კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ვინ ეთამაშება კაცობრიობას და რომელმა ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა გამოიყენეს პანდემია თავისი ინტერესების გასატარებლად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  კორონავირუსის პანდემიას, მართალია, ბოლო არ უჩანს და, მაინცდამაინც, არც თავია ჯერჯერობით დადგენილი, მაგრამ ერთი რამ მაინც ნათელია: თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერი ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ უხილავ მტერს ვებრძვით, წესდება იდენტური და ზიგჯერ გაუგებარი რეგულაციები, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ როგორი წარმატებით ებრძვის ვირუსს. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ვირუსს დამანგრეველი შედეგები არ გამოუწვევია და შეიძლება, ითქვას, რომ მსუბუქად გადავიტანეთ, მაგრამ რეგულაციები მაინც მკაცრია და ეს არცაა გასაკვირი, იმიტომ რომ მუსიკას, ანუ წესებს უკვეთავს ის, ვინც ფული უნდა გადახადოს. ეკონომიკის გაჩერების ზიანის აღმფხვრას ფინანსები სჭირდება, რაც მათ უნდა მიგვცენ, რომლებიც შეზღუდვებს გვიწესებენ (თუ არ მოგვცემენ, ჩვენი საქმეც ჭაკად იქნება და მთავრობისაც). ასე რომ, პირადად ჩემთვის საქართველოს მთავრობის მოქმედებები გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ის შთაბეჭდილება, რაც ხელთათმან და ნიღაბწამოცმული დედამიწელების დანახვისას ჩნდება, რომლებიც 2-2-მეტრიანი დისტანციით მოძრაობენ და ისიც ჯერჯერობით ვერა – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებში. უნებლიეთ ჩნდება კითხვა (უკაცრავად ჟარგონისთვის): ვინ და რატომ ეთამაშება (მე, რატომღაც, მგონია, რომ სწორედ, ეთამაშება) ადამიანებს დედამიწის ყველა წერტილში? ამ საკითხის გარკვევას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად შევეცდებით.
ზაალ კასრელიშვილი: უპირველესად, მადლობა მინდა, გითხრათ, რომ ყოველთვის აზრიან თემებზე იღებთ ჩემგან ინტერვიუს და მინდა, თქვენს ჟურნალსაც და მთელ საქართველოსაც მივულოცო, რომ ამ პანდემიას მინიმალური მსხვერპლითა და ხარჯით გავუმკლავდით. ქართველი მედიკოსების პროფესიონალიზმი, რამდენიმე სხვა სპეციალობასთან ერთად, მთელი მსოფლიოსთვის იყო ცნობილი და საქართველოს მოსახლეობამაც დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, ხელისუფლებამ კი საკმაოდ კარგი ორგანიზება მოახერხა და სამაგალითო ქვეყანა ვართ მთელ მსოფლიოში, თუ პირველები არა. მხოლოდ დამსახურებულ თანხაზე არ არის ლაპარაკი, რომ კარგად გაართვი კრიზისს თავი, ლაპარაკია მორალურ უპირატესობაზე. საქმე ისაა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანი, საზოგადოებაც და ქვეყანაც თავის ნამდვილ სახეს ამჟღავნებს, მანამდე ის კარგად შეიძლება, იყოს შენიღბული, თან, ექსტრემალური სიტუაცია ისეთი, როგორიც პანდემიაა, განსაკუთრებულ პირობებს უყენებს კაცობრიობას, ომისგან განსხვავებით. ომში შეიძლება, მეომრების სიმამაცემ ყველაფერი გადაფაროს, მაგრამ აქ მარტო სიმამაცე არაა საკმარისი, ინტელექტიცაა საჭირო. მაშასადამე, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენა, რომ ეს არის ცივილიზებული, ინტელექტუალური ქვეყანა, რომელიც თავისი წარსულითა და აწმყოთი იმსახურებს, იწოდებოდეს განვითარებულ სახელმწიფოდ საერთაშორისო საზოგადოების ოჯახში. ის იმსახურებს დამოუკიდებლობასაც, თავისუფლებასაც, საერთაშორისო მხარდაჭერასა და თანადგომასც, რადგან საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია კაცობრიობის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები. ძალიან იოლი დასანახია, თუნდაც, იმ ისტორიით, რასაც საბჭოთა კავშირში გვასწავლიდნენ, რომ კაცობრიობას მივეცით რკინა, ოქრო, ღვინო, ხორბალი. როცა ღვინოზეა ლაპარაკი, ისევე, როგორც ოქროსა და რკინის წარმოებაზე, ბუნებრივია, იგულისხმება, რომ ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია განვითარებულია. კაცობრიობას მივეცით უნიკალური, ყველასგან გამორჩეული მუსიკა, ცეკვა, პოეზია და პროზა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი წვლილი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში შევიტანეთ ღირსეულად და ამის გამო ცივილიზებული ქვეყნები უნდა გვაფასებდნენ და გვხედავდნენ და ასეც არის და იქნება.
– თუმცა ზოგიერთმა ამერიკელმა სენატორმა და ევროპარლამენტარმა გვითხრა, რომ პანდემიის წარმატებით დაძლევა არაფერს ნიშნავს, დახმარებას ვერ მიიღებთ, თუ ჩვენს ნებას არ დაჰყვებითო.
– წინა პასუხიც ეკუთვნის ამ კითხვას, მაგრამ მაინც ვიტყვი: საქართველოს სახელმწიფომ, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში არსებობს ვერტიკალი და ამ ექსტრემალურ სიტუაციაში, პანდემიისას თუ ფორსმჟორში, მართვის უნარი შესწევს. მთავრობას კი შესწევს მართვის უნარი, როდესაც არსებული ვერტიკალი არ იშლება სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაში და ასეთ დროს ზოგიერთი სენატორისა და პარლამენტარის განცხადებას აზრი არ აქვს, რადგან ისინი შეიძლება, ჩავთვალოთ სუბიექტურად. ობიექტურად კი – თანხა, რომელსაც მოგვცემენ საერთაშორისო საზოგადოებები, არ დაიკარგება ისე, როგორც იკარგებოდა წინა ხელისუფლებების დროს, იმიტომ რომ გარკვეულია მართვის ვერტიკალი. ანუ ამ მთავრობას აქვს მენეჯერის თვისებები და საქართველო თამამად შეიძლება, მოვიაზროთ, როგორც ცივილიზებული სამყაროს ინტელექტუალური მოკავშირე რეგიონში და არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის. თანამედროვეობაში მთავარი ინტელექტი და მენეჯერული უნარებია, რაც ვაჩვენეთ. ფული და სამხედრო ტექნიკა მეორეხარისხოვანია, რდგან ფული და ტექნიკა უინტელექტო და უცოდინარ ადამიანს სარგებელს ვერ მოუტანს. აუცილებლად მოგვცემენ თანხებს, რაც მთავარია, გვაძლევენ.
რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ამით მანიპულირებენ: რა თქმა უნდა, გასული საუკუნის 90-ან წლებში რომ ვიყავით გულუბრყვილოები, ისეთები აღარ ვართ. აღარც მსოფლიო აღარაა ისეთი გულუბრყვილო, ამიტომ კითხვა ძალიან ბევრი გაჩნდა. ძალიან მნიშვნელოვანი ხალხის, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მხრიდან. მაგრამ ჩვენ ახლა მკითხაობა არ გვეკადრება, მაგრამ მე და თქვენ მკითხველთან ერთად შეგვიძლია, ლოგიკურად გავიაზროთ ეს ყველაფერი: აშშ ჩინეთს წაუყენებს, თუ უკვე არ წაუყენა, ბრალდებას 2 ტრილიონი დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად. ისრაელმა ჩინეთს მოსთხოვა 250 მილიარდი დოლარის კომპენსაცია, გერმანიამ განაცხადა, რომ მან მიიღო 180 მილიარდის ზარალი და ისიც კომპენსაციისთვის ჩინეთისკენ იწვდის ხელს. იმავეს ამბობს ინგლისიც და ავსტრალიაც. მათ ყველაზე მეტად დაზარალებული ესპანეთი და იტალიაც შეუერთდებიან და საფრანგეთიც.
– ესენი კი მოსთხოვენ, მაგრამ ჩინეთი თუ გადაუხდის?
– საქმეც ესაა: ჩვენ დღემდე ვერ დავინახეთ ჩინეთის მხრიდან კატეგორიული უარყოფა ამ, თუნდაც, სიტყვიერი ბრალდებების, მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს. ჩინეთი მხოლოდ იმას დაობს, რომ ეს ვირუსი მათ ხელოვნურად არ გაუვრცელებიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ არ არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ბოროტების წყარო. რადგან ბრალდება ხელოვნურად გამოყვანილი ვირუსის შეგნებულად გავრცელებაზე ფაშიზმზე უარესია, რაც გულისხმობს ანგარიშების, აქტივების გაყინვას, დაჯარიმებას. ჩინეთი ამბობს, რომ ეს შემთხვევითობაა, შემთხვევითობა არის დაუდევრობა და დაუდევრობას მოსდევს გაუფრთხილებლობა. ამისთვის სხვა სასჯელია, მაგრამ, რაც მთავარია, სასჯელია. დათანხმდება თუ არა, იბრძოლებს თუ არა ამის წინააღმდეგ, ამას გვიჩვენებს დრო, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ბრალდებას წაუყენებენ. ეს ხომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩხუბი არ არის, ერთმანეთს რაღაცები დააბრალონ?! ამას მომავალში განიხილავს ჰააგის სასამართლო, რომელსაც წარუდგენენ ბრალდებებსაც და დაცვის მხარეც წარუდგენს თავის არგუმენტებს, მაგრამ ჩინეთი ხმამაღლა არ ამბობს, რომ არაფერს გადაიხდის. ალბათ, ურჩევნია, მინიმალური ჯარიმებით გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, რომ უფრო დიდ საშინელებაში, მაგალითად, სანქციებში არ მოჰყვეს.
– მაგრამ ეს ხომ მაინც არ ცვლის იმ რეალობას, რომ მსოფლიო მასშტაბის პანიკა, ადამიანების დაფეთება და ყველაფრის გამოკეტვა გადაჭარბებული იყო?
– სწორედ მაქეთკენ მივდივართ ჩვენც ლოგიკურად. აი, ამ პროცესის დროს გაირკვევა ყველაფერი. აი, ამ ურთიერთბრალდებებისა და თავის მართლების პროცესში გაირკვევა, რა ხარისხით იყო ამ საქმეში ჩაბმული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელ ორგანიზაციასა და რომელ სახელმწიფოს რეალურად რა ინტერესი ჰქონდა. გადაჭარბებული იყო ეს ღონისძიებები თუ ადეკვატური?! იტალიასა და საფრანგეთზე მაგას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ მათ თქვეს წესები გადაჭარბებულიაო და არ მიიღეს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული პირობები და მიიღეს საშინელება. ახლა თურქეთსა და რუსეთშია იგივე ვითარება და ამბობენ, რომ ეს ქვეყნები ყველას გაასწრებენ პანდემიის მიერ მიყენებული ზიანით. ამის გარკვევამდე ვერ ვიტყვით, რა ხარისხით იყო გადაჭარბებული გატარებული ღონისძიებები, ვინ იდგა ამის უკან და ვინ ცდილობდა, ეს პროცესი თავისი ეკონომიკური და მორალური გავლენების გაზრდისთვის გამოეყენებინა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მოდის, გლობალურმა პოლიტიკურმა პროცესებმა საერთოდ შეიცვალა შინაარსიც, ხასიათიც, მიმართულებაც. ლიბერალ-დემოკრატია ნეოკონსერვატიზმმა დაამარცხა ამ პანდემიის პროცესში, ამის პარალელურად კი, უკვე ეს ბრალდებები და სასამართლო პროცესები კაცობრიობას ბევრ რამეზე აუხელს თვალს, სხვათა შორის, 20 და 40 წლის წინანდელ სიმართლეებზეც. ასე რომ, ჩვენ სინდისის, ღმერთის, კაცობრიობის წინაშე მართლები ვართ. 1921 წელსაც მართლები ვიყავით, 1801 წელსაც მართლები ვიყავით და ყოველთვის მართლები ვიყავით, როდესაც თავს გვესხმოდნენ და გვიპყრობდნენ. ახლა ჩვენ იმ განვითარებული, იმ განათლებული და ინტელექტუალური, ბუნებრივი მენეჯმენტის მქონე ქვეყნების რიგში ვართ, რომლებსაც ჭკუა ეკითხებათ და ასე იოლად აღარავინ დააჩაგვრინებს ჩვენს თავს არავის. ჩვენ კი ახლა ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავფაროთ პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისი ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის სასარგებლო მოთხოვნებით. რადგან გაჩნდა ეჭვი სავარაუდო ჯარიმებისა და დამნაშავის შესახებ, ნერწყვი ყველას მოადგა, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ დიდი შვიდეულის ქვეყნები აიღებენ თანხას და ისინი შემდეგ ჩვენ და ჩვენნაირ ქვეყნებს გადაუნაწილებენ. საქართველოში პოსტპანდემიური კრიზისის გადასაფარავად, ბუნებრივია, ხელისუფლება თავის არხებს იყენებს, ხოლო ჩვენ, ჩვენმა ორგანიზაციამ, უკვე მოვიზიდეთ საკმაოდ სოლიდური თანხა და 2020-2027 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან, ქვეყნის ბუნებრივ სტრატეგიულ ნედლეულზე დაფუძნებულ ეკონომიკას გააძლიერებს და სამომავლოდ მზად ვართ, საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ ამ ჩვენი სასიხარულო ეკონომიკური პროგრამით.

скачать dle 11.3