№24 ცრემლებამდე პატრიოტი ნოდარი
ერთხელ სკოლაში პატარა ნოდარ დუმბაძეს მასწავლებელმა უთხრა:
– ნოდარ, ადექი და თქვი, რა არის სამშობლო!
ნოდარი ფეხზე ადგა. მოკლე პაუზის შემდეგ ატირდა.
– რატომ ტირი, ნოდარ? – მუქარის ტონით უთხრა მასწავლებელმა, რაც კარგს არაფერს მოასწავებდა.
– ორიანი არ დამიწეროთ, მას. ვიცი, რაც არის სამშობლო, მაგრამ ვერ ვამბობ! – წამოიძახა გულაჩუყებულმა ნოდარ დუმბაძემ, რომელსაც სამშობლოს ხსენებაზე ისეთი პატრიოტული განცდა დაეუფლა, რომ ატირდა.