კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ გაიტაცეს 18 მილიონის ღირებულების ალმასები ანგოლიდან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

საბადო
  მას მერე, რაც ანგოლის დამოუკიდებლობისთვის ომი დასრულდა და ქვეყნიდან პორტუგალიელი კოლონიზატორები განდევნეს, ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ერთმანეთს სამი ძალა დაუპირისპირდა: 1. შრომის პარტია, რომელიც ქვეყანას მართავდა, 2. ეროვნული ფრონტი და 3. ეროვნული კავშირი „უნიტა“. მეორე და მესამე ძალა ერთად უტევდნენ მმართველ ძალას. მათ ეხმარებოდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ზაირი და ამერიკის შეერთებული შტატები. სამთავრობო ძალებს კი გვერდით ედგნენ საბჭოთა კავშირი და კუბა... საქმე კი ის იყო, რომ ანგოლას მდიდარი რესურსები ჰქონდა, იქ დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა ნავთობი, რკინა, ნიკელი, ურანი და ოქრო. თუმცა ამ აფრიკული ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ალმასებია, რომლებიც იქ დიდი რაოდენობითაა და, ამასთან, საუკეთესო ხარისხის. სწორედ, ამით იყო საინტერესო ანგოლა დიდი სახელმწიფოებისთვის. ყველას საბჭოეთმა აჯობა და მოკავშირე კუბასთან ერთად იქ დამკვიდრდა. თუმცა, კუბელები მხოლოდ დამხმარე ძალას წარმოადგენდნენ. საბჭოეთი კი ანგოლას დიდძალ სერიოზულ სამხედრო დახმარებას უწევდა. სამაგიეროდ, ადგილობრივ რესურსებს „დააჯდა“ და ურანისა და ოქროს გარდა იქიდან უძვირფასეს ალმასებს ეზიდებოდა. ამ მუქთა საბადოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი („კაგებე“) კურირებდა და ყველა ეს ოპერაცია გასაიდუმლოებული იყო. მოქმედებდა ასეთი სქემა: ანგოლაში გასაგზავნი სამხედრო შეიარაღების ნუსხა ფასდებოდა და გადადიოდა ალმასებში, ურანსა და ოქროში. შემდგომ საბჭოეთი იღებდა გასამრჯელოს – ურანს, ოქროს, ალმასებს, ერთი კვირის ვადაში კი ანგოლაში შეიარაღება ჩაჰქონდა. საბჭოთა სამხედრო ძღვენი ანგოლაში გემით ჩადიოდა და ურანიც ამ გზით გაჰქონდათ. ხოლო ოქროსა და ალმასებს ანგოლიდან საბჭოეთში თვითმფრინავით ეზიდებოდნენ. ურანის ტრანსპორტირებას ატომური ენერგეტიკის სამხედრო მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა. ხოლო ოქროსა და ალმასების საბჭოეთში ჩამოტანა პოლკოვნიკ ლაზარ კოგანის მეთაურობით ხორციელდებოდა და მას ეხმარებოდნენ კაპიტნები მერაბ კიკაბიძე და ხორენ გევორქიანი. ამ ტრიოს ძალიან ფართო ნაცნობობა ჰქონდა როგორც ანგოლის მთავრობაში, ასევე ოპოზიციაშიც და ეს ყველაფერი სამხედრო-პოლიტიკური ინტერესებით „პრავდებოდა“.
ავიაკატასტროფა
  1982 წლის 2 მარტს ანგოლის დედაქალაქ ლუანდადან აფრენილმა „ტუ 134-მა“ ფრენის მეათე წუთზე ატლანტის ოკეანეში, ლუანდიდან 89 კილომეტრში კატასტროფა განიცადა. მიუხედავად ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციისა, მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდა. ძებნას საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები ახორციელებდნენ. თვითმფრინავის ბორტზე სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟი და „კაგებეს“ ტრიო კოგანის, კიკაბიძისა და გევორქიანის შემადგენლობით. საქმე კი ის იყო, რომ თვითმფრინავით ანგოლური ალმასები საბჭოეთში გადაჰქონდათ, რომელთა ღირებულება 10 მილიონი დოლარი იყო. მოსკოვში, „კაგებეს“ შტაბ-ბინაში განგაში ატყდა და ახლად დანიშნული თავმჯდომარე ფედორჩუკი კატეგორიულად მოითხოვდა ჭეშმარიტების დადგენასა და ალმასების პოვნას. მიუხედავად ყველაფრისა, ასეთმა აქტიურობამ შედეგი ვერ გამოიღო. ეს განგაში კი ერთი კვირის შემდეგ, ანუ 9 მარტს, ნამდვილ პანიკაში გადაიზარდა. გაირკვა, რომ „კაგებეს“ ტრიოს, თურმე, ოპოზიციური ძალებისგან ეროვნული ფრონტისა და „უნიტასგან“ 8 მილიონის ღირებულების ალმასები და ოქრო მიუღია, სანაცვლოდ კი მსხვილი საბჭოთა სამხედრო შეიარაღება უნდა მიეღოთ, რომელიც ვითომდა, სამხრეთ აფრიკის პორტ კეიპტაუნში ჩავიდოდა... ამგვარად, 10 მილიონის ოფიციალურ ძვირფასეულობას, 8 მილიონის არაოფიციალურიც დაემატა და „კაგებეს“ ტრიოზე ტოტალური ძებნა-ნადირობა გამოცხადდა. თანაც, კოგანს, კიკაბიძესა და გევორქიანს „კაგებესა“ და „გრუს“ გარდა ანგოლის ორი ოპოზიციური ძალა – სამხრეთ აფრიკის უშიშროება და კუბის დაზვერვა ეძებდა. მიუხედავად ასეთი წარმომადგენლობითი კამპანიისა, არამც თუ გაუჩინარებულების მოძებნა ვერ მოხერხდა, არამედ იმის დადგენაც ვერ შეძლეს ნამდვილად ავიაკატასტროფა მოხდა თუ ეს ყველაფერი საგანგებოდ იყო მოწყობილი. საბჭოთა მთავრობამ ძებნაში წყალქვეშა ნავებიც ჩართო, რომლებიც იმ კვადრატს იკვლევდნენ, სადაც საბჭოთა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
ახალი ინფორმაცია
  1986 წელს „გამოძიების ფედერალურმა ბიურომ“ ნიუ-იორკში 46 წლის ყოფილი საბჭოთა სამხედრო პოლკოვნიკი ბორის საროკინი დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა იარაღით ვაჭრობა და როგორც „ეფბეერი“ აცხადებდა, საროკინი მჭიდროდ იყო კავშირში როგორც აფრიკის, ასევე ლათინური ამერიკისა და მუსლიმანური სამყაროს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. სწორედ, მათ ამარაგებდა ყოფილი საბჭოთა პოლკოვნიკი დიდძალი იარაღით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების არსენალებიდან. საროკინი ახლო კონტაქტში იმყოფებოდა ანგოლაში მებრძოლ მხარეებთან და ორივე დაპირისპირებულ დაჯგუფებას იარაღით ამარაგებდა. სწორედ საროკინმა „გახეთქა“ ის საიდუმლო, რომელიც 4 წლის განმავლობაში ამოუხსნელი იყო. „ეფბეერს“ მან განუცხადა, რომ 1982 წლის 2 მარტს „კაგებეს“ სამმა საბჭოთა ოფიცერმა 18 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა. მათ „გადააგდეს“, ერთი მხრივ, საბჭოთა მთავრობა, მეორე მხრივ კი – ანგოლის ოპოზიცია. გაითამაშეს ავიაკატასტროფა „ტუ 134-ის“ ეკიპაჟთან ერთად და გაუჩინარდნენ. საროკინის ცნობით, თავად ის მონაწილეობდა ამ ოპერაციაში და პირადად გადაიყვანა იახტით ექვსივე საბჭოელი, რომლებიც პარაშუტებით წყალზე დაეშვნენ. გასამრჯელოდ საროკინმა 10 ცალი ალმასი მიიღო. შემდგომ ექვსივე კონგოში ჩაიყვანა და მათ იქ დაშორდა... საროკინს უვადო პატიმრობა მისცეს და ის 2006 წელს ციხეში გარდაიცვალა. გაუჩინარებულ ექვსეულს კი ვერსად მიაგნეს.

скачать dle 11.3