№24 რატომ არის შეუძლებელი კორონავირუსის ვაქცინის შექმნა და რატომ შეირჩა კაცობრიობაზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად ყველაზე სუსტი ვირუსების ჯგუფი, ანუ კორონა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
კორონავირუსის პირველი ტალღა მთელ მსოფლიოში ჩაცხრობისკენ ისე წავიდა, რომ მაინც ვერ გავარკვიეთ, რა იყო ეს, თუმცა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ და მთელ მსოფლიოს უკიჟინებენ, რომ შემდეგი ტალღები უფრო და უფრო გაძლიერდება. მიკრობიოლოგი, 35-წლიანი გამოცდილებით, სახელმწიფო უშიშროების აკადემიის კურსდამთავრებული ლევან ჩხიკვაძე გაგვაცნობს თავის განსხვავებულ ვერსიას კორონაპანდემიის ჩრდილოვანი მხარის შესახებ.
– პირადად მე ის უფრო მეუცნაურება, რომ ბოლო თვეებია, დედამიწაზე ადამიანებისთვის საშიშ ერთადერთ ვირუსად კორონა დარჩა. სხვა, სეზონური ვირუსები სად წავიდნენ?
– უფალმა შექმნა სამყარო და მისი შემადგენელი ნაწილია ის ხუთი მიკროსამყარო, რომელსაც ადამიანი შეუიარაღებელი თვალით ვერ ხედავს. ადამიანი ხედავს მხოლოდ ფლორასა და ფაუნას. მიკროსამყაროებში ცხოვრობენ მიკროორგანიზმები, რომელთაგან თითოეული იმაზე მეტია რაოდენობით, ვიდრე ფლორისა და ფაუნის ერთად აღებული სახეობები. ეს ხუთი სამყაროა: ვირუსები, ბაქტერიები, კოკები, ჩხირები და სოკოები. სოკოები, ფაქტობრივად, ადამიანისთვის ყველაზე საშიშ დაავადებებს იწვევენ და ძალიან რთულია მათთან გამკლავება, თუმცა გამკლავების საშუალებებიც არსებობს, უბრალოდ, თითოეული მათგანი განსხვავებულ საშიშროებას წარმოქმნის. მაგრამ ესეც უფლის მიერ დაწესებული ბუნების კანონია: ადამიანი უფლის შვილია და ბუნებას უნდა უფრთხილდებოდეს. თუ ადამიანი ბუნებას არ უფრთხილდება, თავისთავად ცხადია, რომ ეს ბუნება მას ადეკვატურად პასუხობს.
– ვირუსებს, ბაქტერიებს, ჩხირებს, კოკებს და სოკოებს როგორ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი?
– ისე სასწაულადაა შექმნილი სამყარო, რომ, რაც ჩამოვთვალე, ის შვიდი სამყარო ადამიანის საკეთილდღეოდაა. მაგალითად: ყველასთვის ცნობილია სტაფილოკოკი, რომლის მიერ გამოწვეულ დაავადებებს ადამიანი მიჰყავს კატასტროფამდე, მაგრამ სტაფილოკოკი ისევე აუცილებელია, როგორც ამ სამყაროს ყველა სხვა დანარჩენი ელემენტი. სტაფილოკოკი რომ არ არსებობდეს, ადამიანებს კანი არ ექნებათ, ანუ ისინი განაპირობებენ კანის ელასტიკურობას. მილიარდობითაა ჩვენს კანზე სტაფილოკოკი. უსასრულოდ შეიძლება ამ თემებზე საუბარი, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ხდება ასეთი რამ: ვირუსი უჯრედული აგებულებისაც კი არ არის, ის, უბრალოდ, ცილაა, ადამიანი კი, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არის ცილა და წყალი და უფალმა მას შთაბერა სული. ადამიანს უფალმა მისცა უნიკალური და აბსოლუტურად სრულყოფილი „ჯანდაცვის სამინისტრო“. ეს არის იმუნიტეტი. ამავდროულად, ადამიანს უფალმა მისცა ორი ძალიან დიდი „სააფთიაქო ქარხანა“, სხვა ცენტრებთან ერთად ტვინში არსებული ორი დიდი ცენტრი თალამუსი და ჰიპოთალამუსი. ერთმანეთის გადამზღვევია ეს ორივე ცენტრი. ისინი გამოიმუშავებენ იმ უნიკალურ ელემენტებს, რომლებიც კონკრეტულ მომენტში სჭირდება კონკრეტულ ადამიანს. მაგალითად, ადამიანს აწუხებს წნევა და იღებს წნევის დასარეგულირებელ წამალს. წნევის დამარეგულირებელი წამლების მიღებისას ადამიანი თავის ზემოთ ხსენებულ ცენტრებს ქვეცნობიერად ეუბნება, წნევა მაქვს აწეული ან დაწეული და სწორედ იმ ცენტრებში გამომუშავდება ის ნივთიერება, რომელიც არეგულირებს წნევას.
– იმას ამბობთ, რომ კონკრეტული აბები ააქტიურებს იმ უბნებს თავის ტვინში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან წნევაზე?
– დიახ. ანალოგიური შეიძლება, ითქვას სხვა დაავადებების შემთხვევაშიც. თუ თქვენ დაამზადებთ წნევის დამარეგულირებელს პურისგან, მისცემთ მას აბის ფორმას და მისცემთ ადამიანს, როგორც წნევის დამარეგულირებელს, ის მიიღებს ამ წამალს და თქვენ თვალწინ მას წნევა დაურეგულირებდა.
– პლაცებოს ეფექტი.
– დიახ, უფლის სასწაულის, თალამუსისა და ჰიპოთალამუსის მუშაობის შედეგი. ახლა გადავინაცვლოთ კონკრეტულ ვირუსზე, რომელიც წოდებულია კორონავირუსად და გვეუბნებიან, რომ უნდა ვისწავლოთ ამ კონკრეტულ ვირუსთან ერთად ცხოვრება. კორონავირუსთან, ისევე, როგორც სხვა ვირუსებთან ერთად არსებობს და თანაცხოვრობს ადამიანი დიდი ხანია. შესაბამისად, კორონავირუსის გაფეტიშება, მით უმეტეს, რომ ის წარმოადგენს ძალიან სუსტ ვირუსს, რომელიც ძალიან სწრაფად იღუპება, ისე, რომ ადამიანმა შეიძლება, ვერც შეამჩნიოს, რომ შეეყარა და დააცემინოს და ამით დაამთავროს, კომიკურია. თუმცა სხვას შესაძლოა, გაურთულდეს, გააჩნია იმუნიტეტს. თუ ადამიანს მძიმე დაავადებები აქვს, მისთვის ნებისმიერი გაციება და ორპირი ქარიც კი შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს და არ შეიძლება, კორონავირუსს დააბრალო. ადამიანის გარდაცვალების მიზეზი დგინდება გაკვეთის შედეგად. ამ გლობალური პანდემიის დროს თქვენც დაინახეთ, რომ გერმანელმა მეცნიერებმა, იტალიელებმა, ამერიკელებმა გაკვეთეს გარდაცვლილების ცხედრები და ნახეს, რომ კორონათი არავინაა გარდაცვლილი, ისინი დაიღუპნენ, რა მიზეზითაც უწევდათ გარდაცვალება იმ დროს.
– კორონამ არ დააჩქარა მაინც?
– არა... გითხარით, რომ ადამიანს აქვს უნიკალური სისტემა, იმუნიტეტი, რომელზეც მოქმედებს სხვადასხვა რამეები, მაგალითად, იმუნიტეტზე დამანგრევლად მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: პირველი – პანიკის გამოწვევა ადამიანში, მეორე – სტრესი და აქვე მედიცინაში არსებულ კლასიკურ განმარტებას მოვიტან: ყველა დაავადება მოდის ნერვიულობისგან და ერთადერთია სპირუტეხას ტიპის დაავადებები, რომლებიც სიყვარულისგანააო. ასევე, ადამიანის იმუნიტეტზე დამანგრევლად მოქმედებს, თუ ის ვერ იღებს ბუნებრივად არსებულ ვიტამინებს, მაგალითად, ვიტამინ D-ს, რომელსაც ადამიანი იღებს მზის სხივებისგან, ასევე, ვიტამინ PP-ს, ნიკოტინმჟავას, რომელიც არის თუთუნში და განსაკუთრებით, ეს ვიტამინი ესაჭიროება ფილტვებს გამართული მუშაობისთვის. ვიღაც მეტყვის, რომ ყველა არ ეწევა და კი ბატონო, თითოეულის ორგანიზმს აქვს თავისი მოთხოვნილება და ბუნებრივადაც შეუძლია ადამიანს, დაარეგულიროს ვიტამინის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში, ერთი გარდაქმნას მეორედ, მეორე – მესამედ. დანგრეულ იმუნიტეტზე, სტრესზე, ვიტამინ D-ს მიუღებლობაზე, რაც გამოხატულია ჩაკეტილ სივრცეში დიდი ხნით ყოფნით, მაგალითად, დაჯექი სახლში, იოლად მოქმედებს დამანგრევლად უმნიშვნელო ფაქტორიც კი. ნახეთ, რა ხდება?! გლობალურად ვიღაცებმა მოიფიქრეს, რომ ერთიანად დაერტყათ ადამიანის იმუნიტეტისთვის, ანუ გონებაზე ემოქმედათ და გარკვეულწილად, შედეგს მიაღწიეს. იმიტომ რომ, თუ ადამიანი ფსიქიკურად ძლიერია და გონებრივადაც განვითარებული, ის ხვდება, რაც ხდება და ცდილობს, იმუნიტეტი გაიძლიეროს. რამდენიმე სახეობისაა კორონავირუსი და არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს საშიშროებას. ცხოველებსაც, ადამიანების მსგავსად, აქვთ იმუნიტეტი. მაგალითად, ვირთხას აქვს იმუნიტეტი ატომური ბომბის აფეთქების შედეგად გამოწვეულ ცვლილებებზე, ესე იგი, მისი ღვიძლია განსაკუთრებული და ამას ათეული წლებია, შეისწავლიან. სხვათა შორის, კატებს აქვთ უნიკალური თვისება და კორონას ტიპის ვერანაირი ვირუსი მათ ვერ მოკლავს, ისინი იქით გამოდიან ადამიანების „ამცრელები“.
– ანუ კატასთან კონტაქტი ადამიანს კორონასადმი იმუნიტეტს უვითარებს?
– დიახ. მთელ მსოფლიოში ისიც იციან, რომ კატები წნევასაც არეგულირებენ. გავაგრძელოთ ადამიანის იმუნიტეტის დამაქვეითებელი ფაქტორების ჩამოთვლა: ერთ-ერთია სოციალური დისტანცია. ვისთან? ოჯახის წევრებთან?! ეს ხომ ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს? და რა არის ეს? განცდა, რომელიც მოქმედებს ნაღვლის ბუშტზე. ნაღვლის ბუშტს კავშირი აქვს ღვიძლთან, ღვიძლი კი იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. რაც შეიძლება, მარტივი ენით ვლაპრაკობ, რომ ნებისმიერისთვის იყოს გასაგები. მახსოვს, რომ პროფესიით ფსიქოლოგი ხართ და იცით, რას ნიშნავს ჩახუტების მნიშვნელობა.
– ამაზე ექსპერიმენტებიცაა ჩატარებული ათწლეულების წინათ და ერთდოლარიანი აპარატებიც იდგა, რომლებიც ადამიანს მხარზე ხელს უთათუნებდა და ბევრი მომხმარებელიც ჰყავდა.
– და ვინც ჩვენ გვეუბნება, რომ ყველა აკრძალვასთან ერთად სოციალური დისტანციაც დაიცავითო, საერთოდ დამღუპველია. წარმოიდგინეთ, მოკლე და ერთსა და იმავე დროში რამხელა დარტყმა მიაყენეს ადამიანებს. და ხაზგასმით მინდა, ვთქვა: არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თეთრ ხალათს იყენებენ ხალხის საწინააღმდეგოდ და გასამდიდრებლად. გაცილებით ბევრი ნაღდი და პატიოსანი ექიმი კი ჩრდილშია.
– იგივე ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იტყუება, რომ გამოჯანმრთელებულები გვყავს?
– მე ვთქვი, რაც ხდება, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რითი არიან დაავადებულები და რისგან გამოაჯანმრთელეს, ეს ზუსტად იგივე კითხვაა, რაც გერმანიაში დაისვა და ეს დიდი ფეიქ-თემა გაშიფრეს. რაც ახლა მოხდა მთელ მსოფლიოში, არის გენერალური რეპეტიცია იმ დიდი კატასტროფისკენ, რომელსაც ისინი გეგმაზომიერად მიჰყვებიან. გამყრელიძისა და იმნაძის დაწყებული რომ არ არის ეს თემა, ამას ყველა ვხვდებით, მაგრამ ისინიც ამ საქმეში არიან ჩართული. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ერთმა ძღინკიანმა ვირუსმა სულ გადამალა დღემდე არსებული ყველა ვირუსი, ბაქტერია, სოკო, კოკი და ჩხირი?! ფეიქ-ვირუსი შემოაგდეს სიტყვიერად, თორემ რეალურად არავის გვინახავს. გვაჩვენეს, როგორია კორონა. თუ ჩამახედებენ მიკროსკოპში, მეც გეტყვით, რა არის. თეორიულად კი, მეც შემიძლია, გითხრათ, სადღაც ვიღაცამ დაამზადა 500-600 ან 50 ვირუსი ერთად, ანუ ცილა შეკრა სხვადასხვა სახეობებით და რაღაცა საშუალებებით რამდენიმე ასეული ადამიანი დააავადეს. რა უნდა მაგის გაკეთებას?! შემოწმების დროსაც შეიძლება ეს. რაც ხდება, დიდი ხნის წინათ დაიწყო. ფინანსდებიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც არიან ადამიანის, სიყვარულის, ტრადიციების, ეკლესიების წინააღმდეგი. ამ გენერალური რეპეტიციის მიზანი იყო ხალხის რეაქციის შემოწმება და კიდევ აანონსებენ, რომ მოსალოდნელია მეექვსე, მეშვიდე ტალღები, თითქოს აივაზოვსკია ვირუსი. ასეთი რამ ვირუსებს არ ახასიათებს. მიკრობიოლოგიურად შანსი არაა, ვირუსი დამარცხდეს და ის იმავე ბუნების დარჩეს. ვირუსები მცირე ცვლილებაზეც კი იცვლებიან, მაგრამ მათი მუტაცია არ ხდება იმგვარად, რომ უფრო საშიშები გახდნენ ადამიანისთვის. შესაბამისად, ვირუსზე ვაქცინაცია არის სრული აბსურდი, ბაქტერიაზე შეიძლება, რადგან უჯრედული აგებულება აქვს. ვირუსებს კი ვერ დაეწევი – რამდენი ვაქცინა უნდა გააკეთო?! რამდენჯერ უნდა აცრან ხალხი?! ეს ხომ აბსურდია?! მაგრამ, თუ ტექნიკურად მზადდება ბოროტი ვაქცინა, ის რამენაირად პერსონალურად უნდა გაუკეთო ადამიანებს მასობრივად. რადგან ტექნიკურად შექმნილი ჰაერში რომ გაავრცელო, მასობრივს ვერ გახდი, ბუნება ჩაყლაპავს. ესე იგი, საჭირო იქნება პირდაპირი კონტაქტი დიდ მასებთან.