კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 პირაკრული აღფრთოვანება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

რაც არის იყო, რაც იყო, იქნება

  დედამიწელებს, ერთი მხრივ, კორონავირუსით აშინებენ, მეორე მხრივ კი, სანახაობითაც ართობენ (ვვარაუდობ, იციან, რომ დიდხანს კუბოების ყურება ჭკუიდან გადაიყვანს მათ) და ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც ილონ მასკის პროექტები წამითაც არ შეფერხებულა.
  და თუმცა პირველი შემთხვევა ფიასკოთი დასრულდა, მეორე ცდაზე „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ წარმატებით გაფრინდა (ისე, საინტერესოა, მატეო ფალკონესთან თუ აქვს რამე კავშირი?!) საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ.
  რაკი ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ამ ამბით აღტაცებულები – ახალი ერა იწყებაო და მთელი მსოფლიოც სუნთქვაშეკრული (და მერე რა, რომ პირბადეაფარებული?!) შესცქეროდა სანახაობას, მეც დავინტერესდი, აბა, სად გაიჭრა-მეთქი ტექნიკური პროგრესი და გავარკვიე, რომ სიახლეა ის, რომ რაკეტა გაუშვეს აშშ-ს ტერიტორიიდან (მანამდე ამ საქმისთვის რფ-ის კოსმოდრომ ბაიკანურს იყენებდნენ) და ის ერთჯერადი არ არის (გავითვალისწინოთ, რომ ერთჯერადი რაკეტების მრავალჯერადად გარდაქმნაზე კარგა ხანია, მუშაობენ, ეს შედეგს აუცილებლად მოიტანდა).
  სიახლედ იმასაც ამატებენ, ამჯერად რაკეტა კერძო კომპანიამ გააფრინა, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ყველაფერი აწ კერძო (კომპიუტერითა და მობილური ტელეფონით დაწყებული და სოციალური ქსელით დამთავრებული) თავის დროზე სპეცსამსახურების სამუშაო „იარაღები“ იყო, რომლებიც მოძველების შემდეგ საჯარო ხდება, რომ მის შექმნაზე დახარჯული ფული კერძო პირებისგან აინაზღაურონ (მიჰყიდიან ტექნოლოგიებს), ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს მესამე ფაქტორი შოკისმომგვრელ სიახლედ ვერ ჩაითვლება (თუმცა, მაინცდამაინც, დიდ გარღვევად – ვერც წინა ორი).
  თუმცა, თუ ადამიანებს დღესასწაული უნდათ, შეუძლიათ, იზეიმონ, მაგრამ არც ის იქნებოდა ურიგო, გაეანალიზებინათ: კოსმოსში ასე აჭრილები რატომ ებრძვიან უხილავ ვირუსს პირის აკვრით?!



скачать dle 11.3