№23 გამოსასყიდი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #22(1013)
გეგა შეჩერდა და ძველი ნანგრევებისკენ ჩაიხედა. ქვევით მართლა იდგა მუყაოს დიდი ყუთი. გეგამ ყუთში ფულით სავსე პაკეტი ჩადო. ამ დროს სიბნელიდან მოტოციკლეტის მუზარადიანი და ტყავის სამოსში გამოწყობილი ადამიანი გამოვიდა და პაკეტი ყუთიდან ამოიღო. შემდეგ კვლავ სიბნელეში, ხიდის ქვეშ გაუჩინარდა. გეგა ბანკს რომ მიუახლოვდა, მისმა მობილურმა დარეკა და ბოხხმიანმა უთხრა:
– ყოჩაღ! კარგად შეასრულე ყველაფერი. ახლა ფულებს შევამოწმებ და თუკი აქაც ყველაფერი რიგზე იქნება, შენს ორნელას უვნებლად მიიღებ.
– ფული ნამდვილია. როდის გამოუშვებთ ელენეს, – თქვა გეგამ.
– მაქსიმუმ ხვალ, შუადღეზე შენი ელენე შენთან ინება. მოთმინება იქონიე, სიძე ბატონო. მშვიდობით, – თქვა ბოხხმიანმა და ტელეფონი გათიშა.
ბიჭმა მთელი ღამე გაათენა, ვაჟკაცურად გადაიტანა მტანჯველი საათები და როგორც კი შუადღე შესრულდა, აივანზე გავიდა და ქუჩას გახედა. გეგა ერთი საათი იდგა და ყურადღებით ათვალიერებდა მანქანებსა და გამვლელ-გამომვლელებს, მაგრამ ელენე არსად ჩანდა. ბოლოს სახლში შებრუნდა და უხმოდ სცემდა ოთახში ბოლთას, ფიქრობდა და ცდილობდა, არ ენერვიულა. თუმცა მისდაუნებურად სახე წამოჭარხლოდა და გული აჩქარებით უცემდა. ასეთ ყოფაში გაატარა გეგამ სამი საათი და დედა-მამა უხმოდ ადევნებდა თვალყურს შვილის ტანჯვას. ბოლოს ვამეხმა ვაჟს უთხრა:
– გეგა, მამი, აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს და მოდი, პროფესიონალი ჩავრთოთ საქმეში.
– რა სხვა ამბავს გულისხმობ? – ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა.
– არ ვიცი, შვილო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზაური უნდა ავამოქმედოთ, – თქვა ვამეხმა.
– ხვალამდე მოვიცადოთ, – მოკლედ მოუჭრა გეგამ. ვამეხმა კი დაამატა:
– როგორც შენ იტყვი, შვილო, მაგრამ არ დავაგვიანოთ.
მამის ბოლო სიტყვებმა უკიდურესად გააღიზიანა გეგა, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ სავარაუდოდ, ელენეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ბიჭს კი ასეთი რამის გაფიქრებაც კი არ უნდოდა. გეგას იმისიც ეშინოდა, რომ გოლეთიანების აქტიურობას გამტაცებლები არ დაეფრთხო და მათ მართლა არ მოეკლათ ელენე. სწორედ ამის გამო ითრევდა ფეხს და ზაურ აბრამიძის საქმეში ჩართვაზე ყოყმანობდა. გეგამ მეორე ღამეც თეთრად გაათენა და ელენე რომ კვლავ არ გამოჩნდა, ვამეხთან მივიდა და უთხრა:
– ზაურს დაურეკე და უთხარი, მოვიდეს და საქმეში ჩაერთოს.
– ზაური არც არსად წასულა და ეს დღეები სულ ჩვენთანაა. უბრალოდ, არ ჩნდებოდა, რომ არ გაღიზიანებულიყავი, – უთხრა ვამეხმა შვილს და სასტუმრო ოთახისკენ გაიშვირა ხელი, რომლის ზღურბლზეც „კაგებეს“ ყოფილი პოდპოლკოვნიკი იდგა.
***
„კაგებეს“ ყოფილი პოდპოლკოვნიკი და ბიზნესმენის ვაჟი ცალკე ოთახში განმარტოვდნენ. სავარძლებში ჩასხდნენ თუ არა, აბრამიძემ გეგას უთხრა:
– გეგა, მე დაწვრილებით უნდა გამოგკითხო ყველაფერი. შეიძლება, ინტიმსაც შევეხო და არ გეწყინოს. ყველაფერზე ზუსტი პასუხი უნდა გამცე. თანახმა ხარ?
– რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, ბატონო ზაურ. ოღონდ ელენე დამიბრუნდეს უვნებელი და ყველაფერზე თანახმა ვარ, – მიუგო ბიჭმა.
– მაშინ, დავიწყოთ.
– დავიწყოთ.
აბრამიძემ ამოისუნთქა და გეგას ჰკითხა:
– რამდენი ხანია, რაც ელენეს იცნობ?
– ზუსტად ექვსი კვირა, – თქვა გეგამ.
– რა იცი ელენეს შესახებ?
– ვიცი, რომ ხუთი წლის წინ მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა და ბებია ზრდიდა, რომელიც შარშანწინ გარდაიცვალა. ამიტომ, ელენე იძულებული გახდა, ინსტიტუტი მიეტოვებინა და მუშაობა დაეწყო.
– სად სწავლობდა?
– სამედიცინოზე.
– ინსტიტუტი რომ მიატოვა, მას მერე მუშაობდა რესტორანში?
– არა.
– აბა, სად?
გეგამ მხრები აიჩეჩა და აბრამიძეს უთხრა:
– არ ვიცი. არ მიკითხავს. ვიცი მხოლოდ ის, რომ რესტორანში მიმტანად მუშაობა ელენემ ორი თვის წინ ჩვენს გაცნობამდე ორი კვირით ადრე დაიწყო.
– ეს ელენემ გითხრა?
– არა, – თავი გააქნია გეგამ და დაამატა, – ელენე რომ მომეწონა და მისი გაცნობა გადავწყვიტე, რესტორნის დირექტორს გამოვკითხე მასზე და მან მითხრა. ელენეს მისამართიც დირექტორისგან შევიტყვე. იმ რესტორანში ხშირად დავდივარ და დირექტორს კარგად ვიცნობ.
– გასაგებია. შენ ეს მითხარი, გეგა, ელენეს თაყვანისმცემლებზე თუ იცი რამე?
– რომელ თაყვანისმცემლებზე? – დაბნეულად იკითხა გეგამ.
– ზოგადად, თაყვანისმცემლებზე, – თქვა აბრამიძემ და დაამატა, – შენი ელენე ულამაზესი, უნაკლო გოგოა და თითქმის გამორიცხულია, რომ ვინმეს არ ყვარებოდა. უკიდურეს შემთხვევაში არ მოსწონებოდა მაინც. აი, ამის შესახებ გეკითხები.
– არა, ბატონო ზაურ, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ელენესთან ასეთ თემებზე არ ვსაუბრობდი და არაფერს ვეკითხებოდი. არც თვითონ უთქვამს რამე, – მიუგო გეგამ.
– მაინც, რა თემებზე საუბროდით?
– სიყვარულზე, ოჯახზე, შვილებზე... – თქვა გეგამ.
– უფრო კონკრეტულად?
– ელენეს ძალიან ხშირად ვეუბნებოდი, – მიყვარხარ-მეთქი. ვეკითხებოდი, თუ სად, რომელ ქვეყანასა და როგორ სახლში უნდოდა ცხოვრება, რამდენი შვილი გვეყოლებოდა.
– რას გპასუხობდა?
– ბევრი შვილების გაჩენა უნდოდა და ამბობდა, აუცილებლად ჯანმრთელი ბავშვები უნდა იყვნენო. ცხოვრებით კი ამბობდა: სადმე, წყნარ მყუდრო ადგილზე ვიცხოვრებდი და ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვსო. სიყვარულზე კი ისიც სიყვარულით მპასუხობდა და მეუბნებოდა, მეც ძალიან მიყვარხარო.
– ელენესთან როგორი ურთიერთობა გქონდა?
– კარგი, – დაბნეულად მიუგო გეგამ.
აბრამიძეს გაეღიმა და დააზუსტა:
– ბოდიშს გიხდი გეგა. მე შენ ამის თაობაზე წინასწარ გაგაფრთხილე. ურთიერთობაში ინტიმს ვგულისხმობ. თუ იწექი ელენესთან?
– არა, – თავი გააქნია გეგამ, – მე მისთვის არც კი მიკოცნია. მეუბნებოდა, – ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და სანამ არ დავქორწინდებით, შენთან ვერ დავწვებიო.
– გასაგებია, – თქვა აბრამიძემ და წუთით ჩაფიქრდა. შემდეგ კი იკითხა, – თავის ოჯახზე კონკრეტულად არაფერს გიყვებოდა?
– არა. მას ამაზე ლაპარაკი არ უყვარდა. მხოლოდ ის მითხრა, – მშობლები ავარიაში დამეღუპნენ და ორი წლის წინ ბებია გარდამეცვალაო.
– მშობლები – გასაგებია. ბებიამისს რა დაემართა?
– არ ვიცი. არ მიკითხავს და არც ელენეს უთქვამს მეტი.
– თავის ნაცნობ-მეგობრებზე, სკოლის ამხანაგებზე ან, თუნდაც, მეზობლებზე არაფერს გიყვებოდა?
– არა. არაფერს. ჩვენს სიყვარულსა და მომავალ ოჯახზე ვლაპარაკობდით და სხვა არაფერი გვაინტერესებდა, – თქვა გეგამ.
– გეგა, ჯვრისწერას აპირებთ?
– დიახ. რა თქმა უნდა.
– მეჯვარეები ვინ გყავთ? უფრო სწორად, ელენეს მეჯვარე ვინ იქნება? – იკითხა აბრამიძემ.
ამ კითხვამ გეგა შეაცბუნა და გაოცებული მზერა ესროლა აბრამიძეს. წამით ჩაფიქრდა და მიუგო:
– ამის შესახებ არაფერი ვიცი. უფრო სწორად არ გვილაპარაკია. საოცარია, არა? არადა, ჯვრისწერას სამებაში ვაპირებთ და შევპირდი თავად უწმიდესი დაგვწერს ჯვარს-მეთქი. მამაჩემი მას კარგად იცნობს და უარს არ ეტყვის. სამებას რომ აშენებდნენ, მამამ მათ რამდენჯერმე გარკვეული თანხა ჩაურიცხა და უწმიდესმა წმიდა გიორგის მედალიონიც კი უსახსოვრა.
– გასაგებია. შენ ის მითხარი, ვინმეზე ხომ არ გაქვს ეჭვი?
– რას გულისხმობთ?
– შენი აზრით, ვის შეეძლო ელენეს გატაცება?
– ეგ რომ ვიცოდე, თავს მოვაწყვეტდი, – მწარედ ჩაილაპარაკა გეგამ და დაამატა, – ახლობლებიდან – არავის, არც ჩვენს სახლში მომუშავეებზე შემიძლია ცუდის თქმა. თითქმის ყველა ჩვენი ნათესავია, შემოწმებული და ერთგული ხალხია.
– კარგი, ბატონო. ახლა ის მითხარი, გამტაცებელთა საუბარში რაიმე ხომ არ გენიშნა, რაც კვალზე დაგვაყენებდა?
გეგა ჩაფიქრდა და აბრამიძეს მიუგო.
– არა. არაფერი. ისინი, უბრალოდ, მემუქრებოდნენ, – თუ ჩაგვიშვებ, ელენეს მოვკლავთო. დანარჩენი კი ის იყო, რომ მირეკავდნენ და მიმართულებას მაძლევდნენ, როგორ უნდა მემოძრავა ფულით. ვფიქრობ, ვფიქრობ კი არადა, დარწმუნებული ვარ, რომ მითვალთვალებდნენ. როდესაც შლემიანი მოტოციკლეტისტი ტელეფონზე მელაპარაკებოდა, თან, ალბათ, დურბინდით მიყურებდა.
– გეგა, აბა, კარგად გაიხსენე, ის მოტოციკლისტი და ამიწერე, – უთხრა გეგას აბრამიძემ.
გეგამ თვალები მოჭუტა, ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ თქვა:
– ქუჩა კი იყო განათებული, მაგრამ ნანგრევებში ცოტა ბნელოდა. ფულის წამღებს მოტოციკლეტის შლემი ეხურა და ტყავის შარვალი და ქურთუკი ეცვა. დარწმუნებული ვარ, მოტოციკლი პატარა ქუჩაზე ეყენა.
– ალბათ, – დაეთანხმა აბრამიძე და შემდეგ დააყოლა. მოტოციკლისტის გარეგნობა ამიწერე.
– იცით, ის ისე მოულოდნელად გამოხტა სიბნელიდან, ფული აიღო და ისევ შეხტა, რომ კარგად ვერც კი დავაკვირდი. თუმცა, გაკიდება მოვინდომე, მაგრამ შემეშინდა, რომ ელენეს მოკლავდნენ და გადავიფიქრე, – თქვა გეგამ.
– კარგი, კარგი, გეგა. ჯერჯერობით საკმარისია. როგორც ვიცი, მობილურით გამტაცებლების საუბარს იწერდი, – თქვა აბრამიძემ.
– დიახ, – დაუდასტურა ბიჭმა.
– შენი ტელეფონი უნდა მათხოვო. საუბრები უნდა მოვისმინო და საერთოდ, იქნებ სხვა რამისთვისაც დამჭირდეს, – თქვა კერძო დეტექტივმა.
– კი, ბატონო, წაიღეთ, მაგრამ გამტაცებლებმა რომ დამირეკონ ან ელენემ? – თქვა გეგამ. აბრამიძემ კი უპასუხა:
– თუ დაგირეკავენ, აუცილებლად გაგაღვიძებთ. თუმცა, არ მგონია.
– გამაღვიძებთ? – იკითხა ბიჭმა.
– ჰო, გეგა. ახლა კი უნდა დაიძინო. გადაღლილი ხარ და დასვენება გჭირდება. მერწმუნე, რომ წინ დიდი ამბები გველოდება და ჯანზე უნდა იყო.
– რა ამბები?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ გარწმუნებ, რომ ასე იქნება. მე კი საქმეს უნდა მივხედო და დროებით დაგტოვებ. შენ კი დაისვენე. აბა, ნახვამდის, – უთხრა ზაურ აბრამიძემ გეგა გოლეთიანს. ბიჭის მობილური ტელეფონი აიღო და ოთახიდან გავიდა.
გეგა კი ძალიან მოქანცული იყო და თვალები ეხუჭებოდა. ბიჭი ძლივს მილასლასდა საწოლამდე. ტანსაცმლიანად დაწვა და უმალვე ჩაეძინა.
***
გეგასგან გამოსულ აბრამიძეს კართან ბიჭის მშობლები დახვდნენ, რომლებსაც სახეებზე უკიდურესი შეშფოთება აღბეჭდვოდათ. ქალი ნამტირალევ თვალებს იწმენდდა. ვამეხმა კი კერძო დეტექტივს ჰკითხა:
– რას იტყვი, ზაურ. რა ხდება, რა ტრიალებს ჩვენს თავს?
– ძალიან საინტერესო საქმე ჩანს და მის გასახსენებლად დრო მჭირდება, – მიუგო აბრამიძემ.
– დრო არ ითმენს, ზაურ. ჩემი ინტერესი კი ისაა, ყველაფერი გაირკვეს და ბიჭს ასეთს აღარ ვხედავდეთ, – მწარედ თქვა ვამეხ გოლეთიანმა და ტუჩები მოიკვნიტა.
– მაქსიმუმ სამ დღეში გეტყვი პასუხს. ახლა კი უნდა წავიდე და ვიმუშაო. დროებით! – თქვა კერძო დეტექტივმა და გასასვლელისკენ დაიძრა. ვამეხმა კი მას უთხრა:
– ზაურ, თანხაზე ლაპარაკი არაა და როცა გინდა და რამდენიც გინდა მოითხოვე. მოკლედ, შენი ხმალი და ჩემი კისერი.
ყოფილ „კაგებეშნიკს“ გაეღიმა და მილიონერს უთხრა:
– ჯერჯერობით არაფერია საჭირო და თუკი დამჭირდა, არ მოგერიდები.
გოლეთიანებისგან წამოსულ ზაურ აბრამიძეს უკვე შემუშავებული ჰქონდა მოქმედების გეგმა, რომელიც საჭესთან, გზაში დახვეწა. ოფისში რომ მივიდა, კაბინეტში ჩაიკეტა და თავისი ნააზრევი ქაღალდზე გადაიტანა. შემდეგ გეგას ტელეფონი მოიმარჯვა და გამტაცებლებთან საუბრები რამდენიმეჯერ მოისმინა. საუბრის შინაარსიდან ფრაზები ამოიწერა. შემდეგ მობილური კომპანიის მთავარ ინჟინერს დაურეკა და უთხრა:
– ჯემალ, როგორ ხარ?
– შენ, ზაურ? – კითხვა შეუბრუნა აბრამიძეს ჯემალმა.
– სად გნახო?
– ჩემთან მოდი.
– კარგი. ნახევარ საათში გეახლები, – თქვა აბრამიძემ. ტელეფონი გათიშა და ჯემალისკენ გაემართა, რომელიც ყოფილ „კაგებეშნიკს“ ყოველგვარი ოფიციალური მოთხოვნის გარეშე უსრულებდა შეკვეთებს.
– აბა, ამჯერად რა გჭირდება? – ჰკითხა ჯემალმა აბრამიძეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში