოწევა, მეუღლეც მწეველია და ხომ იცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს გარემოს. ამიტომ ძალიან მიხარია, დახურულ შენობაში რომ აიკრძალა მოწევა. ბედნიერებაა უსიგარეტოდ ცხოვრება (იცინის).
– ცოტა ხნის წინ შვილთან დაკავშირებითაც რთული პერიოდი გქონდათ, როცა დაჭრეს და სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა.
– ამდენი შოკია ცხოვრებაში, მაგრამ როცა ასეთი რამე გემართება, ყველანაირად უნდა ეცადო, მდგომარეობიდან გამოხვიდე და რაც საჭიროა, ის გააკეთო. მე
თუ არ მოვუვლიდი ჩემს შვილს და არ დავუდგებოდი გვერდით, ამას სხვა ვინ გააკეთებდა?! თუმცა, ასეთ დროს ყველა მხარში გიდგას – ოჯახი, მეგობრები და ამაშიც გამიმართლა, ძალიან კარგი მეგობრები მყავს, მიჭირს თუ მილხინს, გვერდით მყვანან, ოჯახზე აღარ მაქვს ლაპარაკი.
თუ არ მოვუვლიდი ჩემს შვილს და არ დავუდგებოდი გვერდით, ამას სხვა ვინ გააკეთებდა?! თუმცა, ასეთ დროს ყველა მხარში გიდგას – ოჯახი, მეგობრები და ამაშიც გამიმართლა, ძალიან კარგი მეგობრები მყავს, მიჭირს თუ მილხინს, გვერდით მყვანან, ოჯახზე აღარ მაქვს ლაპარაკი.
„მასტერშეფში“ მონაწილეობის დროს ხერხემლის თიაქარი გამისკდა, ოპერაცია გავიკეთე. ეს, იცით, რა ტკივილია, ხალხო, ვერ აღგიწერთ. ასეთი ტკივილებით ჩავწერე ორი ეტაპი, მაგრამ ბოლოს, მოთმენა რომ აღარ შემეძლო, იძულებული გავხდი, კონკურსს გამოვთიშვოდი. თუმცა საერთოდ არ მითქვამს ამის შესახებ: სხვებსაც ვთხოვე, არ გაეჟღერებინათ. არ მიყვარს ჩემს პრობლემებზე საუბარი, ეს მხოლოდ ჩემმა ახლობლებმა იციან.
– ყველას ცხოვრებაშია არასასიამოვნო და რთული პერიოდები, თუმცა პრობლემებთან გამკლავება და ბედნიერების შენარჩუნება რომ შესაძლებელია, ამის კარგი მაგალითი ხართ და ეს ალბათ, ბევრისთვის სტიმულია.
– თუ ვინმესთვის კარგი მაგალითი ვარ, ძალიან მიხარია. ადამიანები ერთმანეთის გამხნევებისთვის ვარსებობთ. არ შეიძლება, ადამიანი მარტო დატოვო. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და მოდი, მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ. არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა, ბულინგი და აგრესია, რასაც სამწუხაროდ, ყველა მხრიდან ვგრძნობთ.
– რომელ ასაკშიც არ უნდა შეხედოთ თქვენს ფოტოებს, ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით. თქვენი სტილი ხომ კიდევ ცალკე თემაა. როგორ ახერხებთ ამას?
– ასაკი, რა თქმა უნდა, მეტყობა, მაგრამ მთავარია, ლამაზად დავბერდეთ. სიბერე მადლია. ეს ყველაზე უკეთ მე შემიძლია ვთქვა, იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა ძმა და და დავკარგე. თურმე რამხელა მადლია, როცა უყურებ შვილების, შვილიშვილების ბედნიერებას, მათ გაზრდას. ხედავ, გარშემო ყველაფერი როგორ ვითარდება. მით უმეტეს, თუ ლამაზად და ჯანმრთელად დაბერდები, ამას რა ჯობს. ამას ვაქცევ ყურადღებას. თუ ადამიანს აქვს საშუალება, პლასტიკურ ქირურგიასაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ხელი შეავლონ საკუთარ თავს, დროზე ადრე რომ ნაოჭები არ გაგიჩნდეს, დღეს საამისოდ უამრავი საშუალება არსებობს: მეზოთერაპია, ბოტოქსი, ფილერები და ასე შემდეგ. როცა როგორც საჭიროა, ისე იკეთებ ამ ყველაფერს და ნორმირებულად, ძალიან დიდი ხნით გადაიწევს დაბერების პროცესი. თუმცა, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე უნდა იფიქრო და იზრუნო. აუცილებლად აქტიური და მოძრავი უნდა იყოთ, რომ სისხლის მიმოქცევამ ნორმალურად იფუნქციონიროს. ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. აუცილებლად ივარჯიშეთ, თუნდაც სახლში. ოცი წუთიც რომ აკეთო სწორი ვარჯიში, საკმაირისია ორგანიზმის კარგად ფუნქციონირებისთვის. ამაზე არც თანხა დაგეხარჯებათ. მე, მაგალითად, სულ არ ვხარჯავ ფულს სპორტულ დარბაზებში. ვთვლი, რომ სუფთა ჰაერზე ვარჯიში ბევრად ჯანსაღია, ვიდრე დახურულ სივრცეში, თუ კონკრეტული სპორტული ინტერესები არ გაქვს.