კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 შესაძლებელია თუ არა გენეტიკური შეცდომის გამოსწორება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  92 წლის ამერიკელ გენეტიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატ ჯეიმს დიუი უოტსონს მიაჩნია, რომ სულ მალე შესაძლებელი გახდება ადამიანის გენის გამოსწორება, ანუ გენეტიკური დაავადებებისგან განკურნება. სახელგანთქმულმა მეცნიერმა ნობელის პრემია 1962 წელს დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენისთვის მიიღო. თუმცა მას 90 წლის ასაკში ყველა წოდება ჩამოართვეს იმის გამო, რომ უოტსონმა განაცხადა, რომ თეთრკანიანი ადამიანის ინტელექტი რადიკალურად განსხვავდება შავკანიანის ინტელექტისგან. მეცნიერის მტკიცებით, „თეთრების“ ინტელექტი „შავების“ ინტელექტზე გაცილებით მაღალიაო. უოტსონის ეს მტკიცება შეერთებული შტატების მეცნიერულმა საზოგადოებამ არასწორად მიიჩნია და მას რასიზმი დასდო ბრალი, რისთვისაც მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი „ჩამოალაბორანტეს“ (მას ყველა საპატიო წოდება ჩამოართვეს), თუმცა უოტსონი ამბობს, რომ მისი აღმოჩენა უამრავი ექსპერიმენტით, ტესტირებებითაა დამტკიცებული და რასიზმი არაფერ შუაშია. მხცოვან მეცნიერ-გენეტიკოსს არც უდარდია, ასე რომ მოექცნენ და მიაჩნია, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული (92 წლის ასაკში), ვიდრე თავის მართლებაა. „თანამედროვე გენეტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია მცდარი გენის გასწორება. ჩვეულებრივ ენაზე კი ამას გენეტიკური დაავადებებისგან განკურნება ეწოდება. როგორც ცნობილია და ამას სტატისტიკა ადასტურებს, ყოველი მეათიათასე ადამიანი გენეტიკური ავადმყოფობითაა დაავადებული, იქნება ეს სისხლის, ტვინისა თუ სხვა მძიმე, პრაქტიკულად, განუკურნებელი სენი. ეს დაავადებები მოკალათებულია ჩვენს უჯრედებში, უფრო ზუსტად დნმ-ში. როგორც ცნობილია, ჩვენი დნმ ტყუპების პრინციპითაა დაკომპლექტებული და შეიცავს დედისა და მამის გენს. მაგალითად, ავიღოთ მხედველობის გენის მატარებელი გენები. ამ ტყუპისცალებში, რომლებიც ვიზუალურად ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, ერთი უჯრედი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, მეორე კი – დაზიანებული. სწორედ ეს დაზიანებული უჯრედია (მაგალითად, მამის უჯრედი, გენი) გენეტიკური დაავადების მატარებელი და ადამიანში პათოლოგიის, ანუ – გენეტიკური ავადმყოფობის გამომწვევი და განმავითარებელი. ისმება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ამის გამოსწორება, ანუ – გენეტიკური დაავადებისგან განკურნება? პასუხი: დიახ, შესაძლებელია. მაგრამ, ჯერჯერობით ამის გაკეთება ხერხდება (ისიც საკმაოდ დიდი ცდომილებით) მხოლოდ ჩანასახზე, ანუ – ემბრიონზე. და ეს უნდა განხორციელდეს მოლეკულური მანქანის საშუალებით, რომელსაც „კრისპრიკასი 9“ ეწოდება. რას წარმოადგენს ის? ესაა ბაქტერია, რომელიც შედის ემბრიონში და ძალიან სწრაფად პოულობს დაზიანებულ, მუტირებულ, გენეტიკურად გაუმართავ გენს. შემდგომ უნდა განხორციელდეს ამ უვარგისი გენის მატარებელი უჯრედის განადგურება ამ ბაქტერიით და იგივე დანიშნულების გენის (მაგალითად, მამის ჯანმრთელი გენის) კოპირება, რაც გამოსწორებას, გენეტიკური დაავადებისგან გაწმენდას ნიშნავს. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, მე ამ პროცესს ფილმის მონტაჟს შევადარებ, რომლის დროსაც გაფუჭებულ კადრს ჭრიან და მის ადგილს სასურველი კადრი იკავებს. როგორც ცნობილია, ჩვენს ორგანიზმში სამ მილიარდამდე გენური უჯრედია და ისინი პერმანენტულ მოძრაობაში იმყოფებიან. ჩვენი გენეტიკური კოდი, დნმ-ის სტრუქტურა უზარმაზარი წიგნია და ის, თუ შეიძლება ითქვას, სხვადასხვა სიტყვიერი კომბინაციისგან შედგება, რომლებსაც სწორედ ეს მილიარდობით უჯრედები ქმნიან. მათ წყობაზეა დამოკიდებული ადამიანი, მისი განვითარება. ანუ, როგორი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ექნება მას, ადამიანს. გენური ინჟინერია დღესდღეობით საკმაოდ განვითარებულია, შეიძლება ითქვას იმ დონემდე, რომ განახორციელოს ისეთი მონიტორინგი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ადამიანს მივანიჭოთ ჯანმრთელი განვითარების საშუალება. ანუ აღმოვფხვრათ მასში (ადამიანში) სავარაუდო ავადმყოფობების (გენეტიკიდან გამომდინარე) განვითარება, რომლებიც შესაძლებელია მას მოწიფულ ასაკში აღმოაჩნდეს – კიბო, ჰემოფილია, დამბლა, სხვადასხვა ინფექცია და ასე შემდეგ.
დღესდღეობით, როგორც უკვე აღვნიშნე, გენეტიკური ხარვეზების გასწორება, ისიც საკმაოდ დიდი ცდომილებით, შესაძლებელია მხოლოდ ემბრიონში. თუმცა მოვა დრო, როდესაც ემბრიონის გამოკვლევის შედეგად და მასში ობიექტური კორექციის (შესწორების) შეტანის შემდეგ ზუსტად ვიტყვით, როგორი ადამიანი იქნება ესა თუ ის ემბრიონი 25 წლის ასაკში, რა სიმაღლისა და წონის, როგორი გარეგნობის და საერთოდ, რა ინტელექტუალური შესაძლებლობები ჩამოუყალიბდება მას. ამგვარად, უფრო ადვილი იქნება ადამიანისთვის ჯერ კიდევ მის დაბადებამდე პროფესიის, მოღვაწეობის სფეროს შერჩევა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სულ მალე, უკვე ოცდამეერთე საუკუნეში მივა მეცნიერება, კერძოდ კი გენური ინჟინერია, ამ მიღწევამდე და ახალი, თითქმის აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი გალაქტიკას დაიპყრობს. მავანს ჩემი სიტყვები შეიძლება, გამოშტერებული ბებრის ბოდვად მოეჩვენოს, მაგრამ ჟიულ ვერნის, უელსისა თუ მათი კოლეგების „ნაბოდვარი“ დღეს უკვე რეალობაა, რომელზეც არავინ კამათობს“.

скачать dle 11.3