კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ჩემი ქმრის პირველი ცოლი მავიწროებს


  სანამ ცოლად გავყვებოდი, ჩემს საყვარელ მამაკაცს არაფერი დაუმალავს ჩემთვის მისი წარსული ცხოვრებიდან. ვიცოდი, რომ ჰყავდა ცოლი, გაშორდა, მაგრამ საერთო შვილის გამო, იძულებული იყო; მასთან ხშირი ურთიერთობა ჰქონოდა. ამისთვის მაინცადამაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმიქცევია. ნახევარი მსოფლიო, თუ არა მეტი, ცოლსაა გაშორებული და მეორედ დაოჯახებული და რა პრობლემაა? მოკლედ, გავყევი ცოლად, დავიწყეთ ერთად ცხოვრება და მივხვდი, რამდენად საჭირო ყოფილა გვერდით საყვარელი ადამიანის ყოლა. მაგრამ, რად გინდა? ვინ დამაცადა? მისი ყოფილი ცოლი სულ გადაირია, ეჭვიანობა დაიწყო და ადრე თუ თვეში ერთხელ ანახვებდა შვილს, ახლა კვირაში ორჯერ მოჰყავდა. იმიზეზებდა, ვითომ სადღაც იყო წასასვლელი, დატოვებდა ბავშვს და მერე მოაკითხავდა. მე, რასაკვირველია, თავიდან თავაზიანად და ცივილურად ვექცეოდი. ჩემი ქმარი რომ ღიზიანდებოდა და ამბობდა: ეს ასე სპეციალურად იქცევა, რომ გამომიწვიოს, ამაყვიროს და მერე შარი მომდოს, შვილი არ გინდაო. მე ვეწინააღმდეგებოდი და ამის გამო ერთხელ კამათიც კი მოგვივდა. ბავშვი რომ მოიყვანა, მარტო ვიყავი სახლში, ყავას ვაკეთებდი და შევთავაზე, ხომ არ დალევ-მეთქი. დიდი სიამოვნებითო და, მოვუდუღე. დავსხედით სამზარეულოში მაგიდასთან და ბავშვზე ვსაუბრობდით. მერე, მადა გაეხსნა ქალბატონს და მოაყოლა ქმართან გატარებული დღეების ისტორიები. ისეთი რაღაცები მომიყვა, კი გამიკვირდა, ამას არ იზამდა-მეთქი, მაგრამ მისაბუთებდა. საღამოს, ჩემი ქმარი რომ სამსახურიდან დაბრუნდა, შევაპარე, ასე იყო-მეთქი და ისე დამიღრიალა, შევხტი. მიყვიროდა: რას დაიდაქალე, კარგი რომ ყოფილიყო, ჩემ გვერდით იქნებოდა. ახლა გადაირია, მეორედ რომ შევქმენი ოჯახი და მას არ დავუწყე ხვეწნა-მუდარა. ბავშვით სპეკულიანტობს, უნდა ურთიერთობა აგვირიოს, რამდენ სისულელესაც გეტყვის, ის უნდა დაიჯეროო. სულელივით შევეწინააღმდეგე, ქალის მხარი დავიჭირე და მერე კი მივხვდი, ჩემს საწინააღმდეგოს რომ ვამბობდი და გავჩუმდი. იმ დღიდან ჩემი მიამიტობა და ქალური სოლიდარობა უკანა პლანზე გადავწიე, საღი თვალით მივუდექი მოვლენებს, ქალბატონის ქცევებსა და სიტყვებსაც კარგად დავაკვირდი და მივხვდი, როგორ ცდილობდა ჩვენ შორის ჩადგომას, ბავშვსაც რატომ ტოვებდა ასე ხშირად ჩვენთან და მეც მელაკუდურად მივუდექი – რამდენჯერაც მოვიდოდა, ვიწყებდი ჩემი ქმრის ქება-დიდებას. ვუხსნიდი, როგორ გვიყვარს ერთმანეთი, როგორი თბილი და მოსიყვარულეა ჩემი ქმარი, ხელის გულზე რომ მატარებს... ამის მოსმენაზე კი ედებოდა ალმური სახეზე, მაგრამ სიბრაზეს არ იმჩნევდა. ერთ დღესაც ამ ყველაფერს რომ დავაყოლე – შვილს ველოდებით-მეთქი, იქ გაჭედა. მივხვდი, ეწყინა, გაბრაზდა – მიხვდა, ვეღარ ჩადგებოდა ჩვენ შორის და მისი ყოფილი ქმარი ჩვენს საერთო შვილს უფრო მეტ დროს დაუთმობდა, ვიდრე მისას, რომელიც ძირითადად, მასთან ცხოვრობს. დაიწყო ინტრიგები, რეკვები და ლანძღვები, ბავშვიც ჩემს წინააღმდეგ აამხედრა და ცდილობს, როგორც შეუძლია, შემავიწროოს. არ მეგონა, შვილიანი კაცის ცოლობა თუ ასე რთული იქნებოდა. თან, ორსულად ვარ და ნერვიულობას ვერიდები, მაგრამ ვინ მაცლის? ახლა ვხვდები, რომ ჩემმა ქმარმა სწორი არჩევანი გააკეთა, თავის დროზე რომ გაშორდა მისი შვილის დედას, მაგრამ ბავშვი მაინც მეცოდება. არ მინდა, დედის უაზრო „დაქოქვის“ მსხვერპლი გახდეს – მამა შეიძულოს და მე კი ბოროტ დედინაცვლად წარმომიდგინოს და ვეზიზღებოდე. იმედია, დროულად მოვა გონზე ქალბატონი და შეგვეშვება. მიხვდება, რომ მისი ყოფილი ქმარი მისკენ აღრასოდეს გაიხედავს, ბავშვს კი ყოველთვის მიაქცევს ყურადღებას.
ნინი, 29 წლის.
скачать dle 11.3