№22 პაატა თედიაშვილი: ყველაზე ძალიან მიხარია, როცა ბომბი სკდება
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
პაატა თედიაშვილის კიდევ ერთი სკანდალური ნაბიჯი, კიდევ ერთი სწორი გათვლა აღმოჩნდა მის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გასაღვივებლად. საქმე ამჯერად მომღერლის შიშველ ფოტოებს ეხება.
პაატა თედიაშვილი: ნოემბრის თვეში ვმონაწილეობდი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. მე ქართულ ხალხურ ცეკვებს ვცეკვავდი, მსოფლიო ცეკვებსაც, მაგრამ სამეჯლისო ცეკვები ასე ძირეულად არ ვიცოდი. მხოლოდ ზედაპირულად მქონდა წარმოდგენა და ამ პროექტში უფრო მეტად ჩავუღრმავდი, რისთვისაც მადლობელი ვარ მიუხედავად იმისა, რომ მესამე ტურიდან გამოვეთიშე, რაც ძალიან მეწყინა. ეს ფოტოები პროექტის დატოვების შემდეგ, თებერვალში გადავიღე. თუმცა, პანდემიით გამოწვეული საერთო ფონის გამო აღარ იყო შესაბამისი განწყობა მის გამოსაქვეყნებლად და მთელი ეს დრო თაროზე იდო. როგორც კი მდგომარეობა შემსუბუქდა, გადავწყვიტეთ, დღის სინათლეზე გამოგვეტანა. ამ ფოტოების ავტორი ფოტოხელოვანი დათო ტრაპაიძე გახლავთ. ის დიდი ხანი მთავაზობდა სხვადასხვა იდეას, არაერთი მოდელი ჰყავს შიშველი გადაღებული. იდეა, რომ ამ ფოტოების თემატიკა „პასადობლე“ ყოფილიყო, ჩემია. სხვა ნამუშევრებში ვერ დავინახე განსაკუთრებული თემატურობა და შემოქმედებითობა. „პასადობლე“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნომრად ითვლება, ჩემთვისაც მთავარი კვანძი გახდა, რომელიც ვერ გავხსენი. ასე გამოვიდა, რადგან ამ ცეკვით დავტოვე პროექტი. ამიტომ ამ სირთულეს ახალი მიმართულებით – ფოტოების სახით შევეჭიდე. ეს ცეკვა საბრძოლო სულისკვეთებისაა. თუმცა, ხშირად გამოხატავს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის სირთულეს და მასში მთავარი კვანძის გახსნაა. მოსასხამი, მარაო და ლათინური ფეხსაცმელი, რომელიც შემდეგ გამოიტანა სხვადასხვა გვერდმა სათაურით – „პაატა თედიაშვილმა ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა“ – უბრალოდ, ამ ცეკვისთვის მნიშვნელოვანი დეტალებია. როგორც ვთქვი, ეს არის საბრძოლო ცეკვა. ჩვენი ცხოვრებაც მუდმივი ბრძოლაა. „პასადობლეს“ მე ცხოვრების ორომტრიალში ჩართულობა დავუკავშირე. ხორუმი ან ფარიკაობა რომ ამეღო, ეს ჩემთვის უკვე ამოწურული თემა იქნებოდა. შესაბამისად, საზოგადოებისთვისაც არ აღმოჩნდებოდა იმდენად საინტერესო და პროვოკაციული, როგორიც „პასადობლე“.
– თან, ქართული ცეკვის მოტივებზე რომ გადაგეღოთ შიშველი ფოტოები, საზოგადოება, ალბათ, გაცილებით კრიტიკული იქნებოდა.
– სიშიშვლით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პროტესტს გამოხატავენ. სიშიშვლეს ჩვენ, ამ შემთხვევაში, შემოქმედებითი დატვირთვა მივეცით და არა ეროტიკული. ეს იყო პროტესტი ცხოვრებისა და ყველა იმ უსამართლობის მიმართ, რომელიც გზაზე გვხვდება. ჩვენ კი მუდმივად ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ეს არ იყო სხეულის წარმოჩენის მცდელობა, ეროტიკა ან რამე მსგავსი.
– თქვენგან მიჩვეულები ვართ თამამ ნაბიჯებს, თუმცა, შიშველი ფოტოები პირველი იყო. ახლდა უხერხულობის შეგრძნება ან შიში, როგორ მიიღებდა მას საზოგადოება?
– მუდმივად მაქვს ეს განცდა. რადგან მე არ ვარ მარტო. მყავს დედა, რომელიც ტრადიციების მოყვარეა. თავისებური ხედვა აქვს ხელოვნებასთან დაკავშირებით, და, ასევე, ქორეოგრაფია და მასთან უფრო მარტივია ხოლმე მსგავს თემებზე საუბარი, მაგრამ ორივე განიცდის ამ პროვოკაციებს. არა უშუალოდ ჩემს თამამ ნაბიჯებს, არამედ ამ ნაბიჯების გამო ჩემს მიმართ წამოსულ აგრესიას. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მჭიდროდ არიან ტრადიციებთან დაკავშირებული და ჩემი ნაბიჯები მათთვის იმდენად მიუღებელია, შეიძლება, ფიზიკურადაც გამისწორდნენ.
– დედამ როგორ შეაფასა ეს ფოტოსესია?
– დედას დიდად არ ესიამოვნა. მე სულ სხვა რამეს გასწავლიდი, სულ სხვა მიმართულებით მიმყავდი და შენ, მგონი, ჭკუიდან შეიშალეო (იცინის). ეს ფოტოები რომ დაინახა, შეჰკივლა. შემდეგ იტირა კიდეც. მაგრამ მე ბავშვობიდან ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. ჩოხა მეცვა და ფაფახი მეხურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი შინაგანი სამყარო არ მქონდა. ხაშურში გავიზარდე და მუდმივად პრობლემური ურთიერთობა მქონდა ჩემს თანატოლებთან. დავდიოდი შორტებით, დახეული ჯინსებით, პირველი კომბინეზონი ხაშურში მე მეცვა, ჩემი სასკოლო ჩანთა სავსე იყო წიგნებით
. 90-იანებში ეს ყველაფერი სხვებში პროტესტს იწვევდა. იცით, მაშინ როგორი მისაბაძი იყო ახალგაზრდებში სხვა მიმართულების ცხოვრება. არაერთხელ შემქმნია პრობლემა, მაგრამ მიბრძოლია და გადამილახავს. იმიტომ, რომ მე ვარ ინდივიდი, მაქვს ჩემი აზრი და არასოდეს მყოლია მბრძანებელი. თუ რომელიმე სამსახურში მბრძანებლური ტონით მოუმართავთ, იქაურობა დამიტოვებია. ამიტომ დავტოვე ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და კულტურული ორგანიზაციები. ბუნებით ძალიან თავისუფალი ვარ, ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ანგარიშს ვუწევ, დედაჩემია. მაგრამ მე მაქვს ჩემი ცხოვრება, ჩემი დამოკიდებულებები და ვცდილობ, მან ამის შესახებ გაიგოს. მაქინაციებში არ ვარ გახვეული, უბრალოდ, ეს არის ჩემი გზა – კულტურული და შემოქმედებითი. როცა დედას პრეტენზია აქვს, მე ვიცი, რომ ის გაიგებს ყველაფერს, როცა ეს საბოლოოდ დადებით შედეგს მოიტანს. ჯერჯერობით ნაწყენია. მეგობართან ვიყავი, როცა ეს ფოტოები ნახა, რადგან არ მინდოდა, დამატებით პროვოცირება მომეხდინა. რომ შემოვედი, უკვე იცოდა მათ შესახებ და იმდენად განიცადა, რომ იძულებული ვიყავი, სახლიდან ისევ გამოვსულიყავი. მისთვის ასეთივე მძიმე იყო ჩემი წინა პროვოკაციები, მაგრამ, როცა ერთად ვჯდებით და ამ საკითხს შემოქმედებითად განვიხილავთ, მშვიდდება და ეგუება. თუმცა, ბუნებრივია, ასეთი ტრადიციების მოყვარე ადამიანი რომ საკუთარ შვილს ნახევრად გახდილს ნახავდა, ძალიან განიცდიდა.

– გინანიათ რომელიმე სკანდალური ნაბიჯი?
– არასოდეს. ნაციონალურ შემოქმედებაზე შექმნილი ჩემი ნაწარმოებები საზოგადოებისთვის იმ პერიოდში მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მე არაერთი ფოლკლორისტი დამსხმია თავს კულისებში, არაერთხელ გავლანძღულვარ სხვადასხვა გადაცემაში. რაც შეხება ჩემს მეორე ცხოვრებას, ჩიხში შევიდა ის ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებდი. ფოლკლორი ძალიან მოდური გახდა და ფაქტობრივად, სტილი წამართვეს. ისე გამოვიდა, რომ მე უინტერესო აღმოვჩნდი არა მხოლოდ მსმენელისთვის, არამედ შოუებისთვის. არაერთხელ მიმიტანია მათთან პროდუქტი, მაგრამ უთქვამთ, არ ხართ რეიტინგული და თქვენზე დროს ვერ დავხარჯავთო და უარით მისტუმრებდნენ. ამიტომ საჭირო იყო სიახლე, ისეთი, როგორიცაა „სიყვარულის არმია“. მე ზუსტად დავინახე, რომ ეს იყო გზა, რომელიც სხვა ცხოვრებას მოიტანდა, სხვა კარს გამიღებდა. ამიტომ ადამიანს ყოველთვის უნდა შეგეძლოს გარდასახვა. მით უმტეს, როცა ხელოვანი ხარ, არც გახდის უნდა შეგეშინდეს, არც პროვოკაციის. ბევრ ახალგაზრდას უნდა რამე პროვოკაციული გააკეთოს, მაგრამ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არაა მზად ამ დარტყმისთვის, მაგალითად, გინებისა და ლანძღვის ასატანად. მაგრამ მე მჯერა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ იქნება შოუ, სადაც მე ძალიან განსხვავებულად, პროვოკაციულად და რადიკალურად ვიტყვი
ჩემს სათქმელს, რაც ახალგაზრდა ხელოვანებს სტიმულს მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შემოქმედება არ იპყრობს არც მსოფლიოს და შეიძლება არც საქართველოს მწვერვალებს, ეს მათ მისცემს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ასე რომ, არამცთუ მინანია, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავ.

ყველაზე ძალიან მიხარია, როცა ბომბი სკდება. ანუ, ჩემი პროვოკაცია დანიშნულების ადგილამდე აღწევს. არავის უნდა შეეშინდეს გამოხმაურების. ამ დროს ხვდები, რომ შეგიძლია შენი მსმენელის გამოწვევა. ამით სტატისტიკურ მონაცემებსაც ვიგებ, მაგალითად, იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია საზოგადოება და როგორ აზროვნებს ის. ამ ორომტრიალმა გამოიწვია ისიც, რომ ისევ ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ამ ფოტოებს რაც შეეხება, არ ესიამოვნათ გახდილი მამაკაცის ნახვა. ზოგს გასაპარსი ფეხები არ მოეწონა, ზოგს მაღალი ქუსლები, ვიღაცას მარაო... რა უნდა ვუპასუხო მათ, ვერ ვხვდები. არასდროს შევდივარ აგრესიულ პოლემიკაში. ყველაფერს მაინც განათლების დაბალ დონესთან და ზედაპირულ დამოკიდებულებებთან მივყავართ.
– ასეთი თამამი ნაბიჯები პირად ურთიერთობებში გეხმარებათ თუ ხელს გიშლით?
– ჩემთვის საინტერესოა მოაზროვნე, წიგნიერი გოგოები, რომლებსაც ცხოვრების გარკვეული გზა გავლილი აქვთ, არც მე ვარ პატარა. ისინი გაოცებული არიან ჩემი თამამი ნაბიჯებით. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან ფართო და საინტერესო შინაგანი სამყარო აქვს და ისინი იგებენ ამ ყველაფერს. ამ პროვოკაციების შემდეგ ახალგაზრდულ ღონისძიებებში გაცილებით მოთხოვნადი გავხდი და მათ ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩემთან. მუდმივად ვუცვლით ერთმანეთს სიახლეებს. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, თუ ადამიანს ურჩევნია, გვერდით ჰყავდეს ქმარი, რომელიც დედის გინებით აიკლებს, ასოცი ტონა იქნება, ერთ ცხვარს შეჭამს და ერთ ვედრო ღვინოს დააყოლებს, მისთვის პაატა თედიაშვილი, ბუნებრივია, მიუღებელი იქნება. მაგრამ ვისაც უყვარს გამოწვევები, ორომტრიალი სასიყვარულო ურთიერთობებში და მუდმივი სიახლეები, მისთვის ჩემთან ურთიერთობა პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს.