კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 უხამსობის ომბუდსმენისეული მადლი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გიჟი, ანუ შეურაცხყოფა, თავისუფალია

  კარგა ხანია, ცნობილია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება საყველპურო ამბად იქცა, ოღონდ საინტერესო რაკურსით: მაგალითად, ეკლესიის აუგად მოხსენიება მისასალმებელია, მაგრამ, მაგალითად, ელგებეტედ წოდებული პირების – არა. მეორე მხრივ, ჩვენი კანონმდებლობაც დუმს, ბოლოს და ბოლოს, დასაშვებია თუ აკრძალულია სიძულვილის ენა.
  ჰოდა, რაკი დუმს, ეს ჩვენი ომბუდსმენი (ლომჯარია) შეგვაგონებს, რომ ადამიანის უფლებებისა და სახალხო დამცველის საქმე არ არის, დაადგინოს, რა უნდა და არ უნდა უთხრან მოქალაქეებმა ერთმანეთს, რაც უნდა შეურაცხმყოფელი იყოს ეს ლექსიკა. ანუ, ვინაიდან კანონში არაფერი წერია, მაშასადამე, ოღონდ საქართველოს კანონმდებლობით, სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი. იქვე დასძენს, „სახალხო დამცველი სიძულვილის ენაზე რეაგირებას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ ის საჯარო პირისგან მომდინარეობს, მაგალითად, თუ დეპუტატი ან საჯარო პირი გააკეთებს სიძულვილის შემცველ განცხადებას. როგორც წესი, ასეთი ტიპის განცხადებებზე რეაგირებას ვახდენთ... უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც არის ჩვენი თავისუფლების ნაწილი და შეგვიძლია, მხოლოდ მოვუწოდოთ ადამიანებს, თავი შეიკავონ შეურაცხყოფისგან.“
  თითქოს ყველაფერი სწორია: რაც კანონით აკრძალული არ არის, დასაშვებია, მაგრამ პრობლემაც ისაა, ამ უხამსობის მორევში, სახალხო დამცველი იმას კი არ მოუწოდებს, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა კანონით აიკრძალოსო, აქეზებს, კანონით გაქვთ ამის უფლებაო (თუმცა თავსაც იზღვევს, ანუ თითლიბაზობს, პირადად მე არ მომწონსო).
  ლომჯარიას ლოგიკით კი, გამოდის, რომ, თუ მე ახლა მას შეურაცხმყოფელი თიკუნით მოვიხსენიებ, ის კი პასუხად უფრო დიდ შეურაცხყოფას დამიბრუნებს, უკიდეგანო თავისუფლების იპოსტასებად ვიქცევით, არადა, სინამდვილეში, გამოქვაბულის დროინდელი, დეგრადირებული ორი ტლუ დედაკაცი ვიქნებით.


скачать dle 11.3