№24 კვირაში მინუს 6 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ანი რევია

პირველი დღე
მთელი დღის განმავლობაში მიირთმევთ მხოლოდ ხილს, ნებისმიერს, რომელიც გიყვართ. იკრძალება მხოლოდ ბანანი. ამასთან, დღეში 8-დან 12 ჭიქამდე წყალი უნდა დალიოთ.
მეორე დღე
მიირთვით უმი ან მოხარშული ბოსტნეული, ზეთისა და ყოველგვარი დანამატების გარეშე. აუცილებლად დალიეთ 8-დან 12 ჭიქამდე წყალი.
მესამე დღე
მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, გარდა ბანანისა და კარტოფილისა. უნდა დალიოთ 8-12 ჭიქა წყალი.
მეოთხე დღე
მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 8-10 ბანანი და 3 ჭიქა რძე.
მეხუთე დღე
დღის განმავლობაში მიირთვით 6 პომიდორი და 2 ულუფა მოხარშული ბრინჯი.
მეექვსე დღე
დილით დალიეთ უშაქრო ყავა ან ჩაი, შუადღეს უნდა მიირთვათ 200 გრამი ბრინჯი და დღის ბოლოს კი – უმი ბოსტნეული. დალიეთ 8-12 ჭიქა წყალი.
მეშვიდე დღე
შეგიძლიათ, მიირთვათ 2 ულუფა მოხარშული ბრინჯი, უმი ბოსტნეული და ნებისმიერი ხილის ახალგამოწურული წვენი.