კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩემმა მშობლებმა სოფელში იყიდეს სახლი. 60-იან წლებში ის სახლი დაანგრიეს და ახალი ააშენეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ ძველი სახლის ეზოში მეპატრონეებმა მოხუცი ქალი დაასაფლავეს. იმ ადგილზე, სადაც საფლავია, მამაჩემმა ბოსელი ააშენა, ოღონდ, სანამ ააშენებდა, ძველ მეპატრონეებს დაეკითხა, ხომ არ გადაასვენებდნენ მიცვალებულს, რაზეც უარი მიიღო. გამიგონია, რომ ეზოში მიცვალებულის დაკრძალვა არ არის კარგი და არც ასეთ ადგილზე სახლის აშენებაა მიზანშეწონილი. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ? მაინტერესებს, რა შეიძლება გავაკეთო, როგორც ქრისტიანმა (ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან)?
პასუხი: საერთოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოში მიცვალებულის დაკრძალვა არ არის ქართული ტრადიცია. ქართველები საკუთარ მიცვალებულებს ცალკე სასაფლაოზე კრძალავდნენ, სადაც ეკლესია იყო. მაგრამ, რადგან ამ სიტუაციაში აღმოჩნდით, რასაკვირველია, უმჯობესია, მიცვალებული სასაფლაოზე გადაასვენოთ, რათა თქვენც სიმშვიდე ჰპოვოთ. მით უმეტეს, თუ ცნობილია ზუსტი ადგილი, სადაც საფლავია. გირჩევთ, ამ თემაზე გაესაუბროთ ადგილობრივ მოძღვარს, რომელიც უფრო დეტალურად გაეცნობა შექმნილ სიტუაციას და შესაბამის რჩევას მოგცემთ. უფალი შეგეწიოთ!
კითხვა: რამდენად სწორად იქცევა მოძღვარი, როდესაც ტაძარში შესულ მრევლს მიუთითებს, როგორ უნდა ეცვას. მაგალითად, შევსწრებივარ, როგორ დაატოვებინა მოძღვარმა ტაძარი ახალგაზრდა გოგონას მოკლე ქვედაკაბის გამო. ეს მისაღებია?
პასუხი: როდესაც ადამიანი ტაძარში მოდის სალოცავად, მას შესაფერისად უნდა ეცვას. ქალისთვის ნახევრად გახდილი, ექსტრავაგანტური და მსგავსი ჩაცმულობა არსად არის მოსაწონი, მით უმეტეს, ტაძარში. ასეთ შემთხვევაში ადამიანი, მისდაუნებურად, შესაძლოა, გახდეს საცთური სხვა ადამიანისთვის. თუმცა, რასაკვირველია, მოძღვარმა სიყვარულით და სიმშვიდით უნდა მიუთითოს მრევლს ამის შესახებ და არა მრისხანებით, რათა არ დააფრთხოს ის და სულ არ აუცრუოს გული ტაძარში მისვლაზე.
კითხვა: ათი მცნებიდან ერთ-ერთი გვმოძღვრავს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“. მეორე მხრივ კი – „საღვთო სჯული“ გვასწავლის, რომ უფალს სულ უნდა მივმართოთ ლოცვით სახლშიც, ქუჩაშიც, ტაძარში და ასე შემდეგ. როგორ შევუთავსოთ ეს ორი მითითება ერთმანეთს?
პასუხი: აქ არ არსებობს არანაირი შეუსაბამობა. „ამაოსა ზედა“ უფლის სახელის ხსენება გულისხმობს ყველა წვრილმანზე ანგარიშმიუცემლად ღმერთის სახელის ხსენებას. რაც შეეხება გულმხურვალე ლოცვას, ის არასდროს იქნება უფლის სახელის ხსენება „ამაოსა ზედა“. ჭეშმარიტი მორწმუნე ამას კარგად გაიგებს და გაითავისებს.
скачать dle 11.3