კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ დაუმტკიცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მთელ მსოფლიოს, რომ ბოლომდე ენდობა ღმერთს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების ცხოვრება შეცვალა, იმდენადაც კი, რომ ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში პირველად ჩვენს პლანეტზე ლამის ყველა აღმსარებლობის სალოცავების კარი დაიკეტა (იშვიათი გამონაკლისების გარდა).
  ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ შალვა კეკელიასთან, ერთად ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა და ძალა აქვს სასულიერო პირებისა და მრევლის ერთად ლოცვას, რატომ არ შეიძლება, რომ დაიკეტოს ეკლესიის კარი და რით აზიანებს ეს მრევლსაც და სულიერებასაც.
– მამა შალვა, რატომ იყო და არის მნიშვნელოვანი როგორც ეკლესიისთვის – ქრისტეს სახლისთვის და ღმერთისთვის, ისე მორწმუნეებისთვის, რომ მრევლი ესწრებოდეს ტაძარში აღვლენილ წირვა-ლოცვას და რა განსხვავებაა მხოლოდ სასულიერო პირების მიერ და მრევლთან ერთად ლოცვას შორის?
– ეკლესიას აქვს ოცდაერთსაუკუნოვანი გამოცდილება, რაც ქრისტემ მიწაზე სულთმოფენობის დღეს, ამაღლებიდან მეათე დღეს დააარსა ეკლესია. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და იმ დღიდან მოყოლებული ეკლესიას არსებობა არ შეუწყვიტავს და ვიდრე მეორედ მოსვლამდე იარსებებს მიწიერი ეკლესია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სასულიერო პირი ხალხთან ერთად წირავდეს: თვითონ სიტყვა „ეკლესია“ ბერძნულია და ნიშნავს „ხალხთა კრებულს“, ანუ თავად სიტყვაც გვეუბნება, რომ ხალხის გარეშე მსახურების ჩატარება შეუძლებელია, ვინაიდან, თუ ხალხის გარეშე ატარებ ღვთისმსახურებას, ამას აღარ ჰქვია ეკლესია, ეს უკვე სხვა რამაა. ისტორიის განმავლობაში ეკლესიის უამრავი დევნა გვახსოვს, ვიცით, როგორ იდევნებოდნენ პირველი ქრისტიანები და ოცდამეერთე საუკუნემდე ძალიან ბევრჯერ განუცდია დევნა მართლმადიდებელ ეკლესიას. ისეთი დევნაც გვახსოვს, განსაკუთრებით, მესამე-მეოთხე საუკუნეებში, როდესაც სასულიერო პირმა ზუსტად იცოდა, ვინც მასთან მივიდოდა ღვთისმსახურებაზე, იმ ადამიანსა და მისი ოჯახის წევრებს დახოცავდნენ და შეიძლებოდა, ცხოველებისთვის მიეყარათ დასაგლეჯად, ეწამებინათ, ოჯახი გაესახლებინათ. უამრავი ფაქტიც არსებობს, რომ ადამიანები ეკლესიაში მისვლის გამოც დაუხოცავთ. მაგრამ ისეთ დროსაც კი, როდესაც მოძღვარმა იცოდა, რომ მასთან მისულ მრევლს უეჭველად აწამებდნენ, თავს მოკვეთავდნენ და შეიძლებოდა, თავად ის მოძღვარიც მოეკლათ, არ უთქვამს ეკლესიას ხალხისთვის, ეკლესიაში არ მოხვიდეთო. ხომ შეეძლოთ, ეთქვათ, მოგკლავენ და ამიტომ ჯობია, ეკლესიაში არ იაროთ, სახლში ადიდეთ ღმერთიო. მაგრამ მსგავსი განაცხადი ეკლესიას არასდროს გაუკეთებია. ამ ოცდაერთი საუკუნის განმავლობაში უამრავი სენიც გადაუტანია კაცობრიობას და დღევანდელ სენზე უფრო საშიშიც. გვქონია შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირების ოჯახის წევრებიც ემსხვერპლნენ იმ დროს გავრცელებულ სენს. მაგრამ ეკლესია არ მორიდებია ამ განსაცდელებს და ხალხის გარეშე არ ჩაუტარებია ღვთისმსახურება. რაც ოცდამეერთე საუკუნეში მოხდა, ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, ყოვლად დაუჯერებელი რამ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლის შესახებ.
– ყველაზე უცნაურად მე მაინც ის მეჩვენება, რომ დედამიწაზე ყველა რელიგიის სალოცავების კარი გამოიკეტა.
– სერაფიმ საროველის წინასწარმეტყველებაა, რომ დადგება დრო, როდესაც მთელი მსოფლიოს ყველა რელიგია შეწყვეტს ხალხთან ერთად მსახურებას და დარჩება მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ხალხის გარეშე ღვთისმსახურებაზე უარს არ იტყვის, მაგრამ ერთი ხელის თითებზე დაეტევა ამ მართლმადიდებელი ეკლესიების ჩამონათვალი, სხვა დანარჩენი დათანხმდება, თავად ეტყვიან ხალხს, წირვაზე არ მოხვიდეთ და დატოვებენ უზიარებელს და ღვთისმსახურების გარეშეო. სტუდენტობისას წავიკითხე ეს წინასწარმეტყველება და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ეკლესიების მეთაურები გამოვიდოდნენ და მრევლს ეტყოდნენ, თქვენს სახლებში უფრო ხართ დაცულები, ვიდრე ღმერთის სახლში და ამიტომ ღმერთის სახლში არ მოხვიდეთო. ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ეკლესიის მეთაურები იტყოდნენ, ხატსა და ჯვარზე მთხვევა საშიშია და შეიძლება, დასნეულდეო; ევროპაშიც არ მიეცათ საშუალება ჩვენს მოძღვრებს მრევლთან ერთად ღვთისმსახურების ჩატარების, იმიტომ რომ ისინი იმ სახელმწიფოების კანონმდებლობას ემორჩილებიან და წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, უცხოეთში მცხოვრები ქართველები საერთოდ ღვთისმსახურების გარეშე დარჩენილიყვნენ. ამდენად, ასეთი გამონაკლისი შეიძლებოდა, დაშვებულიყო, რადგან ეს მათი ნება არ ყოფილა, სახელმწიფომ დაუწესა რეგულაციები, მაგრამ სულ სხვა საქმეა, როდესაც შენ, ეკლესია, იღებ გადაწყვეტილებას, რომ დაკეტო ეკლესიები.
– ჩვენთანაც ბევრი მორწმუნე არ მივიდა ტაძარში, სახელმწიფოს, ექიმების მოწოდებების გამო.
– ვინც უძლურია, ვისაც ეშინია ან თუნდაც ოჯახის წევრი ძალიან სთხოვს სახლში დარჩენას, ასეთ ადამიანებს პატრიარქმა გაუგო და უთხრა, თქვენ შეგიძლიათ, სახლში დარჩეთ. გულსატკენი იყო, რომ ადამიანებს, რომლებიც ტაძარში მოვიდნენ და ღვთისმსახურებას დაესწრნენ, საზოგადოების დიდი ნაწილი მკვლელებს უწოდებდა. ჩვენ გვესმის ადამიანების, რომლებიც ტაძარში არ მოვიდნენ, მაგრამ ახლა ბევრი დაფიქრდა, გაიაზრა და სხვა დროს, ალბათ, სხვანაირად მოიქცევა. გასაგებია, როდესაც მეშინია, რომ ჩემი ოჯახის წევრს დაავადება არ გადავდო, სახლში ვრჩები, მაგრამ ვინც მიდის, მისი გალანძღვა ყოვლად მიუღებელია. ასევე, არაეკლესიური საქციელია იმ ადამიანის მიერ, ვინც ეკლესიაში მოვიდა და ღვთისმსახურებას დაესწრო, მათი განკითხვა და გალანძღვა, ვინც ტაძარში არ მოვიდა. არ შეიძლება, ჩვენ ვლანძღოთ ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არ მოვიდნენ სულმოკლეობის, შიშის, საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო. ჩემი აზრით, რაც მოხდა, ამან გამოაჩინა, რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს პატრიარქს ქრისტესთან და მან მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ის ბოლომდე ენდობა ღმერთს.

скачать dle 11.3