კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 პირაკრულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „ერთ ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ...“
  მსოფლიომ თითქოს ამოისუნთქა კორონავირუსის პანდემიის ამ ფაზაში და სახელმწიფოებმა შეზღუდვებიც შეარბილეს, თუმცა რას გაუგებ მსოფლიო პოლიტიკასა და მედიცინას (საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „ფეისბუქში“ მკაცრი ცენზურაა დაწესებული: კორონავირუსზე მხოლოდ შემაშინებელი ინფო უნდა ვრცელდებოდეს, ამის საწინააღმდეგო აზრის მქონენი იბლოკებიან). შესაძლოა, ამიტომაც, მაგალითდ, სამხრეთ კორეაში ისევ შეზღუდვები დააწესეს, ოფიციალური ინფორმაციით, იმის გამო, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად დასნებოვნებულთა დიდი რიცხვი გამოვლინდაო (ლაპარაკია 79 ახალ პაციენტზე). ჩრდილოეთში კი, ამასობაში, სახელდობრ, მოსკოველებისთვის გასეირნების საათები დააწესეს და სპეციალური მობილური აპლიკაციაც შეიქმნა, რომელიც ადგენს, თუ რომელი სახლის ბინადარს რომელ საათებსა და სად შეუძლია სეირნობა (პრინციპში, ყველაფერი ლოგიკურია: პატიმრობა გულისხმობს ე. წ. „პრაგულკებს“), ასევე, შეზღუდვებია დაწესებული სავარჯიშოდაც. ამ ყოველივეს კი გააკონტროლებს სპეციალური პატრული.
  ჩვენთან ჯერჯერობით მსგავსი არაფერია – მაგრამ, მაინცდამაინც, ვერ დავიმშვიდებთ გულებს, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში საერთო სქემაა და თუ ამოვარდები, გუმანი მკარნახობს, კორონაზე უარესს დამართებენ ურჩებს.
  ამის პარალელურად კი, კოსმოსის ათვისების სურვილი უფრო და უფრო გაცხოველდა (იქ პროცესები დაგეგმილი სქემით გრძელდება) და, თუმცა კოსმოსური შატლის გაფრენის პირველი მცდელობა ფიასკოთი დამთავრდა (გაფრენამდე 17-ოდე წუთით ადრე განაცხადეს, ამინდი გაუარესდაო და მერე რა, რომ რა უნდა კოსმოსში ამინდს?!), მაგრამ ეს მაინც არაფერს ნიშნავს.
  ჰოდა, მეტად საინტერესო ცხოვრებაა დედამიწაზე: პირაკრული და ხელთათმანწამოცმული ადამიანები, ერთმანეთისგან 2-2-მეტრიანი დაშორებით მდგომნი, სასეირნო საათებში გარეთ გამოშვებულები, ცას შესცქერიან, ამბავს კი ისეთი პირი უჩანს, რომ, თუ კარგად მოიქცევიან, არც ისაა გამორიცხული, ერთ დღესაც თითქოს მარსისკენ, ანუ მოუსავლეთისკენ გაუყენონ გზას.
скачать dle 11.3