№23 რას ამბობს ყვავილი
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ფსიქოლოგები ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავ სახალისო ფსიქო-ტესტს ქმნიან, რომელბიც თქვენგან ფანტაზიის უნარის დაძაბვას მოითხოვენ, სამაგიეროდ, საკუთარი თავის უკეთ შეცნობის საშუალებას გაძლევენ.
თქვენი დავალებაა, ამოირჩიოთ ამ ქოთნის ყვავილებიდან ის, რომელიც ფერის მიხედვით ყველაზე მეტად მოგეწონებათ. შედეგმა შეიძლება, გაგაოცოთ.
1. იასამნისფერი ყვავილი ცისფერ ქოთანში
გიყვართ მშვიდ გარემოში ყოფნა. საინტერესო წიგნების კითხვა. თავი მშვიდ და ინტელექტუალურ პიროვნებად მიგაჩნიათ. გარშემომყოფები კი ფიქრობენ, რომ შემოქმედი და ექსტრავაგანტული ხართ. მეგობრები ხშირად მოგმართავენ, როცა პრობლემების გადალახვა სჭირდებათ. ისინი დარწმუნებულნი არიან თქვენ მხარდაჭერასა და თანაგრძნობაში.
2. ყვითელი ყვავილი და თეთრი ქოთანი
კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანი ხართ. თქვენ გარშემო თავს ყველა ბედნიერად გრძნობს. მუდამ დადებითი განცდებით ცხოვრობთ. თავში ათასობით იდეა გიტრიალებთ და გარშემომყოფებსაც ავსებთ თქვენი ოპტიმიზმით.
3. ვარდისფერი ყვავილი ფირუზისფერი ქოთანი
საოცრად თბილად ეპყრობით გარშემომყოფებს და თითქმის ყველას ენდობით, იმიტომ რომ თავად გულახდილი ხართ და მათი მხრიდანაც ვერ წარმოგიდგენიათ ღალატი. თბილი ბუნებისა და რომანტიკულობის მიუხედავად, ძალიან თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ადამიანი ბრძანდებით. საკუთარი მიზნისთვის მთებსაც კი გადადგამთ.
4. წითელის და ლურჯის კომბინაცია
ტრადიციების მიმდევარი ადამიანი ბრძანდებით. ამბიცია გაქვთ, ყველა თქვენი გავლენის ქვეშ მოაქციოთ. პირველობისთვის ბრძოლა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მის გარეშე არ შეგიძლიათ.