კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა 150 წელი იცოცხლოს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილ გერონტოლოგს, ინგლისელ ჟუან პედრო მაგალაიშს მიაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია ადამიანმა 150 წელი იცოცხლოს და ეს სულაც არაა საოცრება. მეცნიერი ამბობს: „ჩემ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა მყარად დამარწმუნეს იმაში, რომ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, 150 წელი ჯანმრთელად და სრულფასოვნად იცოცხლოს. სიბერე სიკვდილთან მიახლოებაა და ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი. საქმე მხოლოდ ისაა, თუ ვინ რამდენ ხანს ცოცხლობს.
  თანამედროვე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ძირითადად, 70-80 წელია. თუმცა, ეს ორნახევარჯერ-სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მას (ადამიანს) შეუძლია იცოცხლოს.
გერონტოლოგია – მეცნიერება, რითაც მე ვარ დაკავებული, ადამიანის დაბერების პროცესს სწავლობს და ადამიანის გაახალგაზრდავების საშუალებებზე მუშაობს. სიბერისკენ სვლა ბიოლოგიურ-სოციალური პროცესია და მას ფსიქოლოგიური ასპექტებიც ემატება. ანუ, ადამიანის ორგანიზმის დაუძლურება სიბერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ფიზიკური დაბერებიდან სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია. თუკი სუბიექტურ მიზეზებს გამოვრიცხავთ (მძიმე ტრავმები და გენეტიკური დაავადებები) ადამიანის სხეულს, მის შინაგან ორგანოებს ყველა სასიცოცხლო ორგანოს ბუნებისგან 150-წლიანი ვარგისიანობის გარანტია აქვთ მიცემული, ანუ, თუკი ამ ორგანოებს სწორად მოვიხმართ, გავაკაჟებთ, გავუფრთხილდებით და ზომიერად, მაგრამ პერმანენტულად დავტვირთავთ, ისინი 150 წლის განმავლობაში ერთგულად მოგვემსახურებიან. თუმცა, ეს მხოლოდ მედლის ერთი მხარეა, ნახევარი საქმე. ბიოლოგიურ სიჯანსაღეს აუცილებლად უნდა ავსებდეს სოციალური სიჯანსაღე და როდესაც ამ პროცესს ფსიქოლოგიური ასპექტი დაარეგულირებს და გაამთლიანებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს 150 წელი იცოცხლოს.
  რა არის სოციალური სიჯანსაღე? ესაა – მოთხოვნადობის განცდა ანუ ის, რომ ვიღაცას სჭირდები, სოციალურად აქტიური ხარ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, სწორედ ეს გაძლევს იმ ძალას, რომელიც 150 წელს გაცოცხლებს. ჩემის ღრმა რწმენით, თანამედროვე სოციალური პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეიცვალოს. როგორი მიდგომაა ახლა, თუნდაც პენსიონერებისადმი?  მამაკაცის საპენსიო ასაკია 65, ქალისა კი – 60. რას ნიშნავს ეს? საზოგადოება ამ ასაკის ადამიანებს, ფაქტობრივად, უარს ეუბნება სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ამ ასაკის ხალხს სამსახურში არ იღებენ და რომ იტყვიან, ჩამოწერენ. ასეთი დისკრიმინაციული მდგომარეობა კი დამღუპველად მოქმედებს ადამიანზე. ის ხედავს, რომ არავის სჭირდება. თავს გარიყულად გრძნობს. აქედან გამომდინარე, თავის თავში იკეტება. სხეული დუნდება და ბერდება, ფსიქიკა კი უარესდება, სტრესი ანადგურებს პიროვნებას და ის კვდება... არადა, სწორი მიდგომის შედეგად მას  შეეძლო სამჯერ მეტხანს ეცოცხლა და ალბათ, ასჯერ მეტი სარგებელი მოეტანა საზოგადოებისთვის. აი, სწორედ, ამიტომ ვამბობ, რომ საზოგადოების მიდგომა უნდა შეიცვალოს და სხვა სოციალური პარამეტრები დავნერგოთ. აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია, ეგრეთ წოდებული, მედიკალიზაცია. ამით, წამყვან, განვითარებულ სახელმწიფოებს თავი მოაქვთ და სოციალური პოლიტიკის მწვერვალად მიაჩნიათ. არა და ეს პირდაპირი მავნებლობაა.
  რას ნიშნავს მედიკალიზაცია? ესაა სპეციალური პროგრამით პენსიონერის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოქცევა და მისთვის აუცილებელი, სტანდარტული ყოფის დადგენა, აგრეთვე, მედიკამენტური, სავალდებულო მკურნალობა. ახლა უფრო მარტივად და გასაგებად ვთქვათ – მაგალითად, ევროპის წამყვანი ქვეყნის პენსიონერს ექიმები შეურჩევენ ცხოვრების აუცილებელ რეჟიმს, რომელიც უეჭველად უნდა შეასრულოს. მიიღოს სავალდებულო პრეპარატები და საგრძნობლად მოუკლოს აქტიური ცხოვრების რიტმს. არა და ამ დროს მას (პენსიონერს) არც წამალი სჭირდება და უფრო მეტი აქტიურობა, მეტი ინტიმი, ბოლო-ბოლო სექსი უნდა. მას კი ამას უკრძალავენ. მართალია, ამ რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის პენსიონერს არავინ დასჯის, მაგრამ ასეთი წესი საყოველთაოდაა მიღებული. წესებს კი განვითარებულ ქვეყნებში იცავენ და სწორედ ასეთი წესების დაცვა იწვევს მათ ნაადრევ დაბერებასა და სიკვდილს. სწორედ ამ კუთხითაა ამ ქვეყნებში შესაცვლელი სოციალური პოლიტიკა, ანუ  ფაქტობრივად სიცოცხლით აღსავსე ადამიანის სიბერით ხელოვნურად დაავადება. სიბერით დაავადებას მედიცინაში ალცჰეიმერი ეწოდება. კლასიკური ნიშნებით ის მცირე სკლეროზით იწყება. შემდგომ ვითარდება. ბოლოს კი მარაზმში (სიბერის მარაზმი) გადადის და სიკვდილით მთავრდება. მაგრამ ეს ემართებათ ამა თუ იმ მიზეზით დაავადებულებს. ხოლო არასწორი სოციალური პოლიტიკის გამო ჯანსაღი ადამიანების დაავადება ამ პოლიტიკის შემოქმედთა  მარაზმზე მიუთითებს და სასწრაფო წესითაა შესაცვლელი, რათა ადამიანმა რაც შეიძლება, დიდხანს და ნაყოფიერად იცოცხლოს.“

скачать dle 11.3