კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ტრაგედია ბარში

სერჟ  მოლენი

ის, ვინც რეკავდა, კატეგორიულად მოითხოვდა კომისართან გასაუბრებას, თან ყველანაირად ცდილობდა, ხმა შეეცვალა.
– თქვენ ხართ, კომისარო? გუშინ მარინას ბარში ტრაგედია მოხდა. თუ იქ მიხვალთ, იკითხეთ, როგორ არის მარტინო. ალბათ, იცით, ვისაც ვგულისხმობ...
კომისარმა მაშინვე იგრძნო საქმის მთელი სერიოზულობა.
რესტორნის კარი შეაღო თუ არა, დარბაზის სიღრმეში მდგარ მაგიდასთან მიმჯდარი კრისტიანი დაინახა, დეკერისთან ერთად, რომელსაც მეტსახელად „მოანგარიშეს“ ეძახდნენ, ერთ დროს ბანკში მუშაობდა და იმიტომ. ბარის მეპატრონე დახლთან იდგა, ხელში ტილო ეჭირა და თითები ოდნავ უთრთოდა.
– გამარჯობა. აბა, როგორ ხართ? მარტინო როგორ არის?
– როგორც ყოველთვის, – მიუგო მისმა ცოლმა, მარინამ.
– როგორც ყოველთვის? ვხედავ შენთვის ტყვიით სარკე ჩაუმსხვრევიათ.
– ეს დიდი ხნის წინ მოხდა, ვიღაც ტიპმა რევოლვერი პირველად ნახა და უხაროდა.
საათზე მეტი მაინც იჯდა. კომისარი საკუთარი გამოცდილებით ხვდებოდა, რომ რესტორანში საშინელება მოხდა. თუმცა, ისიც იცოდა, რომ სამხილების გარეშე ფონს ვერ გავიდოდა. მარინამ  კომისარს კალვადორი მიუტანა და რამდენიმე ზრდილობიანი ფრაზა ჩაილაპარაკა. კომისარი იცნობდა ამ ოჯახს. ლუსიენს მარსელში უსიამოვნებები ჰქონდა. მერე, როგორღაც მოახერხა, ლიცენზია იყიდა და მონმარტრზე ეს რესტორანი გახსნა, სადაც ცოლთან ერთად ემსახურებოდა კლიენტებს. თუმცა, თავის ბნელ წარსულს მაინც ვერ გაექცა. მალევე მონახეს ძველმა მეგობრებმა. კომისარი კრისტიანს მიუახლოვდა.
– დიდი ხანია, შენი მეგობრები ბარში სხედან? მოყევი აქ რა მოხდა..
– კომისარო, შენ ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე? მე და ჩემი  მეგობარი, – კრისტიანმა „მოანგარიშეზე“ მიუთითა, – უბრალოდ, ვახშამს შემოვრჩით. კომისარმა თავი გადააქნია და ორივეს ჯიბეები ამოუტრიალა. კრისტიანს ერთ ჯიბეში ფინური დანა აღმოაჩნდა, მეორეში – მსხვილკალიბრიანი „ბრაუნინგი“. „მოანგარიშეს“ მხოლოდ დანა ჰქონდა.
რევოლვერში ერთი ტყვიით ნაკლები იდო.
– რატომ არ წაშალე კვალი? ლულაც კი არ გაგიწმენდია. დასამალი არაფერი გაქვს?
– ზუსტად მიხვდით, კომისარო... ზუსტად... – კრისტიანიც საოცრად მშვიდი ჩანდა.
კომისარი მალე დარწმუნდა, რომ რესტორანში მკვდარი არსად იყო, არც ცოცხალი იმალებოდა ვინმე. თუმცა რამდენიმე წუთში ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, რომელსაც აშკარად გაუკვირდა კომისრის დანახვა.
– თქვენ აქ რას აკეთებთ?
ეს ფრედი იყო. კრისტიანის მარჯვენა ხელი.
„მოანგარიშე“ აშკარად გაფითრდა და სასმლის მოზრდილი ყლუპი გადასცდა.
– მე ახლა თქვენს თვალწინ, პოლიციის განყოფილებაში დავრეკავ და ვიკითხავ, ხომ არ იპოვეს ფურგონი, რომელმაც პიგალის ქუჩიდან რაღაც ტვირთი წაიღო. კომისარს ძალიან მალე დაურეკეს და უთხრეს, რომ აღმოაჩინეს ჩემოდანი გვამით. ის 6,35-კალიბრიანი ბრაუნინგის ტყვიით იყო მოკლული.
– ასეც ვიცოდი... აბა, რომლის ნახელავია?
– რას გვერჩი? რა ვიცი, ეგ ვიღაც მარტინო ვინ  ჩააძაღლა. ჩვენ რა შუაში ვართ?
კომისარი „მოანგარიშეს“ მიუბრუნდა.
– ჩემთვის რამის თქმა ხომ არ გინდა, მეგობარო?
– არ მესმის, რისი თქმა გინდათ, –  ნაწყეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა ბიჭმა.
– კარგი. მაშინ, მე ჩემს თანაშემწეს  დაველოდები. – კომისარი დაჯდა, წინ დანები, კასტეტი, კრისტიანის რევოლვერი დაიდო და ლოდინი დაწყო. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. თანაშემწე მოვიდა და მოახსენა:
– კომისარო, როგორც თქვენ თქვით, იარაღი სახურავზე აღმოჩნდა. ამ რესტორნის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობის სახურავზე...
„მოანგარიშე“  ერთიანად გაფითრდა და წამოიძახა:
– მე არ მომიკლავს!
კომისარმა მხარზე დაუტყაპუნა ხელი.
– ეს პირველია და ღელავ... სარკე კრისტიანმა ჩაამტვრია და იმიტომ აკლდა მის რევოლვერს ერთი ტყვია. კრისტიან, ვერაფერი ასწავლე ბავშვს?.. ძალიან მარტივი საქმე იყო, ოთხი საათიც არ დამჭირვებია მის გასახსნელად. საერთოდ, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ არა შემთხვევა, დამნაშავეების ორმოცდაათი პროცენტი სასჯელს გაექცეოდა. ხოლო რომ არა „ენის მიმტანები“ და „ჩამშვებები“, დანარჩენი ორმოცდაათი პროცენტიც თავისუფლად ისეირნებდა...
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3