№24 ეს საინტერესოა
* ჯორჯ ორუელის აზრით, როგორც სოციალიზმისთვის, ასევე, ქრისტიანობისთვის ყველაზე ცუდი რეკლამა მათი მიმდევრები არიან.
* პეტრე პირველი ინგლისის დედოფლის ძმისშვილით, მარია ჰასტინგით დაინტერესდა – ამბობდნენ ლამაზიაო. რუსეთის ელჩს ფიოდორ პისემსკს დაევალა გადაემოწმებინა დედოფლობის კანდიდატის ასეთი შეფასება და დასკვნა მოსკოვში გამოეგზავნა. „ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი ცოლისგან, – წერდა ლონდონიდან ელჩი, – მას სამი ნაკლი აქვს: უშნოა, უფერული... გამხდარი“.
* „რუსეთის პირველი ტრაგედია ლენინის დაბადება იყო, მეორე კი – მისი სიკვდილი“ – ასე შეაფასა პროლეტარიატის ბელადის როლი უინსტონ ჩერჩილმა.