კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ვინ გადაატანინა გიორგი ყიფშიძეს პანდემია უშფოთველად და როგორ ანებივრებს ის მესამე ცოლს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მსახიობი გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში ხშირად დებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ უვლის შვილს. როგორც აღმოჩნდა, მის ცხოვრებაში, პატარამ მთავარი ადგილი დაიკავა და მთლიანად მის აღზრდაზეა გადართული. როგორც მისი მეუღლე, ენი ამბობს, გიორგი განსაკუთრებულად მზრუნველი ქმარიცაა და ცოლს ხშირად ანებივრებს. მსახიობი, აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მისი მეუღლე, კრისტი ყიფშიძე გახლდათ და მასთან გოგონა – ნატალია ჰყავს, მეორედ კი ანი ჩიკვილაძეზე დაქორწინდა და მასთან ვაჟი – ალექსანდრე შეეძინა. ახლა კი, მესამე ცოლთან, ენისთან და სამი თვის კოსმოსთან ერთად, იდილიაში ცხოვრობს.
– რამდენი ხანია, ერთად ხართ და რა შეცვალა ბავშვის დაბადებამ თქვენს ურთიერთობაში?
გიორგი: უკვე ორი წელია, ერთად ვართ და ბავშვის დაბადებამ, ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. არა მარტო ჩვენს ურთიერთობაში, არამედ ჩემსა და დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი დის ურთიერთობაში. თითქოს, რაღაცნაირად უფრო დაგვაახლოვა ამ ისედაც რთულ სიტუაციებში კორონებისა და შმორონების დროს. ხალხი ერთმანეთს რომ ვერ ეკონტაქტება, ამან „ვაფშე“ ლაივებში დაიწყო გამოსვლა, ამ დაძაბულ სიტუაციაში ხალისი შემოიტანა და ბევრად უმტკივნეულოდ გადაგვატანინა ეს პანდემია.
ენი: ბავშვის დაბადებამ ძალიან დიდი ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.
– ამბობენ, შვილი ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობას ამყარებსო და ამ აზრს ეთანხმებით?
– კი, რა თქმა უნდა, შვილი ამყარებს ურთიერთობას. კოსმო ბედნიერების კაცია.
გიორგი: ვეთანხმები კი არა, პირდაპირპროპორციულია და აზრს აძლევს ცხოვრებას. თითქოს გკარნახობს, როგორ უნდა მოიქცე შემდგომში. ადრე ასე არ ვფიქრობდი. ზღაპრებში რომ ხდება ხოლმე, მეფესა და დედოფალს პრინცი რომ გაუჩნდება და მერე ამ პრინცს რომ საინტერესო თავგადასავალი ელის, ჩვენც ასე ვართ – ჩვენც ვამზადებთ კოსმოს, ამ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის, რომელიც მას მომავალში ელის.
– გიორგი, სოციალურ ქსელში ხშირად დებ ვიდეოებს, როგორ უვლი პატარას. არ გიჭირთ მარტო ბავშვის გაზრდა?
– ეგ უნდა ნახოთ. არაერთი ლაივი მაქვს გადაღებული და მერე რომ ვუყურებ, ვხვდები, რამხელა სიამოვნებას ვიღებ ბავშვის მოვლის პროცესში. სახეზე მაწერია (იცინის). მე, პირადად, როგორც ყველა მამაკაცი, ვცდილობ, საუკეთესო მამა ვიყო. ზოგს გამოსდის, ზოგს არა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამომივიდეს და ერთ ხრიკს მივმართე: ცოტა დედის ფუნქციებიც ავიღე და აქვე გეტყვით, რომ დედისა და მამის ფუნქციების სინთეზში მოყვანამ გაამართლა.
ენი: მართლა, არ აჭარბებს. გიორგისნაირი მამა ძალიან იშვიათობაა. აი, რომ ნახოთ მისი დამიკიდებულება ბავშვთან, ზუსტად მიხვდებით, რასაც
ვამბობ. გიორგი არის ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე მამა. მე ვიცი, რომ დედები მამებს აქეთ ასწავლიან რაღაცებს. ამ შემთხვევაში კი პირიქით ხდება – ზუსტად ხვდება, რა უნდა კოსმიკოს.
გიორგი: ბავშვის მოვლა ყოველთვის რთულია. თუმცა, ბევრი ასე არ თვლის ხოლმე და შედეგზე არ ფიქრობს. ბავშვის მოვლა სახლის აშენებას ჰგავს, აგურს აგურზე რომ ადებ და სახლიც შენდება. ასეა ბავშვის აღზრდაც – აგური აგურს უნდა დაადო და ააშენო. აგურისა რა გითხრათ, მაგრამ ახლა საძირკვლის ეტაპზე რომ ვარ, ეგ ვიცი (იცინის). ბავშვი ღრუბელივითაა, ყველაფერს იწოვს. ჩვენი, როგორც მშობლების, ვალდებულებაა, სწორი რამ „შევაწოვინოთ“. ეს კი არც მარტივია და არც რთული. გააჩნია, როგორი ხარ შენ. ეხლა მე თქვენ გკითხავთ – სიყვარული მარტივია თუ რთული? ამაზე ხომ ვერ გამცემთ პასუხს? ჰოდა, ასეა ბავშვის აღზრდაც.
ენი: ბავშვი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. უყურებ და ხვდები, რომ თავიდან ბოლომდე გეკისრება პასუხისმგებლობა მის განვითარებასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაზე. ძალიან რთულია, პატარაობიდანვე ზუსტად მიაწოდო სწორი ინფორმაცია. ამიტომ, ვცდილობ, მაქსიმალურად სწორად მივუდგე და მის ფსიქიკაში რაიმე ნეგატიური ინფორმაცია არ დაილექოს.
გიორგი: ჩემი უფროსი გოგო, ნატალია, ძალიან გვეხმარება. უკვე ორი ძმის აღზრდაშია ჩართული. შუათანასთან – ალექსანდრესთან, ჯერ რთულად არის საქმე (იცინის), მოსაგვარებელია – ძალიან ეჭვიანობს. ახლა, საფრთხილო ასაკშია და თავის ძმას ნელ-ნელა უნდა შევაგუო.
ენი: ნატალია ყოჩაღი და საყვარელი გოგოა და ძალიან გვეხმარება ბავშვის მოვლაში. ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის.
– ბავშვს უცნაური სახელი ჰქვია – კოსმო. ვინ შეურჩია? ბაბუის, ზურას სახელი რატომ არ დაარქვით?
– თავიდანვე ვფიქრობდით, რა დაგვერქვა ბავშვისთვის. უცებ, გიორგი მეუბნება კოსმო ხომ არ დავარქვათო. გავგიჟდი, ისე ძალიან მომეწონა ეს სახელი. თან, კოზმა და დამიანე ბიბლიური პერსონაჟები არიან. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დავარქვით ბავშვს ზურა, იმიტომ რომ ზურა ყიფშიძე არის უკვე ერთი და არაჩვეულებრივი ადამიანი და ახლა უკვე კოსმო ყიფშიძე არის ერთი. არ ვფიქრობ, კარგი იყოს ოჯახში ორ ადამიანს ერთი და იგივე სახელი რომ ჰქვია. თან, მახსოვს, ადრე ბებიები ამბობდნენ, ოჯახში ორ ადამიანს ერთი და იგივე სახელი არ უნდა ერქვას, ავის მომასწავებელიაო და ეს რაღაცნაირად ჩამებეჭდა გონებაში.
გიორგი: არ მიმაჩნია სწორად და აუცილებლობად შვილზე მამის სახელის დარქმევა. თან, ბავშვს ორი ბაბუა ჰყავს და რომელიმეს ეწყინებოდა, ამიტომ, დავარქვით კოსმო.
– რომ ვაკვირდები, პატარა, თითქოს, ბაბუას, ზურა ყოფშიძეს ჰგავს.
– მე დედას ვამსგავსებ. ერთად ვცხოვრობთ, ბავშვი ჯერ სამი თვის არის და მარტო ბაბუ კი არა, უკვე ყველა მონუსხა (იცინის).
ენი: ამბობენ, რომ მე მგავს, თუმცა, ზოგჯერ, ბაბუს, ზურასაც ამსგავსებენ. მე ჯერ ვერ ვხვდები, ვის ჰგავს, რადგან ყოველდღიურად იზრდება და დღითიდღე სულ უფრო საოცრება ხდება.
– ენი, როგორი მამაა გიორგი, ეს გასაგებია, მაგრამ როგორი ქმარია? თუ უყვარს სიურპრიზები, საჩუქრების გაკეთება და საყვარელი ქალის განებივრება? ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრების შემდეგ ხომ არ შეიცვალა სასიყვარულო დამოკიდებულება?
– გიორგი ზღაპრული არსება და იდეალური ქმარია. დილით, როცა ჩემზე ადრე ეღვიძება, ჩაის მიმზადებს და მერე მაღვიძებს. ეს დილის რიტუალი, ტრადიციად გვექცა – რომელსაც ადრე გვეღვიძება, ის უკეთებს მეორეს ჩაის. მართლა ძალიან მზრუნველია, გადაჭარბების გარეშე. დღითიდღე მეტად მიყვარდება და მეტად ახერხებს ჩემს გაოცებას.
გიორგი: ჩვენ თავიდანვე ცალკე დავიწყეთ ცხოვრება და იმ დროიდანვე მოვალეობებიც არ იყო ჩვენთვის უცხო, თავისით გადანაწილდა. არ დაიჯერებთ და, მართლა არ ვჩხუბობთ არაფერზე. ერთადერთი, იმაზე ვეკამათებით ერთმანეთს, რომ ვერ ვარკვევთ, ვის ვინ უფრო უყვარს (იცინის). ხომ ამბობენ, ორი ადამიანის ბედი მაღლა, ზეცაში წყდებაო... მაღლა არ ვიცი, ვინ რას წყვეტს, ჯერ იქ არ ვყოფილვარ და არც იქიდან მოუტანია ამბავი ვინმეს, მაგრამ აქ ჩვენ ორმა გადავწყვიტეთ ჩვენივე ბედი და კიდევ, ერთ-ორ ადამიანს, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნეს. ესენი არიან მალიშკა და იკა.
ენი: მე კი ვფიქრობ, დიდი შანსია, მაღლა რაღაცები დაწერილი იყოს. მაგრამ, რომ ვუფიქრდები, მაინც მგონია, რომ ჩვენს ბედს ჩვენც ვწყვეტთ.

скачать dle 11.3