კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 გამოსასყიდი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #22-23(1014)
ზაურმა მთავარ ინჟინერს გეგას მობილური უჩვენა და უთხრა:
– აი, ამ დაფარული ნომრის შესახებ სრული ინფორმაციები. გარდა ამისა, ყველა ის ნომრები უნდა ამომიყარო, რა თქმა უნდა, ინფორმაციებითურთ, რომლებიც გუშინწინ საღამოს, რვას რომ თხუთმეტი აკლია, ცხრის ხუთ წუთამდე საუბრობდნენ იმ ანძაზე, რომელიც პუშკინის სკვერისა და კოლმეურნეობის მოედნის არეალში მოქმედებს.
ჯემალმა დაუსტვინა და აბრამიძეს უთხრა:
– დაფარულ ნომერს გაგიშიფრავ და მასზე სრულ ინფორმაციას მოგაწვდი, მაგრამ მეორე შეკვეთას ეხუმრები? იმ მონაკვეთში იმ ანძაზე ათასობით საუბარი იქნება დაფიქსირებული და ყველას რა ამობეჭდავს და გაშიფრავს? უბრალოდ, ქაღალდი არ მეყოფა.
აბრამიძე მშვენივრად იცნობდა მთავარ ინჟინერს, რომელიც ასევე ძველი „კაგებეშნიკი“ იყო და სატელეფონო მოსმენებზე სპეციალიზდებოდა. ქვეყანაში ერთ-ერთ მაღალ კლასის სპეციალისტად ითვლებოდა და მობილურ კომპანიაშიც ამიტომ აიყვანეს მთავარ ინჟინრად. ჯემალი მხოლოდ იმიტომ წუწუნებდა, რომ შესასრულებელი სამუშაოსთვის ფასი აეწია. არა და, კომპიუტერული პროგრამა სულ რამდენიმე წამში ასრულებდა საჭირო მანიპულაციებს. ხოლო მონაცემების ჩაწერა კი დისკეტზე ან ფლეშკაზე შეიძლებოდა. ზაურს გაეცინა. ჯემალს ფლეშკა გაუწოდა და უთხრა:
– აი, ამაზე ჩამიწერე და თუ დამჭირდა მე თვითონ ამოვბეჭდავ. მაყუთს კი მსუყედ მიიღებ.
– მაინც, რამდენს გადამიხდი? – იკითხა მთავარმა ინჟინერმა.
– ტრადიციული ათასი დოლარის გარდა, თითოეულ ამოგდებულ ნომერზე ერთ დოლარს მოგცემ.
– მართლა? – წამოიძახა ჯემალმა.
– როდესმე გადამიგდიხარ? – უთხრა ზაურმა.
– არა, მაგრამ შეიძლება, ათი ათასსაც კი გადასცდეს და ამდენ მაყუთს გამოხვალ? – ხელები გაშალა ჯემალმა, ზაურმა კი მოკლედ მოუჭრა:
– რამდენიც იქნება, იმდენს გამოვალ. მიდი, დროს ნუ კარგავ.
ჯემალი სწრაფად შეუდგა საქმეს და ოცი წუთიც არ იყო გასული, რომ ზაურს ამონაბეჭდი ფურცელი გაუწოდა, შემდეგ ფლეშკა და უთხრა:
– აი, გაშიფრული ფარული ნომერი და მისი მფლობელის მონაცემები. ამ ფლეშკაზე კი თერთმეტი ათას ცხრაას ოცდასამი მონაცემია სრულად, ანუ იმ ოც წუთში ამდენმა ადამიანმა ილაპარაკა. შუაზე გაყავი და საუბრების რაოდენობას მიიღებ.
– ძალიან კარგი. ესე იგი, თორმეტი ათასი დოლარი გეკუთვნის, – თქვა ზაურმა.
აბრამიძემ ხელჩანთიდან ასდოლარიანების დასტა ამოიღო. ჯემალს თორმეტი ათასი მისცა, დაემშვიდობა და მობილური კომპანიიდან წამოვიდა. შემდეგ ჯერ იუსტიციის სახლში შეიარა, ბოლოს სასაზღვრო დეპარტამენტში და ოფისში საღამოს რვა საათზე დაბრუნდა. სავარძელში ჩაჯდა, ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, თვალები დახუჭა და ფიქრს მიეცა. ნახევარი საათი ასეთ პოზაში იყო. შემდეგ ფლეშკა კომპიუტერს შეუერთა და სანამ შემოწმებას შეუდგებოდა, ჩაილაპარაკა: არც კი სჭირდება შემოწმება. ყველაფერი ისედაც „იასნია“, მაგრამ წესი წესია...
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, ზაურ აბრამიძემ ფლეშკა ჯიბეში ჩაიდო და ოფისშივე ივახშმა. შემდეგ საათს დახედა და თქვა:
– ძალიან დავიღალე. „ატბოი“. დანარჩენს ხვალ დავასრულებ.
***
მეორე დღეს, ზაურ აბრამიძე დილიდანვე შეუდგა საქმეს და ჯერ დიღმის მასივში მივიდა და ელენეს მეზობლებს ესაუბრა, შემდეგ საბურთალოზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შეიარა და მობინადრეებს გაესაუბრა. ბოლოს კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰემატოლოგიურ განყოფილებას ეწვია და იქ ნახევარი საათი გაჩერდა. ოფისში რომ დაბრუნდა, დილის სამი საათი შესრულდა. მსუბუქად ისადილა და გოლეთიანებთან გაემართა.
ვამეხმა რომ ზაური დაინახა, გამოეგება და ჰკითხა:
– რაიმე სიახლეა, ზაურ?
– ძირითადი გავარკვიე და საქმე შეიძლება, გახსნილად გამოვაცხადოთ, – თქვა ზაურმა.
– წავალ, გეგას გავაღვიძებ და ერთად მოგისმენთ. უკვე გადაბმულად მეორე დღეა, სძინავს, – თქვა ვამეხმა, მაგრამ ზაურმა გააჩერა:
– ჯერ შენ მომისმინე. გეგა კი მოგვიანებით გააღვიძე.
ზაური და ვამეხი ბიზნესმენის კაბინეტში განმარტოვდნენ. ძვირფას სავარძლებში მოთავსდნენ და აბრამიძემ ვამეხ გოლეთიანს უთხრა:
– სამწუხარო ამბავი უნდა გითხრა, ჩემო ვამეხ.
მილიონერი გაფითრდა და წამოიძახა:
– რა, ელენე მოკლეს?
– არა, არა, უარესი, – თქვა აბრამიძემ. ვამეხს ხელით ანიშნა, – არ გამაწყვეტინოო და დაამატა, – გატაცება ფარსი იყო და ის თავად ელენე ვაჩნაძემ გაითამაშა თავის ქმართან, სოსო ჯანაშიასთან ერთად.
ვამეხი კიდევ უფრო გაფითრდა და აღმოხდა:
– როგორ, ჩემს სარძლოს ქმარი ჰყავს.
– კი, – თავი დაუქნია აბრამიძემ.
მილიონერს მრისხანებისგან სახე წამოეჭარხლა. სავარძლიდან წამოხტა და იღრიალა.
– ესე იგი, ვიღაც ნაბოზრებმა მილიონი დოლარი აგვახიეს? სადაა ის პრასტიტუტკა და მისი პიდარასტი ქმარი? ორივეს ისეთ დღეში ჩავყრი, რომ სიკვდილი მოენატრებათ!
მილიონერმა კიდევ ერთხანს „იბუინა“ და მრისხანებისგან ოდნავ რომ დაიცალა, აბრამიძემ მომენტი შეარჩია და უთხრა:
– არ გაინტერესებს, როგორ გავიგე ყველაფერი ან სად იმყოფებიან ისინი?
– კი. მაინტერესებს, – მიუგო ვამეხმა.
– მაშინ დამშვიდდი. ყურადღებით მომისმინე და არ შემაწყვეტინო. მოყოლას რომ დავასრულებ, კითხვები მაშინ დამისვი, –  უთხრა ვამეხს აბრამიძემ.
– კარგი, გისმენ, – თქვა მილიონერმა, სიგარა გააბოლა და სავარძელში კარგად მოკალათდა.
– ელენე ვაჩნაძე, ანუ ის, ვისაც სარძლოდ თვლიდი, ცნობილი ექიმ-ჰემატოლოგის, ივლიტა დევდარიანის შვილიშვილია. ივლიტა ელენეს მამის დედაა. სავარაუდოდ, სწორედ იმ ქალის სახელზე რეგისტრირებული დაფარული ნომრიდან ურეკავდა სოსო ჯანაშია გეგას. ეს 27 წლის ბიჭი ელენეს ქმარია. ისინი ოთხი წლის წინ შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. ვფიქრობ, რომ ინტიმური ურთიერთობა კიდევ უფრო ადრე ჰქონდათ. ორი წლის წინ კი ივლიტა დევდარიანი გარდაიცვალა. წყვილი საქართველოში დაბრუნდა. საბურთალოზე ბებიის ბინა გაყიდეს და ისევ ამერიკაში გაემგზავრნენ. ოთხი თვის წინ კი კვლავ ჩამოვიდნენ და ელენემ დიღმის მასივში იქირავა ბინა. რაც შეეხება სოსო ჯანაშიას, ანუ ელენეს ქმარს, ეს ბიჭი პროფესიით მხატვარია, თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. ისიც ობოლია. ვაკეში ცხოვრობდა და სამი წლის წინ ის ბინაც გაყიდა. წყვილმა გუშინ საღამოს დატოვა საქართველო და ლონდონის გავლით, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში გაემგზავრნენ. სავარაუდოდ იმიტომ ვამბობ, რომ ზუსტად ვიცი, ლონდონში გაფრინდნენ. ძველი ინფორმაციებიდან კი ჩანს, რომ ისინი ლონდონიდან ყოველთვის ნიუ-იორკში მიფრინავდნენ. ვფიქრობ, ნიუ-იორკში ცხოვრობენ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი და ჯერ ვერც მათი საცხოვრებლის მისამართი გავარკვიე. აი, ძირითადი ესაა, – თქვა აბრამიძემ.
– ეს ყველაფერი როგორ გაიგე? – იკითხა ვამეხმა.
აბრამიძეს ჩაეცინა და მიუგო:
– მობილურ კომპანიაში კაცი მყავს, რომელსაც ფულს ვუხდი და მეხმარება. ამ საქმეში მას თორმეტი ათასი დოლარი გადავუხადე. მან გამიშიფრა დაფარული ნომერი და ასე გავედი ივლიტა დევდარიანზე. შემდეგ მანვე მომაწოდა იმ აბონენტთა საუბრების სია, ვინც იმ დროს დაფიქსირდა იმ კვადრატში, სადაც გეგამ ფული მიიტანა. ჯანაშია ონლაინ-რეჟიმში ელაპარაკებოდა გეგას ივლიტას ტელეფონით. იმავდროულად, კავშირი ჰქონდა თავის ცოლთან, ელენესთან. ელენესაც ბებოს ძველი ნომერი ჰქონდა. დანარჩენის გაგება კი ძალიან იოლი იყო. დავადგინე ივლიტა დევდარიანის მისამართი და საბურთალოზე მის ყოფილ მეზობლებს ვესაუბრე. სხვათა შორის, გაკვრით მითხრეს, რომ ბებია შვილიშვილის გათხოვების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მიზეზი არ იცოდნენ.
– კარგი. ყველაფერი გასაგებია. შენ ის მითხარი, როგორ მივწვდე ამ ნაბიჭვრებს, – თქვა ვამეხმა.
– ინტერპოლში უნდა განაცხადო. სამხილები საკმარისზე მეტი გვაქვს. ძებნას გამოაცხადებენ და ჩამოიყვანენ. ძალიან მარტივია, – თქვა აბრამიემ.
– მასე არა. გაუბაზრებლად როგორ მივწვდე, – თქვა ვამეხმა.
– ღირს კი მათ გამო ხელების გასვრა? ინტერპოლი მათაც დაიჭერს და ფულსაც დაგიბრუნებს, – თქვა აბრამიძემ. ვამეხს ამ სიტყვებზე თვალები აენთო და კერძო დეტექტივს უთხრა:
– ღირს თუ არ ღირს, ეს მე ვიცი. ფულში არაა საქმე. ერთ იმდენს კვლავ გადავიხდი, ოღონდ მაგათ სულები ამოვხადო.
აბრამიძემ ხელები გაშალა და თქვა:
– არ ვიცი, ბატონო ვამეხ. ასეთი საქმეების გამოცდილება არ მაქვს და ვერაფრით დაგეხმარებით. ბოდიშს გიხდით...
კერძო დეტექტივი მილიონრის კაბინეტის დატოვებას აპირებდა და კარისკენ გაემართა, რომ უცებ კარი გაიღო და ოთახში გეგა შემოვიდა და სახეწამოჭარხლებულმა თქვა:
– მე ვიცი, როგორ მივწვდე მათ. ვიღაც-ვიღაცებს ფულს გადავუხდი და მოვიხელთებ.
ვამეხს ენა ჩაუვარდა. აბრამიძე კი მიხვდა, რომ ბიჭი მათ საუბარს ისმენდა და ჩაეცინა. საქმე კი ის იყო, რომ ვამეხ გოლეთიანს თავისსავე კაბინეტში „ჟუკები“ ჰქონდა დაყენებული, რადგან ხშირად თავის საქმიან პარტნიორებს მარტო ტოვებდა და მათ საუბარს ისმენდა ხოლმე. გეგამ ეს იცოდა და რომ გაიგო, აბრამიძე დაბრუნდაო, მამის ხერხით ისარგებლა.
***
გამომძალველი წყვილის გაშიფვრიდან სამი კვირა იყო გასული. ელენე და სოსო ბრონქსში, ნაქირავებ ბინაში დაბრუნდნენ. ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა. ბინაში რომ შევიდნენ და შუქი აანთეს, ელენემ შიშისგან შეჰკივლა. შუა ოთახში პისტოლეტმომარჯვებული გეგა გოლეთიანი იდგა და არაბუნებრივად, შეშლილივით იღიმებოდა, სოსო ელენეს გადაეფარა, გეგამ კი კბილებში გამოსცრა:
– ზედმეტი მოძრაობა და ორივეს ტვინს გაგასხმევინებთ. „გლუშიწელს“ ხომ ხედავთ, ისე დაგხოცავთ, ვერავინ გაიგებს.
– გეგა, რა თქმა უნდა, მე და სოსო დამნაშავეები ვართ, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ეს ყველაფერი ჩვენი გოგონას, თამარის გამო ჩავიდინეთ, – თქვა ელენემ.
– არ მაინტერესებს, – კბილებში გამოსცრა გეგამ და სოსოს უთხრა:
– შენ კაცი ხარ? ცოლი მომიგზავნე და იმაზეც თანახმა იყავი, რომ ფულის გამო მეხმარა?
– შენ თუ კაცად მიგაჩნია თავი, ასეთ რამეს რატომ მეუბნები? – უპასუხა სოსო ჯანაშიამ გეგა გოლეთიანს და დაამატა, – ჩემს ადგილზე ყველა მამა ჩემსავით მოიქცეოდა.
– ცოლს გააქირავებდა, ხომ? – სარკასტულად იკითხა გეგამ. სოსომ კი უთხრა.
– არა. მძიმედ ავადმყოფი შვილის გადარჩენას შეეცდებოდა.
– მაინც, რა სჭირს თქვენს შვილს? – ტონი შეარბილა გეგამ. ელენემ ამით ისარგებლა და ბიჭს უთხრა:
– გეგა, შენ ნამდვილად კარგი ადამიანი ხარ და მე ამაში აბსოლუტურად დავრწმუნდი. ვაჟკაცი, მოსიყვარულე... ბედნიერი იქნება შენი ცოლი. მე კი ბოდიშს გიხდი. თუ მომისმენ, ჩემს ისტორიას ცოტა შორიდან მოგიყვები.
გეგამ პისტოლეტი ქამარში გაირჭო. სკამზე დაჯდა და თქვა:
– მომიყევი, გისმენ.
ელენემ ამოიხვნეშა. სველი თვალები ცხვირსახოცით მოიწმინდა. გეგას ნაღვლიანად გაუღიმა და თქვა.
– მე და სოსოს ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ბებიაჩემი წინააღმდეგი იყო. სოსოს გენეტიკური დაავადება აქვს – ნეირობლასტომა. ორი და ჩვილობაში გარდაეცვალა. თავად სოსო ჯანმრთელია, მაგრამ გენეტიკური დაავადება როდის და ვისზე გადავა, არავინ იცის. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ქალიშვილზე, თამარზე გადავიდა. ბებიაჩემი, ივლიტა დევდარიანი ცნობილი ჰემატოლოგი იყო. სოსოს დები, ფაქტობრივად, ხელში ჩააკვდა და ამიტომ მიკრძალავდა მასთან შეუღლებას. ჩვენ მაინც დავქორწინდით და ბებიამ ეს ამბავი ძალიან განიცადა, თუმცა არ გამბუტვია. ჩვენ აქ, შტატებში ჩამოვედით და ჩვენი თამარიც აქ დაიბადა. ავადმყოფობაც აქ გამოუმჟღავნდა და ბებიამ რომ ეს ამბავი შეიტყო, ვერ გადაიტანა და ინსულტით გარდაიცვალა, ანუ ამ ამბავს შეეწირა. ჩვენ თბილისში ბინები გავყიდეთ და მთელ თანხებს თამარის მკურნალობას ვახმარდით, მაგრამ არ გვყოფნიდა. მას ოპერაცია სჭირდებოდა, ეს კი ექვსას სამოცდათექვსმეტიათასი  დოლარი ჯდებოდა. ფულს ვერ ვშოულობდით. დრო გადიოდა და მისი გადარჩენის შანსი მცირდებოდა. ამიტომ ეს დანაშაული მოვიფიქრე და სოსოც დავიყოლიე. ჯერ ჩვენი ორგანოების გაყიდვა გვინდოდა, მაგრამ საჭირო თანხას ვერ ვაგროვებდით. მზად ვიყავით, გულიც კი გაგვეყიდა, რაც შედარებით ძვირია, მაგრამ ოპერაციის ფული მაინც არ გროვდებოდა. აი, ასე იყო და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს.
გეგა ისე შესძრა ელენეს მონათხრობმა, რომ გაფითრდა, ცივმა ოფლმა დაასხა და ენის ბორძიკით იკითხა:
– ნეირობლასტომა რას ნიშნავს?
– ძვლის ავთვისებიან სიმსივნეს. ძვლის ტვინის გადანერვა სჭირდება და დონორი და ოპერაცია ასე ძვირი ამიტომ ღირს, – თქვა ელენემ.
– როდის უნდა გაუკეთოთ ბავშვს ოპერაცია? – იკითხა გეგამ.
– გუშინ გავუკეთეთ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ერთ თვეში ჩვენი თამარი სრულიად გამოჯანმრთელდება, – უთხრა ელენემ გეგას. შემდეგ ნოუთბუქი ჩართო და ეკრანზე შეახედა, საიდანაც წაბლისფერთმიანი, მწვანეთვალება ულამაზესი გოგონა იმზირებოდა.
ელენემ გეგას გაუღიმა და უთხრა:
– აი, ჩვენი თამარი.
გეგას თვალები აუცრემლდა და ელენეს ჰკითხა:
– მონათლულია?
– ჯერ არა, – მიუგო ელენემ.
– რომ გამოჯანმრთელდება, მე მოვნათლავ. ახლა წავალ და ხვალ საავადმყოფოში ერთად მოვინახულოთ, – თქვა გეგამ და გაოგნებული ცოლ-ქმარი დატოვა.
***
ორი თვის შემდეგ თბილისში სამების ტაძარში პატარა თამარს ნათლავდნენ. გეგამ ხელში აყვანილი მიუყვანა თამარი წინამძღვარს, რომელიც გოგონას თავზე ეამბორა, დალოცა და ჯვარი დაჰკიდა.
დასასრული
скачать dle 11.3