კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 12 ივნისს, საღამოს რვა საათზე. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატებების მომტანი?
პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: საქველმოქმედო საქმე, ლიტერატურა, პოეზია, ხელოვნების სხვადასხვა დარგი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 10 ნოემბერს, დილის საათებში. პანდემია რომ გადაივლის, მინდა, უცხოეთში წასვლა და იქ საქმის დაწყება. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი უცხო ქვეყანაა, ამ მხრივ, ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: სხვათა შორის, უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა და იქ დროებით წასვლა, მუშაობა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი თქვენთვის კარგია: უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა, ჩილე, სლოვაკეთი, კოლუმბია, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ესპანეთი, პორტუგალია.
კითხვა: დავიბადე 2000 წლის 27 აპრილს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია მომიტანს მეტ წარმატებას?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, რომ იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი, დამოუკიდებელი მებრძოლი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. თუ ამ თვისებებს წინ წამოწევთ, წარმატებებსაც მიაღწევთ ცხოვრებაში და კარმულ მისიასაც შეასრულებთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიური საქმე, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.
კითხვა: ზოდიაქოს რომელ ნიშანს განეკუთვნება 1989 წლის 21 იანვარს, დილის ათის ნახევარზე დაბადებული ადამიანი და რა პროფესიაში უნდა სცადოს ბედი, რომ გაუმართლოს?
პასუხი: ეს ადამიანი თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკური დარგები, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, ფილოსოფია, პარაფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, საქველმოქმედო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება.
скачать dle 11.3