კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 მეცამეტე გოჭები?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ არამკითხე დამხმარეო, მიტყიპე და მიაგდეო...

  მართალია, პანდემია დაღმა წავიდა (ოფიციალური სტატისტიკით), მაგრამ ჩვენს გარემოცვაში კვლავ ზრდის დინამიკას ინარჩუნებს, განსაკუთრებით, სომხეთში. იმდენადაც კი, რომ იქაურმა პრემიერ-მინისტრმა განგაშის ზარები დაარისხა (ცუდი ამბავი გვჭირსო, რაც, ცხადია, სამწუხაროა), თუმცა მანამდე სომეხმა მაღალჩინოსანმა საქართველო მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულა (მაგრამ, ეს იქით იყოს – კაცთა მოდგმის გაჩენის დღიდანვეა ცნობილი, რომ ადამის ძენი სწუხან სხვის სიკეთეებსა ზედა).
  ბუნებრივია, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ჩვენი ინტერესიცაა, იმიტომ რომ ჩაკეტილად ადამიანი ვერ იარსებებს, ამდენად, გვირჩევნია, სამეზობლოც კეთილად იყოს.
  შესაძლოა, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა პეტიციაც შეადგინა და მოწოდებებიც ისმის, რომ უნდა დავეხმაროთ მეზობელ სომხეთს (და, მართლაც, წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო, გვასწავლის ჩვენებური შეგონება), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ დახმარება ჯერჯერობით არავის უთხოვია (სამყაროსა და ლოგიკის კანონია, მხოლოდ მას უნდა დაეხმარო, ვინც ითხოვს, მაცხოვარიც ამას შეგვაგონებს: ითხოვე და მოგეცემაო), საქმე მეცამეტე გოჭობას ჰგავს, იმას გარდა, რომ არამკითხე მოამბეო მიტყიპე და მიაგდეო (არადა - ვინ მოთვლის, რამდენჯერ ვართ, ამ მიზეზით, მიტყეპილები).


скачать dle 11.3