კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა დაღი დაასვა ოჯახურმა თანაცხოვრებამ ლადო ჯანელიძეს და ვისგან გაიგო მან ყოფილი ცოლის მეგობარზე გათხოვება

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  იყო პერიოდი, როცა ლადო ჯანელიძის ცხოვრებაში, როგორც თავად ამბობს, წარმატების პიკი იდგა. თუმცა, ცოლის მოყვანის შემდეგ, აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორდა. დიდხნიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოჯახი დაენგრა, თუმცა არცერთ  განვლილ ნაბიჯს არ ნანობს და დღეს პირად ამბებზე, აყოლილ ვნებებსა თუ დაშვებულ შეცდომებზე გულახდილად საუბრობს.  
  ლადო ჯანელიძე: 19 წლის ასაკი – ეს პერიოდი ყველაზე მაგარი იყო ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილი „სამოთხე“, როცა საზოგადოებაში პირველად გამოვჩნდი. ერთ დღესაც, მამიდაჩემმა, ნუცა ჯანელიძემ მითხრა: პროექტს ვაკეთებ, სახელად „ნუცას სკოლა“ და იქ უნდა წამოხვიდეო. პირველივე გამოჩენიდან გავხდი პოპულარული, უამრავი შემოთავაზება მქონდა – კონცერტები მიმყავდა, თავადაც გამოვდიოდი, ვიყავი ტელეწამყვანი, ერთ-ერთ ტელევიზიაში მუსიკალური რედაქტორიც გავხდი, ფილმებშიც გადამიღეს, სერიალებშიც, თეატრებშიც ვითამაშე. უამრავი თაყვანისმცემელი გამიჩნდა. გოგონები ძალიან მანებივრებდნენ (იცინის). მოკლედ, 20 წლის ასაკში, ყველაფერი მქონდა და ეს პერიოდი ჩემი კარიერის პიკი იყო, თუმცა მალევე დასრულდა.
– რატომ დასრულდა მალევე წარმატების პიკის პერიოდი და რატომ აღარსად ჩანდი?
–  22 წლის ასაკში  მოვიყვანე ცოლი და ამან შემაფერხა. ისე დავოჯახდით, ერთი თვეც კი არ ვიცნობდით ერთმანეთს. ბევრი გოგო იყო ჩემზე გადარეული, ეს კი ზედაც არ მიყურებდა. ვიფიქრე: რას ჰქვია ვერ მამჩნევს-მეთქი და ამით უფრო დამაინტერესა. ერთ მომენტში კადრი გაჩერდა – დავინახე, დამინახა და გაჩნდა ვნება. მოკლედ, მინდოდა, კარგი ქმარი ვყოფილიყავი და ყველაფერს ჩამოვშორდი. მიკამათია კიდეც ამ თემაზე ცოლთან – ის მეუბნებოდა, წადიო, მე კიდევ ვკაცობდი, ვეუბნებოდი: ოჯახის კაცი შემომტანი უნდა იყოს, სცენა, პოპულარობა და გადაღებები მერეც იქნება-მეთქი. ნელ-ნელა ჩამოვშორდი ყველაფერს. იყო პატარ-პატარა კამათები, დაშორება-შერიგებები, ჩემი მხრიდან ღალატები... კაცები ვცდებით ხოლმე და ცოლებს ვღალატობთ, თუმცა ამას მაშინ ვერ ვხვდებით. აი, იმ ათმა წელმა რომ გაიარა და ყველაფერი დასრულდა, მერე ვინანე, ცოლს რომ ვღალატობდი. მივხვდი, ვცდებოდი.
– ამ გაჩერებულმა კადრმა, რა დაღი დაგასვა ისეთი, რომ დღესაც ძალიან გტკივა? როგორ გგონია, ეს იყო სიყვარულით შექმნილი ოჯახი, გატაცება, ნაჩქარევი გადაწყვეტილება თუ ვნებაზე აყოლილი თანაცხოვრება?
– ამ გაჩერებული კადრის შედეგი ძალიან მტკიოდა, მაგრამ დღეს აღარ მტკივა. თუმცა, სიყვარულში ძალიან ფრთხილი გავხდი. ეს გამოცდილებამ მოიტანა და პირადი ურთიერთობები ვეღარ ავაწყვე, დავრჩი ეულად და კენტად (იცინის). დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს იყო გატაცება, მაშინ კი მეგონა, რომ სიყვარული იყო. ცოლთან გაშორების მერე, მყავდა შეყვარებული – ძალიან კარგი გოგო, თუმცა, საბოლოოდ, ვერ შედგა ურთიერთობა.
– შენი ყოფილი ცოლი, გაშორებიდან ძალიან მალე, ცოლად შენს ძმაკაცს გაჰყვა. ეს შენთვის დიდი დარტყმა იყო?
– დიახ, ჩემი ყოფილი ცოლი ჩემს ძმაკაცს გაჰყვა ცოლად. ჩემი ძმაკაცი თავად მოვიდა ჩემთან და მითხრა: ვუყვარვარ და არ ვიცი, რა გავაკეთო, კაცურად გეუბნებიო. მეც წყნარად ვუპასუხე: თქვენი საქმის თქვენ იცით-მეთქი. თუმცა, ჩემში იმ დროს პირველი მსოფლიო ომის დასასრული და მეორის დასაწყისი იყო. არც კი ვიცი, ეს ემოცია როგორ მოვთოკე. ზოგადად, ცოტა ეჭვიანი, ცოტა მომთხოვნი ქმარი ვიყავი – ასე მეგონა სწორი და ოჯახის დანგრევაში ამიტომ ვიდანაშაულებ თავს. ამას ბევრი მამაკაცი არ აღიარებს, მე კი არ მიყვარს ტყუილი, მწარე სიმართლე მირჩევნია და არასოდეს დავმალავ იმას, რაც რეალურად იყო. ჩემი მხრიდან, შეიძლება, ამანაც გააფუჭა ურთიერთობა. დავისაჯე, თუმცა ჭკუა ვისწავლე. მეგობრები და საქმე დამეხმარა, უფრო გავაქტიურებულიყავი, არ მივეცი ჩემს თავს იმის უფლება, რომ ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდნილიყავი. მივხვდი, ცხოვრებისთვის არ უნდა მიმეცა უფლება, დავეჩაგრე და თავი ხელში ავიყვანე. ვცდილობდი, იმაზე მეტი გავმხდარიყავი, ვინც ადრე ვიყავი. ახლაც, ისევ ის მინდა ვიყო, გამიხსენონ,  ისევ ისე ვუყვარდე, როგორც ადრე და ამიტომ გავაქტიურდი. ამით მინდა, ის სიყვარული დავიბრუნო, რასაც ადრე ვგრძნობდი. პირადში არ მიმართლებს და ჯობია, ისევ კარიერას მივხედო (იცინის). ჩაწყნარდება სიტუაცია და კორონა კი არა, ვერავინ შემაჩერებს, სცენაზე აუცილებლად დავბრუნდები. სცენის გარეშე ვერ ვისუნთქებ, ვერ ვიცხოვრებ, ვერ ვიარსებებ და ვერ ვიქნები ბედნიერი.
– ამბობენ, ადამიანის კარიერული წარმატებისთვის გვერდით საყვარელი ადამიანის ყოფნა ერთგვარი სტიმულიო.
– ასეა, ნამდვილად მჭირდება საყვარელი ადამიანი გვერდით. ხშირად საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და მინდა, ამ დროს ჩემი მეორე ნახევრის მხარზე მედოს თავი. ოჯახური იდილია კარიერაშიც სტიმულია და ეს იდილია მეც მინდა და მენატრება. თუმცა, გულს ვერ უბრძანებ და თან, გამოცდილებიდან გამომდინარე, შიშიც მაქვს. პატარა ასაკში რომ ვიყო, რა პრობლემაა? ერთი დალევა – ერთი ცოლის მოყვანა და შაჰაბასივით ვიქნებოდი, მაგრამ ახლა, ათი ლიტრი რომ ჩამასხათ, ვნებებს არ ავყვები (იცინის). ოჯახის შექმნას, გამოცდილებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობით ვუდგები.
–  გინდა თუ არა, რადგან საერთო შვილი გყავთ, ყოფილ ცოლთან ურთიერთობა უნდა გქონდეს. ამ მხრივ როგორ არის საქმე? მის ქმართან, ანუ შენს ძმაკაცთან, თუ გაქვს ურთიერთობა?
– ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, ჩემი ცხოვრებიდან არცერთ პერიოდს არ ამოვჭრიდი, რადგან, არაჩვეულებრივი შვილი მყავს – 12 წლის ალექსანდრე. თან, ეს გზა უნდა გამევლო. ეს ჩემი ბედისწერა იყო, ასე უნდა ყოფილიყო და განვლილმა გზამ, ჭკუა მასწავლა. გაშორებიდან სამი წელი გავიდა და ყოფილ ცოლთან და ჩემს მეგობართან – ახლა უკვე მის ქმართანაც, ჩვეულებრივი, ნორმალური დამოკიდებულება მაქვს. ქუჩაში თუ მხვდებიან, თვალს არ ვარიდებ, გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე ურთიერთობა გვაქვს.
– ლადო, დიდი ხანია, ქუდით დადიხარ. ამბობენ, თმის შეთხელების კომპლექსი გაქვს. ასეა?
– ყველას ხუჭუჭა ვახსოვარ. თმის ცვენა რომ დამეწყო და შემითხელდა, დავკომპლექსდი. ამიტომაც, ზამთარ-ზაფხულ არ ვიხდიდი ქუდს, ამ ზაფხულს კი, „თალიზის“ დახმარებით ქუდს მოვიხდი და ამისთვის დიდი მადლობა მათ. სცენაზე ღიპიანი და მელოტი ლადო ვერ წარმომიდგენია და ამიტომ, თმაც გადავინერგე და ფორმაშიც ჩავდექი.

скачать dle 11.3