კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ ვუშველოთ გულძმარვას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

გასტროეზოფაგური რეფლუქსი საკმაოდ გავრცელებულია. პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, ის რომ არ გამოეცადოს. რეფლუქსი ჩვეული რამაა ნაბახუსევს, ასევე – ზოგიერთი ადამიანისთვის უჩვეულო საკვების მიღებისას. როდესაც ის სწრაფად გარდამავალი და ერთჯერადია, დაავადებად ვერ ჩავთვლით. დაავადებაზე ვსაუბრობთ, როდესაც რეფლუქსის სიმპტომატიკა მყარია და ადამიანს გარკვეული ხნის განმავლობაში აწუხებს.
გულძმარვის უმთავრესი მიზეზია საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითება, მისი ღიაობა, ამას კი ორი რამ განაპირობებს – კუჭში მეტისმეტად ბევრი საკვების არსებობა, რაც ჭარბი კვების შედეგია და მუცლის პრესზე გადამეტებული ზეწოლა, უმეტესად – სიმსუქნის ან ორსულობის გამო. დადგენილია, რომ საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითებას ხელს უწყობს ზოგიერთი საკვები – პომიდორი, ციტრუსები, ნიორი, ხახვი, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი, კოფეინიანი სასმელი, ცხარე და ნოყიერი კერძები. გულძმარვა შეიძლება ზოგიერთმა მედიკამენტმაც გამოიწვიოს.
გულძმარვის ნიშნებია ძმარვისა და ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც (მაგალითად, სტენოკარდია) ანალოგიური სიმპტომი ახასიათებს. თუ გულძმარვას ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის მხრივ პრობლემები და წონაში კლება ახლავს, ეს გულძმარვის გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს. მუდმივი ხასიათის გულძმარვა კი კუჭის სერიოზული დაავადების მიმანიშნებელია. აღსანიშნავია, რომ გულძმარვა ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანსაც აწუხებს, მაგალითად, მჟავე ხილის, ცხარე საკვების, ალკოჰოლისა და შავი პურის მიღების შემდეგ, ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღებისას და გადაძღომის შემთხვევაში, დახრისას, ასევე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
რჩევები:
გახეხეთ ნიგოზი ან ნუში. საკმარისია მხოლოდ 1 სადილის კოვზი და გულძმარვა გაქრება. უზმოზე მირთმეული 1 თეფში წიწიბურა დაგიცავთ გულძმარვისგან მთელი დღის განმავლობაში. ზოგიერთს მცენარეული ზეთი ეხმარება. გულძმარვის შეტევის დროს  მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი, სტაფილო, ვაშლი, გოგრის უმი თესლი ან მზესუმზირა – მიირთვით ამ პროდუქტებიდან რომელიმე მცირე რაოდენობით და შვებას უმალვე იგრძნობთ. მოხალეთ წიწიბურა, დაფქვით და გაცერით. მიიღეთ ეს საშუალება დღეში სამჯერ 1 მწიკვი.
მიიღეთ დილით, უზმოზე 150-200 გრამი კარტოფილის წვენი, შემდეგ კი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ ჭიქის ერთი მეოთხედი.
ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში მოათავსეთ ორი სუფრის კოვზი სელის თესლი და გააჩერეთ 3 საათი, შემდეგ გაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ. მჟავიანობა სწრაფად მოჰყავს ნორმაში და საყლაპავ მილში წვას აქრობს.
გულძმარვისა და კუჭის წვის გასაყუჩებლად კარგ ეფექტს იძლევა სხვადასხვა კისელები, ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, გახეხილი სტაფილო.
თუ გულძმარვამ შემოგიტიათ და ხელთ წამალი არ გაქვთ, კუჭი საჭმლით დაიცავით. ყველაზე კარგად ეხმარება ფაფა, ხაჭო, რძე და სხვა. მთავარია, საკვები არ იყოს მჟავე, ცხარე.
რაციონიდან ამოიღეთ გულძმარვის გამომწვევი პროდუქტები, ჭამეთ ცოტა და ხშირად, კარგად დაღეჭეთ. სავსე კუჭით დაწოლა გულძმარვის წინაპირობაა. მსუბუქად ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე. ერიდეთ სტრესს. სტრესი ზრდის რეფლექსს კუჭის წვენის სეკრეციის მატების გამო.
ღამის გულძმარვის შესამცირებლად ნუ იხმართ მოჭერილ სამოსსა და აქსესუარებს – ქამრებს, ბანდაჟებს, საცვლებს. ღამით, დაწოლამდე, შეგიძლიათ საღეჭი რეზინი დაღეჭოთ. ეს ხელს უწყობს ნერწყვის პროდუქციას, ნერწყვი კი კუჭის სიმჟავეს ანეიტრალებს და რეფლუქსს ამცირებს. გაითვალისწინეთ, რომ გულძმარვის გამომწვევი საკვები ყველა ადამიანზე როდი მოქმედებს უარყოფითად. დააკვირდით, თქვენს შემთხვევაში რა აძლიერებს სიმპტომებს და თავად შეიტანეთ კორექცია კვების რეჟიმში. თუ გულძმარვა ძლიერდება ვარჯიშის შემდეგ, სვით სათანადო რაოდენობის წყალი. გაითვალისწინეთ, რომ თუ გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას ნებაზე მიუშვებთ, გაიზრდება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი, ამიტომ შემაწუხებელი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
скачать dle 11.3