№24 რა იყო ხატია ბრაჭულისთვის გულში ხანჯლის ჩაცემის ტოლფასი და როგორ ცხოვრობს ის ამერიკაში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მსახიობი ხატია ბრაჭული საკუთარი ოცნების ასასრულებლად წელიწად-ნახევრის წინ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მანამდე ის „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბაქარის ცოლის, თამუნას როლს ასრულებდა, რომელიც სერიალიდან უცებ გაქრა.
ხატია ბრაჭული: ძალიან ვნერვიულობ ამ სიტუაციაზე, რომელიც ახლა, კორონავირუსის გამო ჩვენ გარშემოა. ხალხი სხვანაირი გახდა. ისეთი ცხოვრება აღარაა, როგორიც აქამდე იყო. მაგრამ მგონია, რომ ყველა გაუმკლავდება ამ პრობლემას და ყველაფერი კარგად იქნება. მარტო ვცხოვრობ. უკვე წელიწადი და ექვსი თვეა, რაც ამერიკაში ვარ. ვხედავ, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა, მაგრამ ჩემ გარშემო, ასე თუ ისე, ყველა კარგადაა.
– მოულოდნელად გაქრი ეკრანიდან. „ჩემი ცოლის დაქალებში“ აქტიური პერსონაჟის როლი გქონდა. ამერიკაში წასვლა უცებ გადაწყვიტე?
– ბოლო პერიოდში ყველაფრით გადავიღალე და გადავწყვიტე, საქართველოდან წამოვსულიყავი. რაც შეეხება ამერიკას, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ძალიან მინდოდა ამ ქვეყანაში ცხოვრება.
– ახლა ძირითადად სახლში ხარ?
– არა, გარეთ გავდივარ ხოლმე. მთელი ეს პერიოდი ვმუშაობ, თუმცა რამდენიმე დღე ისე გადავიღალე და დავისტრესე, უფროსმა მითხრა, ცოტა ხნით დაისვენე და კარგად გამოიძინეო. ძალიან კარგი ადამიანია. ცოტა რთული პერიოდი მაქვს და დავღალე ისიც და ჩემი მეგობრებიც. ჩემზე ამ ყველაფერმა იმოქმედა ცუდად, თორემ მანამდე ძალიან კარგად ვიყავი. მაგრამ მარტო მე კი არა, ახლა ყველა ასეა და ამას უფრო განვიცდი.
– სად მუშაობ?
– ბარში ვმუშაობ და იქ ყველა ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი და ყურადღებიანი ადამიანები არიან.
– შენთან ერთად ქართველებიც მუშაობენ?
– არა, არ მინდა ქართველებთან ერთად მუშაობა. ჩემი ქვეყანა და ხალხი ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ამერიკაში ვარ და აქაურებთან რომ არ მდომოდა, ისევ საქართველოში ვიქნებოდი.
– აქ ახლა იხსნება ყველაფერი. შენი სამსახური არ დახურულა პანდემიის დროს?
– აქაც დაკეტილია ყველაფერი, მაგრამ ჩემი კაფე ღიაა. პანდემიის დროსაც ჩვეულებრივად ვმუშაობ, ბოლო რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით. რომ ვერ
მივედი, ერთი-ორმა მოხუცმა მითხრა, სად იყავი, ძალიან მოგვენატრე, შენზე ვნერვიულობდით. რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდი, ვიფიქრეთ, ცუდად ხომ არ არისო. მართლა ძალიან თბილები არიან. თუმცა, ძალიან სტრესული პერიოდია. იყო დღეები, ქუჩაში სკამს გავიტანდი, დავჯდებოდი და ადამიანის გამოჩენას ველოდი. მაგრამ ერთი ადამიანიც კი არ გაივლიდა, რაც მძიმე სანახავია. მერე ყველა ერთბაშად, გიჟივით გამოვარდა გარეთ და კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. მანამდეც ბევრ რამეს ემოციურად აღვიქვამდი, მაგრამ ახლა მთელი სამყარო რომ შეიცვალა, ცუდად გავხდი. სამწუხაროდ, არ ვარ ძლიერი ადამიანი და მიჭირს ამასთან გამკლავება.
მივედი, ერთი-ორმა მოხუცმა მითხრა, სად იყავი, ძალიან მოგვენატრე, შენზე ვნერვიულობდით. რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდი, ვიფიქრეთ, ცუდად ხომ არ არისო. მართლა ძალიან თბილები არიან. თუმცა, ძალიან სტრესული პერიოდია. იყო დღეები, ქუჩაში სკამს გავიტანდი, დავჯდებოდი და ადამიანის გამოჩენას ველოდი. მაგრამ ერთი ადამიანიც კი არ გაივლიდა, რაც მძიმე სანახავია. მერე ყველა ერთბაშად, გიჟივით გამოვარდა გარეთ და კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. მანამდეც ბევრ რამეს ემოციურად აღვიქვამდი, მაგრამ ახლა მთელი სამყარო რომ შეიცვალა, ცუდად გავხდი. სამწუხაროდ, არ ვარ ძლიერი ადამიანი და მიჭირს ამასთან გამკლავება.
– ამ სიტუაციაში საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრია?
– არა. რისთვის წამოვედი? ცხოვრებაში ჩემი მიზანი მაქვს და მას უნდა მივაღწიო. ყველაზე მეტად მშობლები მიცნობენ და იციან, რომ იქ ვარ, სადაც მინდა. ეს ჩემი ოცნებაა. აქ ჩემი ბავშვობის სურვილების რეალიზებისთვის წამოვედი.
– რა არის შენი ოცნება?
– მე ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, ღმერთს ვთხოვდი, ჯერ ჩემს ქვეყანაში მიმაღწევინე ჩემს ოცნებას, შემდეგ მსოფლიოში, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო-მეთქი, რაც ჯერ ვერ გავაკეთე. თუმცა, უკვე პატარაც აღარ ვარ.
– ამერიკაში რომ ჩახვედი, მანდ ვინმე გყავდა?
– ამერიკაში სულ მარტო ჩამოვედი. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემი ჯგუფელი და მეგობარი იყო თორნიკე ჩეკურიშვილი. მისი დედა ბევრი წელია, აქ ცხოვრობს. ძალიან უცებ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა, საქართველოდან ერთი ჩემოდნის მეტი არაფერი წამომიღია. ამ ქალბატონს დავურეკე, დამხვდნენ და თან გადამყვნენ, ერთი თვე მათთან ფილადელფიაში ვცხოვრობდი. იქ რამდენ ხანს გავჩერდებოდი, თან არც ვმუშაობდი და შემდეგ ჩემი ჩემოდნით ბრუკლინში წამოვედი. იმდენს დავდიოდი, ჩემოდანს ბორბლები მოძვრა (იცინის). ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდ ახლა დამეხმარე-მეთქი. მერე რაღაც სასტუმრო ვიპოვე და რამდენიმე დღე იქ ვცხოვრობდი. საშინელება იყო. თუმცა, მალე გამიმართლა. ამერიკიდან ფოტოებს ვდებდი სოციალურ ქსელში და ქართველმა დებმა, რომლებსაც მანამდე საქართველოდან ვიცნობდი, მომწერეს, აქ ხარო?! წამიყვანეს, ბევრი ადამიანი გამაცნეს, მეგობრები შევიძინე და მადლობა ღმერთს, კარგ
ადამიანებთან აღმოვჩნდი. რაღაც პერიოდი გადავწყვიტე, მომვლელად მემუშავა, როგორც ამას ძალიან ბევრი აკეთებს, ეს – ჯერ კიდევ ფილადელფიაში. 99 წლის ქალბატონთან მივედი, მაგრამ მისმა შვილმა მითხრა, ვხვდები, რომ არ შეგიძლია დედაჩემის მოვლაო და ამით დასრულდა ეს ამბავი. თუმცა, ისიც ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინაც დამირეკა და მომიკითხა, მიუხედავად იმისა, რომ მათთან არც მიმუშავია.
ადამიანებთან აღმოვჩნდი. რაღაც პერიოდი გადავწყვიტე, მომვლელად მემუშავა, როგორც ამას ძალიან ბევრი აკეთებს, ეს – ჯერ კიდევ ფილადელფიაში. 99 წლის ქალბატონთან მივედი, მაგრამ მისმა შვილმა მითხრა, ვხვდები, რომ არ შეგიძლია დედაჩემის მოვლაო და ამით დასრულდა ეს ამბავი. თუმცა, ისიც ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინაც დამირეკა და მომიკითხა, მიუხედავად იმისა, რომ მათთან არც მიმუშავია.
– „ჩემი ცოლის დაქალებს“ თუ ადევნებ თვალს?
– შეიძლება, არასწორ რამეს ვამბობ, მაგრამ არცერთ სერიალს არ ვუყურებდი. პირველად სერიალში – „გოგონა გარეუბნიდან“ გადამიღეს, თუმცა იმისაც ფრაგმენტულად ვუყურებდი ხოლმე, თავგადაკლული მაყურებელი არასდროს ვყოფილვარ. ეს ცუდია, თუმცა რეალობაა. მაგრამ არტისტობა ჩემთვის ყველაფერია, ეს ჩემი სამყაროა.
– პირადი ცხოვრების ამბები როგორ აგეწყო ამერიკაში?
– ერთი ბიჭი მომეწონა, მაგრამ ახლა რაღაც ისე არ არის. რაღაცებს ისე არ ვაკეთებ, როგორც საჭიროა, ამის გამო ყველა მსაყვედურობს და პირობა დავდე, რომ ყველაფერს გამოვასწორებ და გავუმკლავდები. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი ვარ, ოჯახი მაქვს. მყავს მეგობრები, უცხოელები, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ, ყველანაირად გვერდით მიდგანან, ყველაფერი მაქვს, კარიერაც, მაგრამ ძალიან განვიცდი, რაც გარშემო ხდება, ეს ძალიან მტკივნეულია და მიჭირს გაძლება.
– გაგიჭირდა ამერიკელებთან შეგუება?
– საერთოდ არა. თითქოს, მთელი ცხოვრებაა ამ ადამიანებს ვიცნობ. არ ვიცი, როგორ აგიწეროთ, რამდენად კარგი ადამიანები არიან. მარტო ამერიკელები არა, სხვადასხვა ეროვნების ხალხსაც ვგულისხმობ. ცდილობენ, დაგეხმარონ, ძალიან თბილები არიან. თუმცა, საქართველოშიც და ამერიკაშიც არიან ადამიანები, ვისაც არ ვუყვარვარ. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, რატომ, რა დავაშავე. მე ყველა მიყვარს. ხშირად გამიგია ჩემ შესახებ არასასიამოვნო ჭორები, თვალთმაქცობაც მიგრძნია ადამიანებისგან და ეს ძალიან მტკენდა გულს. გულში ხანჯლის ჩარჭობას ჰგავს ეს ყველაფერი. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამის შესაცვლელად.
– სოციალურ ქსელში ძალიან ლაღი ფოტოები გიდევს, არასდროს მიფიქრია, რომ რამე გიჭირდა.
– ასე ჩანს და მართლა მადლიერი ვარ ღმერთის იმ ყველაფრისთვის, რასაც მაძლევს. ყველაფერი კარგად მაქვს, გარდა იმისა, რომ ახლა თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ იმედია, ეს პერიოდი მალე გადაივლის. მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნის მისაღწევად და შევძლებ ჩემი ოცნების ასრულებას.